საზოგადოება

მედალპია – უნიკალური საიდუმლო თქვენი ჯანმრთელობისთვის

№8

ავტორი: „თბილისელები“ 21:02

მედალპია
დაკოპირებულია

მისი პაციენტები არიან ქართულ და მსოფლიო საზოგადოების ცნობილი ადამიანები, მსახიობები, დიპლომატები, სამეფო გვარის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. მისი პაციენტი უწმიდესი და უნეტარესიც კი გახლდათ, რომელმაც ქალბატონ ინგას მადლობა გადაუხადა იმ განუზომელი შვებისთვის, რაც მასთან სამკურნალო პროცედურების შედეგად მიიღო.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,მედალპია“ სამედიცინო კაბინეტია, რაც ალპური ზონის, კერძოდ კი სვანური ბუნების, უშგულის უნიკალურ მედიცინას ნიშნავს. მისი დამფუძნებელი კი ცნობილი ქართველი ექიმი, მკურნალი ოსტეოპატი ინგა ნიჟარაძეა, რომლის სახელი და გვარი, მის საქმიანობასთან ერთად, დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბითაა დაპატენტებული. უშუალოდ სვანური ტრადიციის, უშგულის ბუნების საოცარი თვისებების წყალობით, მან შეიმუშავა საკუთარი სამკურნალო საშუალებები და ამ მეთოდოლოგიით ის სწრაფად, დაავადების კვალის დატოვების გარეშე, აჯანსაღებს ადამიანებს. „მედალპიას“ უნიკალური პროგრამების შემუშავებას საფუძვლად უდევს:

* მცენარეების უნიკალური სამკურნალო თვისებებისა და ადამიანის ანატომიის დაფარული რესურსების ღრმა ცოდნა;

* ინგა ნიჟარაძის მიერ წლების განმავლობაში მკურნალობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება – მისი პაციენტები არიან ქართული და მსოფლიო საზოგადოების ცნობილი ადამიანები, მსახიობები, დიპლომატები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ;

* ექსპერიმენტული დაკვირვებები, მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და ინოვაციური მიგნებებისკენ. ,,მედალპიაში“ იკურნება ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიც არის:

•ხერხემლის პრობლემები;

•კოქსართროზი;

•მუხლის ართროზი;

•დაზიანებული მყესი და იოგები;

•დაზიანებული მენისკი;

•სასახსრე ჩანთის ანთება;

•მოტეხილობა;

•ძველი მოტეხილობების რეაბილიტაცია;

•ოსტეომიელიტი;

•ტროფიკული წყლული;

•ხრტილის საფარის აღდგენა-განვითარება ოსტეოპოროზისას;

•ვადაგასული ხელოვნური სახსრის რეაბილიტირება, ხელახალი ოპერაციის გარეშე;

•ნაწოლებისგან განკურნება.

ქალბატონმა ინგამ, საერთაშორისო ასპარეზზე მრავალ აღიარებასთან ერთად, კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ბრიუსელში გამართულ მსოფლიო კონგრესზე (ESQR) უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ანალოგიური ჯილდოები მას მიღებული აქვს პარიზისა და ლას-ვეგასის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე.

ქალბატონ ინგას მკითხველი უმეტესად ძვლის, ხრტილოვანი სტრუქტურისა და მყესების სპეციალისტად იცნობს, თუმცა, ის თითქმის სასწაულებრივ შედეგს აღწევს დაზიანებული თმის აღდგენისა და სიმისი პაციენტები არიან ქართულ და მსოფლიო საზოგადოების ცნობილი ადამიანები, მსახიობები, დიპლომატები, სამეფო გვარის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. მისი პაციენტი უწმიდესი და უნეტარესიც კი გახლდათ, რომელმაც ქალბატონ ინგას მადლობა გადაუხადა იმ განუზომელი შვებისთვის, რაც მასთან სამკურნალო პროცედურების შედეგად მიიღო.

მელოტის წინააღმდეგ. მისი სეანსების შემდეგ თქვენთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს დამწვარი თმა, თმის ცვენა და სხვა თმის მოვლასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.

ქალბატონი ინგას შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება: პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა– გაახალგაზრდავების პროგრამაა,რომელსაც საფუძვლად უდევს კუნ-თის აღდგენა/დამოკლება, რაც შედეგად იწვევს კანის ბუნებრივ გადაჭიმვას. პროგრამა იყენებს უნიკალურ მალამოებს და სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებულ ეთერზეთებს: სტრიების, ნაიარევების დაპატარავება გაუფერულება; სახის ოვალის აღდგენა; ახალი დამწვრობის მკურნალობა და ასე შემდეგ.

ასე რომ, მიმართეთ ქალბატონ ინგა ნიჟარაძეს და „მედალპიას“, გაიჯანსაღეთ და გაილამაზეთ ცხოვრება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი