საზოგადოება

ნანული ლალიაშვილი: სამყარო მუდმივად გვაძლევს სიგნალსა და მინიშნებებს, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი ხდება

№47

ავტორი: თამარ გუნია 17:03 24.11, 2023 წელი

ნანული ლალიაშვილი
დაკოპირებულია

არსებობენ ადამიანები, ვისთან ერთხელ შეხვედრაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში სინათლის სხივი დაბრუნდეს. ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი ნათელმხილველი, აკადემიის, „წინ ბედნიერებისკენ“, დამფუძნებელი ნანული ლალიაშვილი, მას ადამიანების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების და გარდამტეხი მოვლენების შექმნის განსაკუთრებული უნარი აქვს. 50-წლიანი პრაქტიკა და მსოფლიო აღიარება ნანული ლალიაშვილს საშუალებას აძლევს, დაეხმაროს ადამიანებს, ვინც მასთან სხვადასხვა პრობლემით მიდიან. ლეგენდად ქცეულმა ნათელმხილველმა ნდობა ათეული წლების წინ მოიპოვა იმ გამორჩეული და განსაკუთრებული ნიჭისთვის, რაც მას მემკვიდრეობით ერგო. ამ უნარის წყალობით, მან საინტერესო გზის გავლა შეძლო და ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

ნანული ლალიაშვილი: პირველ რიგში, გიორგობას მივულოცავ თქვენს მკითხველს, სრულიად საქართველოს. ჩვენთვის, ქართველებისთვის, გიორგობა განსაკუთრებული დღესასწაულია. დიდმოწამე გიორგი ქართველი ხალხის მფარველად არის მიჩნეული, ალბათ, ამიტომაც არის, რომ საქართველოში კუთხე არ არის დარჩენილი, სადაც წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს, უფრო მეტიც, საქართველო წმიდა გიორგის სამწყსოდ არის მიჩნეული. წმიდა გიორგის შეწევნას სხვა ძალა აქვს. მას შევთხოვთ შემწეობას განსაცდელების, წინაღობების დროს და ისიც, უამრავი სასწაულის შემოქმედი, გვეხმარება და გვმატებს ძალას. დიდმოწამე ძლევამოსილი გიორგი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს, სიკეთე, მშვიდობა და კეთილდღეობა – საქართველოს, იხარეთ, იმრავლეთ თქვენს ოჯახებთან ერთად!

– ქალბატონო ნანული, თქვენს ავტობიოგრაფიულ წიგნზე მინდა, გკითხოთ, სადაც მნიშვნელოვანი ეპიზოდებია თქვენს რწმენასთან დაკავშირებით.

– ამ თემაზე საუბარს თავს ვარიდებ. რწმენასთან, ტაძართან დაკავშირებული თემა იმდენად პირადია, ის მხოლოდ შენთან უნდა დარჩეს. მე ხარფუხში გავიზარდე, ღრმადმორწმუნე ადამიანების ოჯახში. განსაკუთრებით მიყვარდა წმიდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც უცხოეთში ცხოვრების დროს ისე მენატრებოდა, მესიზმრებოდა ხოლმე. როდესაც თბილისში ჩამოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, ერთ დღეში თბილისის 7 ტაძარი მოვილოცე. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება.

პატარა ვიყავი, როდესაც ბებიამ საქართველოს ტაძრები მომატარა. ბებია ცნობილი სახალხო მკურნალი იყო, მასთან მთელი საქართველოდან ჩამოჰყავდათ პაციენტები, ის ძალიან ეხმარებოდა ადამიანებს. ბებია მეგობრობდა მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, ეპისკოპოსებთან. მას ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა – მისგან ვისწავლე ის რიტუალები და პროცედურები, რომელსაც ბებია ათეული წლები ატარებდა. მისგან დამრჩა უნიკალური რელიკვიური წიგნი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს, რაც ეზოთერიკას უკავშირება. ბებიას ძალიან უნდოდა, მის გზას გავყოლოდი, ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ მივატოვე ჩემი პროფესია, სკოლა და თავი ამ საქმეს მივუძღვენი. თბილისში უკვე ძალიან პოპულარული ვიყავი, როდესაც ქვეყნიდან წასვლა მომიწია. კარიერა უცხოეთში განვაგრძე. წლები ვმუშაობდი ძალიან ცნობილ ალტერნატიულ ცენტრში, საინტერესო პროექტებზე, რაც მაშინ გასაიდუმლოებული იყო. ვხვდებოდი ცნობილ, საზოგადოებრივ ასპარეზზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნების ბედსაც კი წყვეტდნენ (იცინის). სამწუხაროდ, ნათელმხილველებს არ გვაქვს იოლი ცხოვრება. მეც საკმაოდ რთული გზა გავიარე, თუმცა, პროფესიაშიც წარმატებული აღმოვჩნდი და ოჯახშიც ძალიან გამიმართლა. მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, რაც ჩემთვის ცხოვრების ძალაა.

ყველაზე მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია. მადლიერი ვარ ღმერთის. ადამიანების სიყვარულს ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. არც ერთი აკადემიის წევრობა და ჯილდო არ არის ჩემთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო, პირიქით, ჭეშმარიტი ნათელმხილველის მისია ეს არის – დაეხმაროს ადამიანებს, გადალახონ წინაღობები ცხოვრების რთულ პერიოდებში.

– რას ურჩევთ და უსურვებთ ადამიანებს, ვინც ახლა ცხოვრების რთულ პერიოდებს გადის?

– ბოლო სამი წელია, სამყაროს რთული პერიოდი აქვს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, რომელიც ათი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რაზეც არსებობს პუბლიკაცები, ყველას კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მშვიდობაა. ახლა, როდესაც ბოროტება ასე ზეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სიკეთის მხარეზე, მხოლოდ სიკეთე შობს ღმერთს, სიცოცხლეს, სიყვარულს, რწმენას, მომავლის იმედს.

ყველა ადამიანში არსებობს ძალების მარაგი, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი გეხმარებათ, გაიმარჯვოთ ცხოვრების სირთულეებზე და გახვიდეთ სამშვიდობოზე. ამ ძალას საჭირო დროს გააქტიურება სჭირდება. ზოგჯერ ცხოვრება კუთხეში ისე მიგვაყენებს, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ასეთი დღეები ჩვენს მძიმე და დაძაბულ ცხოვრებაში ცოტა არ არის. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვუგდებთ ყურს და ვერ ვაცნობიერებთ, რატომ გადმოდის ამდენი განსაცდელი ჩვენზე.

დღეს ადამიანებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ: საქმეში, პირად ცხოვრებაში, ასევე, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში. ჩვენზე ძალიან მოქმედებს დაბინძურებული ენერგეტიკა, რასაც მოაქვს ავადმყოფობა, დარდი, მწუხარება. სახიფათო და საშიში ფენომენია საგვარეულო წყევლა, რომელიც იწვევს საბედისწერო, დამანგრეველ ტრაგედიებს ადამიანების ცხოვრებაში. არსებობს რიტუალები, რომლებიც ტარდება საგვარეულო წყევლის გასანეიტრალებლად. დღეს ძალიან მომძლავრებულია ჯადო, გათვალვა, ბოროტი ძალების ზემოქმედება და მას უნდა დავუპირისპირდეთ. გზა ბევრია: მათ შორის, სხვადასხვა აუცილებელი პროცედურები.

– რომელი პერიოდია უკეთესი თქვენი უნიკალური პროცედურებისთვის?

– არის რიტუალები, რომელიც წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩატარდეს. თუმცა, არის გამონაკლისი რიტუალები, რომელთა ჩატარებისთვის ყველაზე კარგი პერიოდია წლის მიწურული – დეკემბერი. ეზოთერიკის ზედაპირული ცოდნაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რა მოვლენებს უკავშირდება წლის ბოლო თვე და რამდენად ძლიერია მისი გავლენა მომავალი წლის დასაწყისზე. არის რიტუალები, რომელიც უნდა ჩატარდეს დეკემბერში, იმისთვის, რომ შეჯამდეს, მშვიდობიანად დასრულდეს მიმავალი წელი და მოვემზადოთ დამდეგი წლისთვის, რომელიც მოგვიტანს წარმატებას, ოჯახურ კეთილდღეობას, მშვიდობას, სიყვარულს. ამ პერიოდში ჩათქმული სურვილები და დასახული მიზნები ახდენისა და ასრულების განსაკუთრებული მიზიდულობით გამოირჩევა, ეს ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ, ამიტომაც იყო, რომ დეკემბრის რიტუალების განსაკუთრებული მაგიური ძალის ყველას სწამდა და სჯეროდა. უმჯობესია, ყველაფერი, რაც იყო ცუდი თქვენს ცხოვრებაში გაატანოთ ძველ წელს. არსებობს ეზოთერიკული წესები, რიტუალები, რომელიც უნდა ჩატარდეს წლის მიწურულს, ისინი დაგეხმარებათ გაიხსნათ ჩაკეტილი ბედი, დაძლიოთ უბარაქობა, იპოვოთ ახალი სამსახური, გაყიდოთ ბინა, რომელსაც მრავალი წელია ვერ ყიდით და ასე შემდეგ. ეს რიტუალები გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ საფრთხეები, დანაკარგი. ისინი ძალიან სასარგებლოა სახლიდან ნეგატიური ენერგიის მოცილებისთვის და სახლის გასუფთავებისთვის, ოჯახში ახალი წევრების შემატებისთვის, საქმეების გადაწყვეტისა და ახალი წარმატებებისთვის.

მშვიდობა ჩვენს ოჯახებს!

უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!

ნანული ლალიაშვილის ოფისთან დასაკავშირებლად, კონსულტაციაზე ჩასაწერად და მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ 579 700 057; 599 07 33 22.

უცხოეთიდან დაგვიკავშირდით: WHATSAP/ VIBER 5 99 07 33 22

www.nanulilaliashvili.ge

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა