ნერონს რომი არ გადაუწვავს
ავტორი: რევაზ ტომარაძე 18:00 21.05
ქვეყნიერება მითებითაა სავსე, რომლებისაც ადვილად სჯერათ და ეს იმიტომ, რომ ისინი შეტანილია რომელიღაც ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებში, ანდა მათზე საუკუნეების განმავლობაში ყვებიან ლეგენდებს. ბევრი დარწმუნებულია, რომ სოლიერის ძალიან შურდა მოცარტის, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. აი, ნერონსაც არ წაუკიდებია ცეცხლი რომისთვის – ეს მხოლოდ გამონაგონია.
ცნობილია, რომ დიდი ხანძარი დუქანში დაიწყო ღამით, ჩვენი წელთაღრიცხვით 64 წლის 18-19 ივლისს და მითების მიუხედავად, მან იმპერატორის სასახლესაც უწია. ცნობილია, რომ იმპერატორი ნერონი იყო ფასეულობის დიდი მოყვარული, დიდი კოლექციონერი. ძნელია, წარმოიდგინო, რომ ის გასცემდა ცეცხლის გაჩენის ბრძანებას, რადგან იცოდა, ამით თავის თავსაც ავნებდა. მაგრამ ეს შემთხვევა გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ქალაქის ისტორიაში და ეს სრული სიმართლეა. ხანძარი 6 დღე შეუჩერებლად ბობოქრობდა და ქალაქის 14 რაიონიდან 4 მთლიანად გაანადგურა. ხოლო ამაში ნერონის მონაწილეობაზე მისი სიკვდილის შემდეგ დაიწერა. მმართველის გაშავება – ეს ძველისძველი გასართობია, რომელსაც დღესაც მიმართავენ ხოლმე. სინამდვილეში არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იმპერატორმა გასცა ბრძანება, ცეცხლი წაეკიდებინათ ქალაქისთვის, არ არსებობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





