პროლაქტინი - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 16:29 19.12, 2023 წელი

პროლაქტინი ჰორმონია, რომელიც ლაქტაციასა და მკერდის ქსოვილის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ის ნივთიერებათა ცვლას, სითხეების რეგულირებასა და იმუნური სისტემის მუშაობას უწყობს ხელს.
პროლაქტინის მაღალმა დონემ შესაძლოა უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის შემცირება, ან მისი სრული მოშლა გამოიწვიოს.
სისხლში პროლაქტინის შემცველობა ფიზიოლოგიური მიზეზების გამოც იზრდება, მაგ: ძუძუთი კვებისას, კონკრეტული პრეპარატების მიღების შემდგომ, ფსიქოლოგიური სტრესის დროს, ალკოჰოლის ხშირად მოხმარებისას, ძლიერი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის დროსა და უძილობისას.
“თოდუას კლინიკის” ექიმთა გუნდი კვლევების საფუძველზე პროლაქტინთან დაკავშირებულ პრობლემებს სრული სიზუსტით გამოავლენს და მკურნალობის შესაბამის გეგმას შეადგენს.
პროლაქტინის მატების მიზეზები
ორსულობა – პროლაქტინი ორსულობის დროს ბუნებრივად იზრდება, რათა ორგანიზმი ძუძუთი კვებისათვის იყოს მზად.
მედიკამენტები - პროლაქტინის მატების მიზეზი შესაძლოა ისეთი მედიკამენტების მიღებაც იყოს, როგორებიცაა ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები და ზოგიერთი ოპიოიდი.
ჰიპოთირეოზი - პროლაქტინს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაც ზრდის.
გულმკერდის კედლის დაზიანება ან გაღიზიანება - ტრავმამ, ქირურგიულმა ჩარევამ ან გულმკერდის კედლის გაღიზიანებამ შესაძლოა პროლაქტინის გამოყოფის სტიმულირება გამოიწვიოს.
სტრესი და ვარჯიში - მძიმე ფიზიკური ან ემოციურ სტრესი და ინტენსიური ვარჯიში დროებით ზრდის პროლაქტინის დონეს სისხლში, თუმცა მოსვენებულ მდგომარეობაში რაოდენობა იკლებს.
მემკვიდრეობითი ფაქტორები - ზოგიერთ შემთხვევაში პროლაქტინი და მისი მატება გენეტიკური წინასწარ განწყობითაცაა გამოწვეული.
პროლაქტინი - სიმპტომები
უნაყოფობა - პროლაქტინის გაზრდილმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ოვულაციას, რაც დაორსულებას ართულებს.
ლიბიდოს დაქვეითება - ჰორმონის მაღალი კონცენტრაციის მქონე მამაკაცებს ხშირად აქვთ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები.
ძვლის სიმკვრივის დაქვეითება - პროლაქტინის ჭარბი რაოდენობა დაკავშირებულია ძვლის სიმკვრივის შემცირებასთანაც, რაც ზრდის ოსტეოპოროზის რისკებს.
განწყობის ცვლილებები - პაციენტებში ხშირია შფოთვა და დეპრესია.
კვლევები
პროლაქტინის ანალიზის აღება გაღვიძებიდან არაუმეტეს 2-3 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. კვლევამდე პაციენტი ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოს, რათა სისხლის აღება მაქსიმალურად მოსვენებულ მდგომარეობაში მოხდეს.
თუ მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში ჰორმონის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება მიზეზის დასადგენად.
თუ გსურთ მომზადების წესის შესახებ მეტი გაიგოთ, იხილეთ “თოდუას კლინიკის” ინფორმაცია - პროლაქტინი (ბლოგი).
პროლაქტინი - “თოდუას კლინიკის” სერვისი
თუ თვლით, რომ თქვენი სიმპტომები პროლაქტინის მატებას უკავშირდება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.
ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკა საუკეთესო სამედიცინო მომსახურებასა და კომფორტულ გარემოს გთავაზობთ.
კლინიკაში ვიზიტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-იდან 17:00-მდეა შესაძლებელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან