საზოგადოება

მიშიკო ბრეგვაძე – ქართველი ტალანტი, რომელიც საერთაშორისო სცენაზე ამერიკას წარმოადგენს

№25

ავტორი: ნათია უტიაშვილი 16:15

მიშიკო ბრეგვაძე
დაკოპირებულია

სპორტული სამეჯლისო ცეკვები ერთ-ერთი ყველაზე რთული, დისციპლინირებული და დახვეწილი სფეროა, სადაც წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არ კმარა, საჭიროა დაუღალავი შრომა, დაგეგმარება და მიზნებისკენ რეკორდულად სწრაფვა. სწორედ ამ ფასეულობების მატარებელია მიშიკო ბრეგვაძე – ქართველი მოცეკვავე, რომელიც უკვე წლებია, წარმატებით წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ჩემპიონატებზე. მიშიკო ბრეგვაძის კარიერა არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატებებითაა დატვირთული, არამედ მთელ საზოგადოებაზე გავლენის მქონე მაგალითია – თუ როგორ შეიძლება, საქართველო უცხოეთში, საერთაშორისო ასპარეზზე, ღირსეულად და მაღალი სტანდარტით იყოს წარმოდგენილი.

– მიშიკო, მომიყევი შენი ამერიკული წარმატების შესახებ.

– 2021 წელს, საცხოვრებლად ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ, ჩემი კარიერა ახალ საფეხურზე ავიყვანე. სამეჯლისო ცეკვების პროფესიონალთა კატეგორიაში მე და ჩემმა მეწყვილემ, ალინა ხოროშევცევამ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. 2024 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-ჩემპიონები გავხდით, Rising Star-ის ქვეჯგუფში ლათინოამერიკული პროგრამით. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებულ წყვილსა და ჩვენ შორის სულ ერთი ქულის სხვაობა იყო – რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვიყავით ამერიკის ჩემპიონის ტიტულთან და როგორი მაღალი დონის კონკურენციას ვუწევთ ჩვენი სფეროს წამყვან წარმომადგენლებს.

– როგორც ვიცი, ამერიკის ფედერაციამ ორჯერ წარგადგინათ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს თქვენს წარმატებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

– დიახ, ამერიკის ფედერაციამ ორჯერ წარგვადგინა მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველად – 2022 წელს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, სადაც ჩვენი წყვილი ნახევარფინალში გავიდა, ხოლო 2023 წელს მოლდოვის დედაქალაქში – კიშინიოვში. ორივე გამოსვლა სარეკორდო იყო და მაღალი საერთაშორისო აღიარება მოგვიტანა.

– მოსწავლეებიც გყავთ და ისინიც ძალიან წარმატებულები არიან.

– დიახ, გარდა აქტიური სპორტული კარიერისა, ვმუშაობ ახალი თაობის მოცეკვავეებთან. 2023 წელს, ამერიკის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, 100-ზე მეტ კანდიდატს შორის Top 5 ტრენერის ტიტულის მფლობელი გავხდი. ერთადერთი კრიტერიუმი მოსწავლეთა წარმატება იყო. 2024 წლის იანვარში კი Top Grand Slam Trainer-ის წოდება მოვიპოვე პრესტიჟულ Snow Ball Dancesport ტურნირზე. ჩემი მოსწავლეები დღეს ყველა წამყვან ამერიკულ ჩემპიონატზე საპატიო ადგილებს იკავებენ – როგორც მოზარდთა, ისე Pro-am კატეგორიაში. ჩემთვის კი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ის არის, რომ ჩემი წყვილები წამყვანი ტურნირების ფინალისტები და პრიზიორები არიან. ეს კი ჩემს მრავალწლიან შრომასა და პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა