“მოვალ“ - დათო ევგენიძისა და მარიამ მამისმედიშვილის დუეტი და კლიპის პრემიერა
ავტორი: „თბილისელები“ 22:21 24.02
20 თებერვალს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დათო ევგენიძისა და მარიამ მამისმედიშვილის სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართა.
დათო ევგენიძე: შემთხვევით აღმოვაჩინე 25 წლის წინ დაწერილი სიმღერა, რომელიც მარიამს მოვასმენინე და მან ასეთი სიურპრიზი გამიკეთა - წაიღო, თავისი ხმა დაადო და აბსოლუტურად სხვა რამე მომიტანა უკან, მანამდე არც მიფიქრია ამ სიმღერის გამომზეურებაზე, მარიამმა 25 წლის მერე ახალი სიცოცხლე მისცა ამ სიმღერას.
ჩემი სიმღერები მრავალჰარმონიული მოდულაციებით და ბევრი სირთულით გამოირჩევა, ამ მხრივაც ძალიან გამორჩეულია ეს მუსიკა, სულ ორი აკორდია.
მარიამ მამისმედიშვილი: როდესაც გადავწყვიტე ჩაწერა, მარტო ვიყავი ოთახში და ძალიან ვღელავდი, გავოცდი ისე მოუხდა ჩემი და დათოს ხმები ერთმანეთს, ემოციებისგან ვტიროდი, ვნერვიულოდი ვიდრე დათომდე მივიტანდი, მაინტერესებდა როგორ შეაფასებდა ჩემს ნამღერს.
- როგორი იყო მსმენელის ემოცია?
მარიამი: პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და გაიზიარა ეს ამბავი ჩვენთან ერთად, ყველა ერთხმად აღნიშნავდა რომ ეს სიმღერა და კლიპი არაფერს არ ჰგავს, განსხვავებულია და მუსიკაშიც და ვიდეორგოლშიც ძალიან დიდი იდუმალებაა. სისადავეა რაც ვფიქრობ, ძალიან სჭირდება დღეს ქართულ მუსიკალურ სფეროს. მინდა დიდხანს და ყველგან ჟღერდრს დათო ევგენიძის მუსიკა, გარდა იმისა რომ ვამაყობ, ასეთი ძვირფასი მეგობარი რომ შევიძინე, მე მისი შემოქმედების ძალიან დიდი ფანი ვარ.
დათო: ჩვენმა დუეტმა სტიმული მომცა და 14 მაისს რუსთაველის თეატრში პირველად ვაკეთებ ჩემი სიმღერების კონცერტს, საღამოზე, რა თქმა უნდა, მარიამიც გამოვა და მასთან ერთად არაერთი ქართველი მომღერალი იმღერებს, ძალიან მრავალჟანრობრივი კონცერტი იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





