საზოგადოება

მიირთვით მხოლოდ ხარისხიანი კვერცხი-,,კუმისისგან“

№46

ავტორი: „თბილისელები“ 14:11

კუმისი
დაკოპირებულია

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ 12 ჰექტარზე გადაჭიმულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში, რომელსაც კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა ჰქვია, უბრალოდ სიამაყით აღივსებით , რომ ეს ქართული წარმოებაა და თანაც მაღალი სტანდარტების მქონე.

3 ნოემბერს, კომპანიას იუბილე ჰქონდა. უკვე 20 წელიწადია ,ის საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო კვერცხით ანებივრებს. ISO 22000 სერთიფიცირებული შპს “კუმისი XXI” ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქციაც შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი.

კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტს სთავაზობს და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე.

12 ჰექტარზე გადაჭიმულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 14 საფრინველე და 4 საწიწილეა. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენებამ, ასევე წარმოების მუდმივმა კონტროლმა, საშუალება მისცა კომპანიას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია – ქათმის 0, I და II კატეგორიის კვერცხი ეწარმოებინა.

გოგიტა მაისურაძე- ,კუმისის“ მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი: ,,თავიდანვე ჩვენს საწარმოს პროფილი არ შეგვიცვლია და ყოფილი მებოცვრეობის ფაბრიკიდან მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ, ავტომატიზირებულ მეფრინველეობის ფაბრიკამდე მოვედით. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი გახლდათ.

ჩვენს კომპანიას ჩამოჰყავს კვერცხისმდებელი წიწილა ევროპიდან , რომელსაც ვზრდით 115-120 დღის განმავლობაში , გადმოგვყავს მეკვერცხულ ზონაში და გადმოყვანიდან 1 თვის შემდეგ, ის იწყებს კვერცხის დებას. ვაწარმოებთ როგორც თეთრი ფერის, ასევე მუქი შეფერილობის კვერცხს . 1დღის განმავლობაში 285 000 კვერცხის წარმოებას მოიცავს ჩვენი საწარმო, რომელსაც მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ჩვენივე სადისტრიბუციო სამსახურის საშუალებით, ვავრცელებთ თითქმის ყველა ქსელურ მარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა დღეს უკვე სთავაზობს მომხმარებელს პროდუქტს ,,კუმისის ფერმერი“, რომელიც შეიქმნა სრულიად ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, რაც გულისხმობს სოფლის კვერცხის ანალოგი პროდუქტის წარმოებას ფერმის პირობებში.

,,კუმისის ფერმერის“ უნიკალურობა დადასტურებულია სხვადასხვა ტიპის დასკვნებითა და ლაბორატორიული კვლევებით. ასე რომ, კუმისის კვერცხი გახლავთ სწორი და ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი პროდუქტი“

პ.ს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გირჩიოთ, მიირთვით გემრიელი და სასარგებლო, მხოლოდ ხარისხიანი კვერცხი ,,კუმისისგან“!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა