საზოგადოება

რა უპირატესობა აქვს ოზონს სხვა მადეზინფიცირებელ საშუალებებთან შედარებით და როგორ გამოიყენება ხელის ოზონატორი

№5

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 10.02, 2021 წელი

თეონა თაქთაქიშვილი
დაკოპირებულია

სარეკლამო კომპანა „ედვინგსმა“ ხელის ოზონატორი შექმნა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ის განკუთვნილია (ჟანგბადის შემცველი) ატმოსფერული ჰაერიდან ოზონის მისაღებად, ბაქტერიებისა და ვირუსების დეზინფექციისთვის. 
ოზონს აქვს გამოხატული ანტიმიკრობული ზემოქმედება პათოლოგიური მიკროფლორის  სრული სპექტრის მიმართ და არის უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტური და ყველაზე იაფი მადეზინფიცირებელი და მადეზოდორირებელი აგენტი. ოზონი  სპობს მიკროორგანიზმებს რამდენჯერმე უფრო სწრაფად  და ეფექტურად, სხვა დეზინფექტორებთან შედარებით. 

თეონა თაქთაქიშვილი (კომპანია „ედვინგსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი): ხელის პორტარტული ოზონატორი, იმით განსხვავდება დეზონატორისგან, რომ ის არა დახურული სივრცის, არამედ ზედაპირების დეზინფექციას აკეთებს. მაგალითად, ხელს თუ სადენზინფექციო ხსნარით იმუშავებთ, მის ნაცვლად ოზონატორის გადატარებაც თავისუფლადაა შესაძლებელი. ამ დროს გამოიყოფა ოზონი, რომელიც ანადგურებს ყველა ვირუსსა და ბაქტერიას. არის პატარა ზომის, მსუბუქი, ეტევა ჩანთაში და თავისუფლადაა შესაძლებელი მისი ყოველდღიური ტარება.
– როგორ გამოიყენება?
– ხელის ოზონატორს გამოყენებისთვის არ სჭირდება დენის წყაროში შეერთება. აქვს ელემენტები, რომლებიც იმუხტება. ღილაკის მეშვეობით ირთვება და დაახლოებით 5-6 წამია საჭირო ხელზე ან პროდუქტებზე გადასატარებლად. რაც შეეხება ელემენტს, საკმაოდ გამძლეა, მუდმივად გამოყენების შემთხვევაში 1-2 დღე ძლებს.
– მისი გამოყენება ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი?
– დიახ, ნებისმიერ პროდუქტზე გამოიყენება, მათ შორის, საკვებზეც. მაღაზიიდან მოტანილ პროდუქტს, უბრალოდ, გადაატარებთ 5-6 წამის განმავლობაში და ყველანაირი ვირუსისა და ბაქტერიისგან გაწმენდთ. ის განურჩევლად ანადგურებს ყველა ვირუსსა და ბაქტერიას, მათ შორის კორონავირუსსაც. სწორედ, პანდემიამ მოგვცა ბიძგი, რომ შეგვექმნა მსგავსი მოწყობილობა, რათა უფრო მეტად შეგვძლებოდა თავის დაცვა. პრაქტიკულია როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისთვისაც – ოზონატორის გადატარებით მოაგვარებთ დეზინფექციის პრობლემას.
– რამდენად უსაფრთხოა?
– აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან ჩვენი „დეზონატორის“ მსგავსად, ესეც გამოჰყოფს ოზონს. ოზონატორის მუშაობის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ელექტრული გვირგვინოვანი განმუხტვის შედეგად ჟანგბადისაგან ოზონის წარმოქმნაში, ანუ არსებულ ჰაერს გარდაქმნის ოზონად. სწორედ, მიღებული ოზონის ნაკადი ახდენს ზედაპირის დეზინფექციას. მის უსაფრთხოებაზე ისიც მიუთითებს, რომ აპარატი არ გამოყოფს იმ რაოდენობის ოზონს, რომელიც ადამიანისთვის შეიძლება, მომწამლავი იყოს. ბუნებრივია, რომ არ დავზიანდეთ, სახესთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ და ოზონის გამომყოფ ღილაკს ხანგრძლივად არ უნდა დავაჭიროთ. დიდი რაოდენობით ოზონის მიღება, ისევე, როგორც ნებსმიერი სხვა ნივთიერების, ორგანიზმისთვის საზიანოა. ოზონის შემთხვევაში ისიც არის, რომ აქვს მძაფრი სუნი და ამის გამო ადამიანი დაშვებული ნორმის მეექვსედსაც კი ვერ შეისუნთქავს. რა თქმა უნდა, ესეც ამცირებს ინტოქსიკაციის რისკს. ხელის ოზონატორი პატარაა და იმდენად მცირე რაოდენობით ოზონს გამოჰყოფს, რომ ვერანაირად ვერ ავნებს ადამიანს.
– რა უპირატესობა აქვს ოზონს სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით?
– სამედიცინო პრაქტიკაში ოზონი უკვე ას წელზე მეტია, გამოიყენება. ამ ხნის განმავლობაში მრავალი გამოკვლევა ჩატარდა. დამტკიცებულ იქნა, რომ ოზონს შეუძლია დათრგუნოს და გაანადგუროს ნებისმიერი ინფექცია, ყველაზე საშიშის ჩათვლით. მრავალ ლაბორატორიაში აღინიშნა ოზონის მძლავრი ვირუსოლიტური თვისება. ის ეფექტურია ენტეროვირუსებისა და პოლიომიელიტის ვირუსის წინააღმდეგ. ოზონი შესანიშნავად უმკლავდება E.coli, St. aureus, გრიპის ვირუსს, Pseudomonas aeruginosa, ასევე ტუბერკულოზს, კლიბსიელასა და მრავალ სხვას. ინ ვიტრო, ანუ იდეალურ ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცოცხალ უჯრედებთან ურთიერთქმედებისას ოზონი ჟანგავს ცხიმებს და წარმოქმნის პეროქსიდებს – ყველა ცნობილი ვირუსის, ბაქტერიისა და სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს.
– ეს პირველი ხელის ოზონატორია საქართველოში?
– პორტარტული ხელის ოზონატორი არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არის, ეს არის უშუალოდ ჩვენი გამოგონება. ზოგადად, ოზონატორები უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს და აქტიურად იყენებს კაცობრიობა, მაგრამ ხელის ოზონატორი ნამდვილად ჩვენი გამოგონებაა, რომელსაც აქვს ოფიციალური ლიცენზია და თავისი პასპორტი. ეს არის დიდი სიახლე, რადგან მსგავსი პროდუქტი ჯერ არავის შეუქმნია.
– რამდენად მოთხოვნადია?
– საკმაოდ დიდია დაინტერესება, გვაქვს შეკვეთებიც და ვფიქრობთ, მოთხოვნები მომავალში უფრო მეტად გაიზრდება. უკვე გამოტანილია გასაყიდად და მისი ღირებულება 150 ლარია. აქვს ერთწლიანი გარანტია. იყიდით ერთხელ და მის გამოყენებას წლების განმავლობაში შეძლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა