რა უსაშველო ტკივილმა დააწერინა მიხეილ ჯავახიშვილს „ჯაყოს ხიზნები“
ავტორი: ეკატერინე პატარაია 17:00

დიდი კლასიკოსი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვლის შემოქმედებითი ცხოვრება ბევრი საოცარი ამბით არის სავსე და მას ამჯერად გერონტი ქიქოძის მოგონებებით დავიწყებ. „პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკნის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებლად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა, როგორც დაკვირებული ადამიანი, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათავალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად, რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება, მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა – მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში. მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყო“, „დამპატიჟე“, ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს „ჯაყოს ხიზნებისა“ და „მუსუსის“ ავტორს, ალბათ, ბევრი უსეირნია პარიზში ტამპლისა და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო. მიხეილ ჯავახიშვილი თითქოს ჩქარობდა გამოეთქვა, რაც სათქმელი ჰქონდა და რადგან მისი ოსტატობა მისი მდიდარი ცხოვრების გამოცდილების სიმაღლეზე იდგა, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა რამდენიმე რომანი და ნოველა, რომლებიც უდავოდ დიდხანს დარჩებიან ქართული მხატვრული ლიტერატურის სალაროში.“
„მე ვშიშობ საქართველოს მომავლის შიშით“
„...გონიერ ქართველებს საქართველოს მომავლის შიშიც უწამლავდა ცხოვრებას. ამ გონიერ ქართველებს შორის არ შეიძლებოდა, არ ყოფილიყო მიხეილ ჯავახიშვილი. აკი, უბის წიგნაკისთვისაც გაუნდვია ეს შიში: „მე ვშიშობ საქართველოს მომავლის შიშით და მე მეშინია ჩემივე შიშის“ (1926 წელი). საქართველოს მომავლის გამო შიშმა შეაქმნევინა რომანი-გაფრთხილება, რომანი-წინასწარმეტყველება – „ჯაყოს ხიზნები“, რომელიც ქართველთა უმეტესობამ სწორედ ასე გაიგო, ზოგიერთი „შეურაცხმყოფელი“ ადგილიც მოყვრის მიერ სიმართლის პირშში თქმად, გამაფრთხილებელი სილის გაწვნად მიიღო... როცა ასე საშინლად გამართლდა წინასწარხედვა, დღესაც უგონებებ: „ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა მხოლოდ თავისი პირადი დრამა ასახაო. საკმარისია გავეცნოთ 2005 წელს წიგნად გამოცემულ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკებს, კერძოდ, 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ გაკეთებულ ჩანაწერს, რომ გაიგოთ, რა უსაშველო ტკივილმა დააწერინა მიხეილს ეს რომანი სწორედ ქართველი ერის საქომაგოდ. „ჯაყოს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო, სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო“ გმინვაა ჩემი სულის“... მაინც, როგორ არ ეშინოდა მიხეილ ჯავახიშვილს ამ წიგნაკების შენახვა თვით 1937 წელს? ან რა სასწაულით გადაურჩა ეს წიგნაკები ყოვლის მიმკვლევ ჩეკისტებს? თუმცა, იქნებ მათ მხოლოდ 1936-1937 წლების ჩანაწერები აინტერესებდათ და წაიღეს, თორემ რატომ წყდება ჩანაწერები 1935 წლით... მთავარი მაინც ისაა, რომ უპატიებელი გულგრილობით მოვეკიდეთ მიხეილ ჯავახიშვილის გაფრთხილებას და ამის შედეგად ცხინვალისა და სამაჩაბლოს ტრაგედია მივიღეთ... როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაშინ მაინც თუ იგრძნეს, რა ძნელზე ძნელად მოსაგვარებელი, იქნებ საერთოდ გამოუსწორებელი პრობლემები დაუტოვეს თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს?! როგორც ვიცით, მეფის რუსეთი ყოველივე ქართულის წაშლას ლამობდა. ამაზე მიუთითებდა, სხვათა შორის, 1916 წლის ჟურნალ „ცხოვრებაში“ ბესარიონ ჭიათურელის წერილი – „ჩვენი გადაგვარება და ეროვნული სახელების მოსპობა“. „1913 წლის პირველი იანვრიდან უმაღლესათ ებრძანა ქართველ სამღვდელოებას, რომ საიდუმლო ნათლისღების შესრულების დროს ისეთი სახელები დაარქვით ბავშვებს, რომელ სახელებსაც ეკლესია დღესასწაულობდესო...“ ამიერიდან აღარ შეგვეძლება მივცეთ წმინდა ქართული სახელებიო, – ჩივის ავტორი და მოჰყავს ნუსხა მამაკაცთა და ქალთა ქართული სახელებისა...“
ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე
„1924 წლის აგვისტოს აჯანყებით გაჩაღებული ცეცხლი ღველფში ინახებოდა და დროდადრო ღვივდებოდა... ამის ერთი დასტურია მიხეილ ჯავახიშვილის ეს ჩანაწერი უბის წიგნაკში: „...მარიამობის წირვა და წლის პანაშვიდი იყო ბაკურიანში. ასი ოჯახი მაინც იქნებოდა, რომელთაც ნათესავები დაუხვრიტეს, მაგრამ პანაშვიდს ორიოდე მოხუცი და ხუთიოდე ბავშვი დაესწრო. ამ ამბავის სიღრმე და მნიშვნელობა განუზომელია. ამავე დღეებში ჩვეულებრივი სიმღერა, დუდუკი, ზურნა...“ ასეთივე მაგალითებმა მწერალს კიდევ ერთი საყვედური გამოათქმევინა თანამოკალმის, დავით სულიაშვილისთვის 20-იანი წლების მიწურულს მიწერილ ბარათში (რაზეც ყურადღება მიგვაქცევინა მიხეილ ჯავახიშვილის მწარე ხვედრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკვლევარმა ბონდო არველაძემ): „ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმმდაბლე, ჭორიკანობა და გულგრილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცენით და მოვიღუნეთ“...
არიფიონი
„...1927 წელს, მაშინ როცა პროლეტარული მწერლები დაუნდობლად ებრძოდნენ ეროვნული ნიადაგზე მდგარ აკადემიურ და ცისფერყანწელ მწერალთა ჯგუფებს, რამდენიმე ჩვენმა პატრიოტმა მწერალმა, მათ შორის შალვა დადიანმა, კონსტანტინე კაპანელმა, გერონტი ქიქოძემ და მიხეილ ჯავახიშვილმა შექმნეს ახალი სამწერლო ჯგუფი „არიფიონი“. გალაკტიონ ტაბიძე: „ფაქტობრივად, ჯავახიშვილის მიერ არის შექმნილი „არიფიონი“, მაგრამ იგი არასოდეს არ გამოდის, როგორც ლიდერი, იგი ეფარება ჯგუფს, ამით იგი თავს იცავს თავდასხმებისგან. თუ დრო მოითხოვს, ლიდერადაც გამოდგება (ეს ისეთი ჯგუფია, რომ ყველა ლიდერია). ეს ითქვა იმ დროს, როდესაც პროლეტარულ მწერლებს ჩაგონებული ჰქონდათ – ნამდვილი მწერლობა თქვენგან იწყებაო, და ისინიც, ამაში დაჯერებულნი, თავგამოდებით ებრძოდნენ როგორც კლასიკურ მწერლობას, ასევე თანამედროვე არაპრორეტალურ მწერლებს...“
სექსუალური ცოფიანი რევოლუცია საქართველოში
„1911 წელს ლევ ტროცკიმ ლენინისგან მიიღო დავალება, დაემუშავებინა რევოლუციის შემდგომ სქესთა შორის ურთიერთობის საკითხი, რომელიც რევოლუციის მომზადების მთავარ ფაქტორად ჩაითვლებოდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ ცხოვრების წესად იქცეოდა. ტროცკიმ ლენინისგან მიიღო ის დავალება, რომლისთვისაც დაფინანსებული და შეგზავნილი იყო რუსეთის უკიდეგანო იმპერიაში. მას დიდი მუშაობა არ დასჭირვებია, რათა ჩამოეყალიბებინა დებულება - „ყოველგვარი სექსუალური შეზღუდვა ადამიანთა დამონებისკენ არის მიმართული.” - ტროცკის ეს თეორია აიტაცა ლენინმა და განაცხადა: „ყოველგვარი სექსუალური შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, გავაუქმოთ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სიყვარულისა და კავშირურთიერთობათა შეზღუდვები“. 1917 წლის ოქტომბრიდან, ლენინის პირველი „მიწის დეკრეტის” შემდეგ, გამოვიდა „ქორწინების გაუქმებისა“და „თავისუფალი სექსის“ დეკრეტები, რომლებსაც მოჰყვა საერთო-სახალხო მოწოდება-ლოზუნგი: „ძირს სირცხვილი!“. ამ ლოზუნგმა მოიცვა უზარმაზარი იმპერია... მოსკოვისა და პეტერბურგის ქუჩები ვერ იტევდა მოზეიმე ხალხის ნაკადს. სწორედ ამ დღეს მიმართა ლენინმა მოზეიმე ხალხს ცნობილი სიტყვებით: რჭê ჰåðæჭòú, რîâჭðèùè! და, როდესაც შეიტყო, რომ 19 დეკემბერი იქნებოდა ლესბოსელთა და მეძავთა ყოველწლიური აღლუმის ჩატარების დღე, განაცხადა: „სწორია! უნდა ვიბრძოლოთ ტრადიციული ბურჟუაზიული ოჯახების მოსპობის წინააღმდეგ“. ემიგრაციაში ყოფნის ბოლო პერიოდში კი, ტროცკი დანანებით დაწერს: „რომ არა ველური კავკასიელი, ამყრალებული ოჯახის საქმე დასრულებული გვექნებოდა“. რევოლუცინორემა ჯუღაშვილმა ლენინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილი ომი გამოუცხადა მამათმავლებს... მოხდა მამათმავლობაში შემჩნეული პირების პირველი მასობრივი დაკავება... გამოვლინდა ჯგუფები მოსკოვსა და ლენინგრადში, რომლებიც სალონების, გარყვნილების ბუნაგებისა და სხვადასხვა სახის კერების შექმნით იყვნენ დაკავებულნი. პედერასტების ორგანიზებული დაჯგუფებები კი, რომლებიც „კონტრრევოლუციური მიზნებით რყვნიდნენ ახალგაზრდობას, არმიასა და ფლოტს”, განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯნენ. აღნიშნული ღონისძიებებისთვის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად სტალინმა სპეციალური ბრძანებაც გამოსცა. პოლიტბიურო თითქმის ერთხმად დათანხმდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, მიხეილ კალინინი იყო. ცხადია, საზოგადოებრივი აზრიც შეამზადეს: პოეტები, მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები აქტიურად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ამ საერთო სენის წინააღმდეგ. იურისტებმა და მედიკოსებმა ჰომოსექსუალიზმს „ბურჟუაზიული გარყვნილების გამოვლინება“ უწოდეს. ამის შემდეგ სტალინისთვის ყველაფერი მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო. დამტკიცდა კანონი მამათმავლობის დასჯის შესახებ... მანამდე საბჭოთა კანონმდებლობა პედერასტების სისხლისსამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებდა. ამ კანონმა 1993 წლის 3 ივნისამდე იმოქმედა, სანამ ის რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ არ გააუქმა. უძველესი საზოგადოების გამოჩენილი მკვლევარი ლუის მორგანი ამბობს, რომ ოჯახთან შედარებით არც ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ ჰქონია მდიდარი და შინაარსიანი ისტორია. საჭირო შეიქნა გონებრივი და ზნეობრივი ძალების დიდი დაძაბვა, რათა ოჯახს არსებობა შეენარჩუნებინა და მრავალი სხვადასხვა საფეხურის გამოვლით თანამედროვე მდგომარეობამდე მოეღწია. გამოთქმა „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ ინგლისელ იურისტ ედუარდ კოკს ეკუთვნის და იყო დრო, ქართული სახლი მართლაც ციხესიმაგრე იყო ქართველი კაცისთვის, ქართული ოჯახისთვის, ის თუნდაც ყოფილიყო მეგრული ფაცხა ან იმერული ოდა. იქ ტრადიციული წესი და შეუბღალავი კანონი არსებობდა... „სექსუალური რევოლუციის“ ქარიშხლის საბედისწეროდ შემოჭრა საქართველოში, რომელიც ასახულია დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის, და არა მხოლოდ მის შემოქმედებაში, ცისფერყანწელთა პოეზიის შეფარული მარგალიტები ხომ იმ სექსუალური რევოლუციისთვის გუნდრუკის ერთგვარი კმევაა, მაგრამ, განსხავებით მიხეილ ჯავახიშვილისგან, ცისფერყანწელებმა დაინახეს სექსუალური რევოლუციისა და ქარიშხლის შემაჩერებელი გრანდიოზული კაშხალი, რომელიც მათ წინ სტალინმა აღმართა, მიხეილ ჯავახიშვილმა კი ჯიუტად განაგრძო თავისი ბასრი კალამ-მახვილით ბრძოლა ამ ყურით მოთრეული მანიაკური ჩვევების გასავრცელებლად საქართველოში. როდესაც სტალინს ეგონა, რომ საბოლოოდ ჩაცხრა და საზოგადოებას აღარ ემუქრებოდა სექსუალური კატასტროფა და ემზადებოდა „დიადი გარდატეხის წლის“ აღსანიშნავად, 1926 წელს ჟურნალმა „ქართულმა მწერლობამ“ დაბეჭდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ცოფიანი“. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნიშნავდა. ჟურნალის გამოსვლიდან მესამე დღეს სტალინი თავის მაგიდაზე ეცნობოდა „სექსუალური რევოლუციის“ კიდევ ერთ „მარგალიტს“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან