„მემო ჯგუფის“ ახალი საწარმო და პრემიუმ ხარისხის პროდუქცია თქვენი ინტერიერისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 13:05 21.07

ევროპული ხარისხის პრემიუმ კლასის ავეჯის დახვეწილი დიზაინი და იდეალური შესრულება „მემო ჯგუფის“ უცვლელი ხელწერაა, რაც წლების მანძილზე ასობით დიდმა კომპანიამ თუ კერძო დამკვეთმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მიღწერული წარმატება ყოველთვის იყო ძლიერი ბიძგი უფრო დიდი მიზნებისკენ.
„მემო ჯგუფი“ 2018 წელს საერთაშორისო ბრენდ aristo-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა და სლაიდ სისტემების წარმოება დაიწყო. მალე კომპანიას ახალი, ბევრად უფრო დიდი საწარმოს გახსნა იგეგმება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტსა და მომსახურების უმოკლეს ვადებს უზრუნველყოფს.
გიორგი ჩიტაძე(მემო ჯგუფის დირექტორი): „მემო ჯგუფის“ შექმნის იდეა ბაზარზე არსებული ხარისხიანი ავეჯის დეფიციტიდან გამომდინარე გაჩნდა, თითქმის ყველა მწარმოებელი საშუალო და დაბალ სეგმენტზე აკეთებდა გათვლას, შევამჩნიეთ ეს „თავისუფალ ადგილი“ და გადავწყვიტეთ ამ სეგმენტში შევსულიყავით. პირველივე შეკვეთიდან დღემდე ჩვენ მიერ წარმოებული ავეჯი ევროპული მასალებითა და ტექნოლოგით მზადდება, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ გამორჩეული ხარისხის თვალსაზრისით. ვროპულია როგორც ძირითადი მასალა, ასევე ისეთი წვრილმანი დეტალები, რაც ფაქტობრივად არ ჩანს. კომპანიის შექმნის იდეიდან დღემდე პროდუქციის ხარისხი ჩვენი პრიორიტეტია.
–ბაზარზე როდის შემოხვედით?
–მეშვიდე წელია რაც ბაზარზე ვართ და ამ წლების მანძილზე უამრავი კმაყოფილი დამკივეთი დაგვოგროვდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც შევდივართ გარემონტებულ ცარიელ სახლში და რბილი ავეჯიდან კარკასული ავეჯის ჩათვლით, ყველაფერს ვამზადებთ და საცხოვრებლად გამზადებულს ვაბარებთ მომხმარებელს. ხშირად ვმუშაობთ ისეთი მასშტაბის პროექტებზე, როგორებიცაა დიდი სასტუმროები, რამდენიმესართულიანი კერძო სახლები და ა.შ.
–როგორ შედგა თქვენი და ცნობილი ევროპული ბრენდის aristo-ს თანამშრომლობა?
–როდესაც ალუმინის სისტემების წარმოების თვალსაზრისით პარტნიორს ვეძებდით, ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო რომ აღნიშნულ კომპანიას პრემიუმ სეგმენტზე ჰქონოდა აქცენტი. ძიების პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდა და საბოლოო არჩევანი aristo–ზე გავაკეთეთ. Aristo ევროპული ბრენდია მრავალწლიანი გამოცდილებით რომელსაც უამრავი შოურუმი აქვს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი თანამშრომლობა შედგა და „მემო ჯგუფი“ საქართველოში aristo–ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ალუმინის სისტემების ძირითადი მომხმარებლები, ბინების მეპატრონეები არიან, ეს სისტემები ძირითადად მისაღების ოთახის და სამზარეულოს გასატიხრად, ასევე საძინებელში საგარდერობე სივრცის გამოსაყოფად გამოიყენება.
ალიმინის სისტემები მზადდება ნებისმიერი დიზაინით, როგორც მომხმარებლის სურვილის მიხედვით, ისე ჩვენი შეთავაზებით, ვთანამშრომლობთ არაერთ დიზაინერთან და დიზაინ სტუდიათან და გვაქვს საშუალება ამ კუთხითაც დავეხმაროთ დამკვეთს, რომელმაც ზუსტად არ იცის რა სტილის სისტემა იქნება მისი სივრცისთვის იდეალური.
– განვითარების რა გზა გაიარა „მემო ჯგუფმა“ 2018 წლიდან დღემდე?
– ამ წლების მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მხოლოდ უკეთესობისკენ, განვითარების უწყვეტ პროცესს გავდივართ, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა ეტაპზე ვიყოთ ბაზრის ლიდერები და ისევ და ისევ პრემიუმ ხარიხზე დაფუძნებული სიახლეები და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს.
–ბაზრის ლიდერობა უამრავ შეკვეთას და შესაბამისად დროის დეფიციტს გულისხმობს, რა ვადებში ახერხებთ შეკვეთების დამზადებას?
– განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ალუმინის სისტემებზე რომელთა დასამზადებლადაც დაახლოებით 3 კვირაა საჭირო, რაც შეეხება ავეჯს, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს და მათი მიღებიდან რიგ შემთხვევებში 4–5 თვე გვჭირდება დამზადებისთვის, ვინც იცის ჩვენი მუშაობის სტილი, მათთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია ეს ვადები.
თუმცა, ვმუშაობთ რომ მოცდის პერიოდი უფრო მეტად შევამციროთ და ამისთვის, ნატახტარში 1200 კვადრატული მეტრის ფართობზე ავაშენეთ ახალი საწარმო, ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, საწრამო იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მთლიანად ავტომატიზირებული. სექტემბრის თვეში ველოდებით დანადგარებს, რომლებიც იტალიაში შევუკვეთეთ და ვფიქრობთ, ოქტომბერში შევძლებთ ახალი საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებას.
–რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლებისთვის?
– ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები ერთ–ერთ ცნობილ იტალიურ ალუმინის მწარმოებელ ბრენდთან, რომლის დასახელებისგანაც ჯერჯერობით თავს შევიკავებ, მათთან თანამშრონმლობთ კიდევ ერთი ნაბიჯით ავწევთ თამასას და წლის ბოლოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას შემოვიტანთ და შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს.
–თქვენი გამოცდილებით რა არის წარმატების მთავარი გასაღები?
– ვფიქრობ ეს არის საქმისადმი სწორი მიდგომაა, როდესაც გაქვს მიზანი რომლისკენაც მაქსიმალური ენერგიით მიილტვი და ხარისხი შენი პრიორიტეტია, ალბათ წარმატებაც არ აყოვნებს. ჩვენთან არ არსებობს სიტყვა „არაუშავს“, თითოეულ წვრილმან დეტალსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და გაგვიმართლა გუნდშიც, რომელიც დაუღალავად გვიდგას გვერდში და ერთად ვშრომობთ ამ წლების მანძილზე.
ი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან