საზოგადოება

„ლიბერთი“ ახალ შეთავაზებებს აგრძელებს – საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე

№13

ავტორი: სოფი ლორია 22:59 04.04, 2022 წელი

ირაკლი აბაშიძე
დაკოპირებულია

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში „ლიბერთი ბანკმა“ სიახლეები შესთავაზა მომხმარებლებს. ,,თბილისელები” ამ საკითხებზე „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორს, ირაკლი აბაშიძეს ესაუბრა:

– ჩვენს მკითხველებს გავაცნოთ კონკრეტულად, თუ რას სთავაზობს „ლიბერთი ბანკი“ თავის მომხმარებლებს?

– „ლიბერთი ბანკში“ მარტის დასაწყისიდან უნიკალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო ორი მიმართულებით და ორივე მიმართულებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადამიანი გვაკითხავს ფილიალებში და ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ონლაინ განაცხადს. პირველ რიგში, რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების აქციას, აქ ორი ტიპის შეთავაზება გვაქვს. პირველი – ეს არის ქეშბექი, რომელიც თანხის მოცულობიდან გამომდინარე, 100-დან 300-ლარამდე მერყეობს. სწორედ, ეს თანხა უბრუნდება მომხმარებელს 1 თვის განმავლობაში და შეუძლია მისი გატანა ან ანგარიშზე დატოვება და სესხის მომსახურებისთვის გამოყენება. მეორე არის 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შეუძლიათ, დაისვენონ გადასახადისგან, რაც გარკვეულწილად საბანკო არდადეგებია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სესხებით სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში სარგებლობენ, შეუძლიათ, გადმოიტანონ ჩვენს ბანკში და ისარგებლონ ქეშბექ აქციით.

– მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორია სესხის პროცენტი და რა არის ზედა ზღვარი, რისი გატანაც კლიენტებს სესხის ქონებით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ?

– შეთავაზება აქაც ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით იწყება. ცხადია, ეს სესხის მოცულობასა და ვადებზეა დამოკიდებული. საუბარია 9%-დან სამომხმარებლო სესხებზე. ზედა ზღვარი კი 50 000 ლარია, სადაც მომხმარებელს შეუძლია, აიღოს სესხი უძრავი ქონების გირაოს გარეშე. რაც ასევე, უნიკალური პროდუქტიაა საბანკო ბაზარზე.

– გარდა სამომხმარებლო სესხებისა, რას სთავაზობს „ლიბერთი“ ბიზნეს და აგრომომხმარებლებს? მით უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, როცა მსოფლიოში აქტიურად დგას სასურსათო უსაფრთხოების თემა.

– ჩვენ ამ ნაწილშიც ძალიან კარგი შეთავაზება გვაქვს. როგორც სამომხმარებლო სესხებში, აქაც საუბარია ქეშბექზე – მომხმარებელს მიღებული თანხის 2% დაუბრუნდება. პირობითად, თუ მომხმარებელი აიღებს 30 000 ლარს, ანგარიშზე ამ თანხის 2% დაუბრუნდება. ამის შემდეგ თავად მომხმარებელი წყვეტს, გამოიტანს და დახარჯავს თუ დატოვებს და სესხის გადასახადად გამოიყენებს. ეს არის საკმაოდ მაღალი ქეშბექი. ეს ეხება როგორც ბიზნეს, ასევე აგროსესხებზე. მომხმარებელს ხშირად აინტერესებს, თუ მას აქვს შემოსავალი ბიზნეს ან აგრო სფეროდან, შეუძლია თუ არა სხვა მიზნობრიობით სესხის აღება. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფინანსებთ და მოექცევა საგაზაფხულო აქციაში. როცა აგროსესხებზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია გრაფიკი. საგაზაფხულო პერიოდი აქციისთვის სწორედ იმიტომ გავითვალისწინეთ, რომ აგროსექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, რათა ფერმერმა მოსავალი მოიყვანოს. სწორედ მოსავლის აღება-რეალიზაციამდე სარგებლობენ ფერმერები საშეღავათო პერიოდით და არ იხდიან არც პროცენტს და არც ძირს. გადახდა მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ იწყება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რეალიზაცია მათთვის სასურველი ფასის დროს მოახდინონ და გადახდა შემდეგ დაიწყონ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დაანონსებული პროექტი, რომელიც მოიცავს ერთწლიანი კულტურების მოყვანაში თანამონაწილეობას. 9%-ს იხდის სახელმწიფო, 9%-ს კი – ფერმერი, რადგან პროექტის საპროცენტო ზედა ზღვარი 18%-ია. იმავე საბრუნავი საშუალებებისთვის „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში მობრძანდნენ და ამ, საკმაოდ კარგი პროდუქტით ისარგებლონ.

– დაბოლოს, როდის მთავრდება საგაზაფხულო აქცია?

– აქცია არის მხოლოდ 31 მარტამდე, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ამ ერთ კვირაში გამოიყენონ შანსი და მიიღონ უნიკალური შეთავაზება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა