,,კესანე“ - ადგილი თქვენი სილამაზის თერაპიისთვის!
ავტორი: „თბილისელები“ 15:50
დამეთანხმებით, სილამაზის სალონი ქალისთვის პატარა ნავსაყუდელია! ადგილი, სადაც სიმყუდროვესა და კომფორტულ გარემოს ელოდებით და არა უბრალოდ თმის ან ფრჩხილის მოწესრიგების რუტინას. სილამაზის სალონები ბევრია, მაგრამ შერწყმულად პროფესიონალიზმი, გულითადი გარემო და კარგი თერაპია-ცოტა! სილამაზის სალონი ,კესანე“ კი სწორედ ასეთი ადგილი გახლავთ.თუ ჩვენი არ გჯერათ, ერთხელ მაინც ესტუმრეთ და მიხვდებით რომ არ ვაჭარბებთ! და სხვათაშორის, არა მხოლოდ ქალბატონებისთვის!
ვაჟა-ფშაველას 17 ნომერში მდებარე მყუდრო და კესანეს ფერებში გადაწყვეტილი სილამაზის სალონში ახალი ხელმძღვანელობა, ახალი სტაფი და სრულიად ახალი გარემო დაგვხდებათ . სალონში სრული მომსახურების სერვისია, ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული: თმის მოვლის პროცედურებით
დაწყებული ფრჩხილის მოვლის და სხვა სილამაზის ტრადიციული რუტინით დამთავრებული: თმის შეჭრა-დავარცხნა ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის , ღებვა და სადღესასწაულო ვარცხნილობები. მანიკურის და პედიკურის სრული სერვისი , კოსმეტოლოგიის, ლაზერული ეპილაციისა და მასაჟის კაბინეტები- სუპერპროფესიონალი
სპეციალისტებით დაკომპლექტებული , საოცრად მიმზიდველი და ბრწყინვალე მაკიაჟი, პერმანენტული თუ ყოველდღიური და სრული სერვისი ყოველდღიური თავის მოვლისა თუ წვეულებებისათვის. მოკლედ, მომსახურების სერვისი გრძელია- ყველაფერი ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობისა და სილამაზისათვის.
ლიზა ბეჟანიშვილი- სილამაზის ცენტრ ,,კესანეს“ ხელმძღვანელი:
,,კესანე“ მხოლოდ სილამაზის სალონი არ გახლავთ, ეს ჩემთვის უკვე დიდი ოჯახია! ოჯახი , სადაც ზრუნავენ კლიენტის მომსახურებაზე. ამავე დროს, ეს გახლავთ ადგილი, სადაც ადამიანი კომფორტული ურთიერთობით
რაღაცნაირად მშობლიურად გრძნობს თავს. ჩემთვის როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელისთვის პრიორიტეტულია , აქედან ადამიანი არა მხოლოდ სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილი გავიდეს, არამედ მას მეორედ მოსვლის სურვილი გაუჩნდეს სწორედ იმის გამო, რომ აქ დაისვენებს, განიტვირთება და თავს
სრულყოფილად გაილამაზებს. მოსაწყენი რუტინა არ უნდა იყოს ეს პროცედურა, ხომ დამეთანხმებით?! ამიტომ ,,კესანე“ უბრალოდ სილამაზის სალონი არ გახლავთ, ეს ადგილია, სადაც ქალბატონები სილამაზის თერაპია ელოდებათ!
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 17
ინსტაგრამ გვერდი:kesaneimge studio
ტელ: 514 00 90 95
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





