საზოგადოება

ნანული ლალიაშვილი: ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, ადამიანის ღმერთთან დაშორებას, ბოროტი ძალების გააქტიურებას მოჰყვა. წინ ბობოქარი ცვლილებების პერიოდი გველოდება

№9

ავტორი: თამარ გუნია 16:28 11.03

ნანული ლალიაშვილი
დაკოპირებულია

ცნობილი ქართველი ნათელმხილველი, ალტერნატიული მედიცინის აკადემიკოსი ნანული ლალიაშვილი ყოველწლიური დაჯილდოების – „ქართული ბრენდის“ გამარჯვებული გახდა. მას ჯილდო საქართველოში ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ქალბატონ ნანულის რეგალიები და ჯილდოები აქამდეც არ აკლდა – ის ევროპის ბიოენერგოკორექტორთა კონგრესის წევრია და მრავალი წელია, ატარებს პროცედურებს, რომელიც ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.

ნანული ლალიაშვილი ის ნათელმხილველია, ვისზეც ლეგენდები ათეული წლების წინ შეიქმნა. ის დიდხანს მუშაობდა უცხოეთში, მასთან სეანსებზე დადიოდნენ მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რაც ასახულია დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოქრონიკებში, ასევე, მის ავტობიოგრაფიულ წიგნში – „წინ – ბედნიერებისკენ“.

– ქალბატონო ნანული, ცოტა ხნის წინ მოგენიჭათ ჯილდო საქართველოში ალტერნატიულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?

– მადლობას გადაგიხდით მოლოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ყველა ჯილდო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, მით უმეტეს, როდესაც მას შენს სამშობლოში მიიღებ. თქვენ იცით, მე მრავალი წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე უცხოეთში, ვთანამშრომლობდი ძალიან მნიშვნელოვან სამსახურებთან, ქვეყნის მმართველ პირებთან. უცხოეთში არც ჯილდოები დამკლებია და არც აღიარება, მაგრამ შენს სამშობლოში დაფასება მაინც სულ სხვაა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, დავაარსე აკადემია „წინ – ბედნიერებისკენ“, რომელიც გახდა „ქართული ბრენდი“. ამ აკადემიის ფარგლებში უამრავ ადამიანს ვეხმარები, შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ, გადალახონ ბარიერები, რაც მათ საქმეში თუ პირად ცხოვრებაში ხვდებათ. ამ მიმართულებით ეზოთერიკა დიდად გვეხმარება. არის პროცედურები, რიტუალები, თილისმები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადალახოთ პრობლემები და მიაღწიოთ წარმატებას. როდესაც თქვენს ცხოვრებაში არ ილევა ბარიერები, განიცდით შავი ძალების ზემოქმედებას, საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. ხუთ ათეულ წელზე მეტია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ. ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის: რა არის მთავარი ნათელმხილველისთვის? უპირველესად, ეს არის, შეგეძლოს შენში არსებული ენერგია და ძალა მომმართო მძიმე სიტუაციებში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. ნათელხილვის უნარი ადამიანებს შემთხვევით არ ეძლევათ – ყველა, ვინც ამ უნარს ფლობს, არის რჩეული, რომელსაც აკისრია განსაკუთრებული მისია. მე არასდროს გადამიხვევია ჩემი მისიისგან – ვემსახურო ადამიანებს, გავაფრთხილო და დავიცვა ისინი მოსალოდნელი საფრთხეებისგან, ვაპოვნინო ცხოვრებისეული მიზანი – ბედნიერი ოჯახი თუ წარმატებული კარიერა, დავეხმარო მათ საკუთარი ოცნებების მიღწევაში!

რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვაგან, შენი სამშობლო ყოველთვის გეძახის. ეს არის უწყვეტი კავშირი, რომელსაც მაგიური ძალა აქვს. აქ არის ჩვენი ფესვები, რომელიც აუცილებლად გვაბრუნებს უკან, ამიტომაც კარგად მესმის ჩვენი ემიგრანტების. თითოეულ მათგანს ვუსურვებ სამშობლოში მალე დაბრუნებას. სამშობლოს მონატრებამ, ნოსტალგიამ მეც ისე შემაწუხა, დავტოვე ყველაფერი და დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მარგუნა, შემახვედრა უნიკალურ, გამორჩეულ ადამიანებს. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ არასდროს დამკლებია ადამიანების სიყვარული, რაც ჩემთვის ყველა ჯილდოსა და რეგალიაზე ძვირფასია.

– თანამედროვე მსოფლიო რთულ პერიოდს გადის, რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ბარიერების გადალახვა უწევთ?

– ნამდვილად ურთულესი პერიოდი უდგას სამყაროს, ჩვენს ქვეყანას, ყველა ადამიანს. მსოფლიოში ძალაუფლების გადანაწილების პროცესს კარგი არაფერი მოჰყვება. დიდი ცვლილებების დასაწყისი დადგა. წინ ბობოქარი ცვლილებების პერიოდი გველოდება, იქნება ბევრი კრიზისი, როგორც დიდ ქვეყნებში, ასევე ჩვენნაირ სახელმწიფოებში. სამწუხაროდ, არ გველის იოლი პერიოდი. დღეს უკვე ძალიან რთულია მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა. ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ადამიანის ღმერთთან დაშორებას, ადამიანური სახის დაკარგვას, იმ ბოროტი ძალების გააქტიურებას მოჰყვა, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, თუმცა ღია ასპარეზზე არ ჩანან.

მე ვურჩევდი ადამიანებს, შეინარჩუნონ სულიერი ღირებულებები. ამ განსაცდელებს გაუძლებენ ნებისყოფიანი, მტკიცე ფსიქიკის მქონე ადამიანები. იშრომეთ მეტი, იმოძრავეთ, არ გაჩერდეთ! წარსული ვერასდროს დაამარცხებს მომავალს. ჩვენ შევძლებთ, ისე გავიაროთ ეს რთული პერიოდი, რომ არ დავზარალდეთ. საქართველო გამორჩეული ბედის ქვეყანაა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ჩვენ არ გაგვიწირავს ღმერთი. ამ რთულ დროშიც კი შეინარჩუნეთ რწმენა, იმედი, სიკეთისა და სიყვარულის განცდა. მოვიდა გაზაფხული, შეხვდით მას განსაკუთრებული სიხარულით. საბოლოოდ მზე და სინათლე გადაწონის სიცივესა და სიბნელეს. მეტი მზე და სითბო უწილადეთ ერთმანეთს!

– რას ეტყვით ქალბატონებს, ვის მიმართაც გამორჩეული დამოკიდებულება გაქვთ – თქვენი ფენომენალური უნარის წყალობით, უამრავი ქალის ცხოვრების შეცვლა შეძელით.

– გაზაფხულის დადგომასა და ქალთა დღესასწაულებს – 3 მარტსა და 8 მარტს – მივულოცავ ქალბატონებს, ბედნიერ, სიკეთით და სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ მათ. ბედნიერებითა და სიყვარულით იყოს გაბრწყინებული მათი თვალები. ქართველი ქალი ძალიან ძლიერია, ის არასდროს გაჰქცევია პასუხისმგებლობასა და მოვალეობას ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. ეს ბევრჯერ დაამტკიცა როგორც ჩვენი ისტორიის ურთულეს პერიოდებში, ასევე მშვიდობიან პერიოდებშიც, ყოფითი პრობლემების დროს. სუსტ მხრებზე მოიკიდა ოჯახის ტვირთი და პასუხისმგებლობით, ღირსეულად შეუდგა ოჯახის, შვილების „გადარჩენის“ რთულ გზას.

მე ძლიერი ქალების ოჯახში გავიზარდე, ამ მხრივაც იღბლიანი ქალი ვარ. ძლიერი და გონიერი ქალი იყო დედაჩემი მარიამი და ჩემი ორივე ბებია. დედა მთელი ცხოვრება ქალთა კონსულტაციაში მუშაობდა, ათწლეულები ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. იმ წლებში ჩვენს უბანში ქალი არ დარჩენილა მისი დახმარების გარეშე. დედა იყო ძალიან ყოჩაღი და კეთილი, ძალიან ბევრს ედგა გვერდში და უსასყიდლოდ ეხმარებოდა. მისგან ვისწავლე, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზად სიკეთის კეთება და ადამიანებზე ზრუნვა გამოიყურება. ოჯახი ადამიანის სარკეა და რაც მთელი ცხოვრება ვნახე, მეც ის გამომყვა საგზლად.

ბებიაჩემი ღრმად მორწმუნე, განსწავლული ქალი იყო, სახალხო მკურნალი, იშვიათი დაავადების მქონე ადამიანებსაც კი კურნავდა, საოცარი რიტუალები ჰქონდა. ბებია ბავშვობიდან მატყობდა, რომ განსხვავებული ვიყავი, ვგრძნობდი, ვხედავდი, რა ელოდათ ჩემ ირგვლივ მყოფებს. მისგან, გარდა ფენომენალური ნიჭისა, მემკვიდრეობით გადმომეცა უნიკალური წიგნი, რომელიც შეიცავდა ეზოთერიკულ საიდუმლოებებს. ამ საქმიანობის სიყვარულმა მიმატოვებინა ჩემი პროფესია – მუსიკა და პედაგოგიკა, თუმცა არაფერს ვნანობ. საინტერესო გზა გავიარე, თავიდან რომ ვიწყებდე, იმავე არჩევანს გავაკეთებდი. დიდი ბედნიერებაა, დაეხმარო ადამიანებს და იყო მათ სამსახურში!

გისურვებთ სიკეთეს, წინსვლასა და წარმატებებს!

უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

ნანული ლალიაშვილის ოფისთან დასაკავშირებლად დარეკეთ:

579-700-057. 599-07-33-22.

უცხოეთიდან დაგვიკავშირდით: WHATSAPP / VIBER 579 70 00 57.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა