ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო
ავტორი: რევაზ ტომარაძე 19:00 31.01, 2024 წელი

1823 წელს ჯერ კიდევ ასე, ანუ საქართველოდ მოიხსენიებს რუსეთის იმპერია ჩვენს ქვეყანას.
მათი სამხედრო უწყება ადგენს ასეთ რუკას და ყველა მიწას-მხარეს, რომელიც დაპყრობა-მიერთებისას ქართულ სამეფოს ეკუთვნოდა, ეძახის საქართველოს...
ანუ ამ დროისათვის ჯერ კიდევ არსებობს იურიდიული და ადმინისტრაციული ტერმინი „საქართველო“ (გრუზია-ჯორჯია-ჟეორჟიე)...
ამ დროს მათთვის და ყველასთვის და რუკებზეც სრულიად გამქრალია სიტყვა-ტერმინი „არმენია“... ხოლო სიტყვა-ტერმინ აზერბაიჯანის პოვნა-გამოგონებამდე ზუსტად საუკუნეა.
ეს ნაწილი მეორეხარისხოვანია
წარმოიდგინეთ იგივე წლები და... ერევანსა და დვინში და ანისსა და არმავირში და რაზდანში არმენია-სომხეთი აღარ არსებობს... დღევანდელი მათი რესპუბლიკის მიწაზე 5-8% არმენი ცხოვრობს... და ქართველები მანგლისი-შულავერი-დმანისის სამკუთხედს ვეძახით „სომხითს“... წარმოგიდგენიათ?! თუმც ეს ეროვნული კი არა სარწმუნოებრივი ნიშანი იყო მაშინ და ხანაც მხოლოდ სოციალური სახელი... შეიძლებოდა, მაგალითად 300-250-200 წლის წინ სრულიად ქართველი და სრულიად მართლმადიდებელი მოხსენიებულიყო „სომხად“, მხოლოდ იმიტომ რომ იყო ხუროთა თუ მეთუნეთა თუ მეწაღეთა თუ ხელოსანთა ჯგუფიდან... ეს სხვა თემაა... ...ანუ მანდ სამშვილდე-ტაშირის რეგიონში მე-10-11 საუკუნეში იყო ქართველ გრიგორიანთა კვირიკიანთა სამეფო და იმანაც დატოვა კვალი... ნუ ესეც სხვა თემაა..
* * *
ანუ ასეთი და ამ ფორმისა და ამ სახელისა მიგვიტაცა რუსეთმა...
იხილეთ მეორე ფოტო: ეს არის, ეგრეთ წოდებული,. რუსეთის იმპერიის დიდი გერბი... და მასზე გამოსახულია მისი იმპერიის დაპყრობილი სამეფოები და მასზეა ჩვენი სამეფოს გერბიც... მარჯვენა-ქვემო კუთხეში
მესამე ფოტოზეა მეფე ერეკლეს სამეფო გერბი. და მასზე გამოსახულია ყველა მხარე და მათ შორის ის კუთხეებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 1923 წლის რუკაზეა ასახული...
მეფე ერეკლემ 1750-იან წლებში ერევანთან დაადუღა აზატ-ხანის სპარსული ჯარი და სპარსეთმაც ასე იცის, რომ განჯა-ერევანი-ნახჭევანი-გოგჩა-ყარაბახი-ბაქო არის „გურჯისტანი“... ჰო, კარგი რამე გამახსენდა... ბოლოში ვთქვათ, ანდა აქ სჯობს... იყო ასეთი კაცი, ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი... და 40-45 წლის წინ სახალხოდ თქვა, რომ გურჯისტანი არისო ირანის მიწებიო... და ძალიან აღელდა ხალხი, მეტადრე ქართველნი... საქმე კი ის იყო, რომ იგი და სპარსეთის ხალხი 100-150-200-300 წლიანი გამოცდილებით გურჯისტანს ეძახდა ერევანსაც-ურმისაც-ნახჭევანსაც-აგდამსაც-ყარაბახსაც-პარტავსაც და მგონი ბაქოსაც... და დღეს რა აქვთ გულში სევდის მოტივად ეგეც საკითხავია... ეს გადახვევა მხოლოდ იმიტომ იყო თუ რას ეძახიან რეგიონს მეზობლები ახლო წარსულში.
ანუ.. როგორი მიგვიერთა-დაგვიპყრო რუსეთმა ჩანს და 1991-ში როგორი ფორმა-მიწებით გამოვეყავით და როგორი გვაცნო, გვახსოვს... და დღეს როგორია ჩვენი დე ფაქტო იურისდიქცია და რა ფორმა-ზომებში გვცნობს, ჩანს...
არსებობს უამრავი გეგმა, ჩვენიც და სხვისიც.
არსებობს მრავალი პერსპექტივა კარგიც და ცუდიც. ერთად ვნახოთ, როგორი იქნება ფორმა-ზომა-იურისდიქცია და პროგრესი ევროკავშირის გზით.
თუ წმინდა გიორგი ჩაერია და გვიწყალობა ყველაფერი იქნება კარგად!
ოღონდ თუ!
* * *
ბოლო ფოტოზეა ქართული ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი თაიჩარუხი, დღეს ტეჟაირუკი... ერევნიდან 40 კილომეტრშია, მაღალ მთაში, 1940-1950 მეტრს აჩვენებდა. უახლოესი სოფლებიდან 4-5 კილომეტრში და მაღალ ქედზე. და ამიტომ ვერ დაანგრიეს და ვერ წაშალეს... მის დანგრევას მისვლა, ინვენტარის ათრევა, კიბეების მიდგმა, ფიზიკური შრომა უნდოდა და გადარჩა.
მასზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე უამრავი ქართული წარწერაა... ასევე საფლავის ქვებზე... მხოლოდ ქართულნი... გარშემო არსებული ნაგებობები საძირკვლებმადე და 1-1,5 მეტრის კედლებამდეა დაშლილი და დაყრილი... ანუ რაც დაბალი იყო გაქრა. გარშემო მიმოფანტულია ქვები...
მაღალ მთებში და გრანდიოზულ ქართულ ეკლესიებს იქ უამრავს ნახავთ. სოფლებში და პატარა ეკლესიებს კი ან ვერ ან სრულიად გადაკეთებულს-კვალწაშლილს...
* * *
თუმცა ჩვენს კვალს და ღვაწლს ვერაფერი წაშლის!
მოამზადა რევაზ ტომარაძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან