საზოგადოება

იპოვე შენი ახალი პროფესია ONLINE საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიემსისიზე“

№20

ავტორი: „თბილისელები“ 10:30

მეგი საიქოძე
დაკოპირებულია

Online საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიემსისი“ რამდენიმე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. მისი მიზანია, მსმენელებს შესთავაზოს მრავალფეროვანი და თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც მათ ახალი პროფესიული უნარების შეძენასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

„ბიემსისის“ შექმნის იდეა მის დამფუძნებელსა და დირექტორს,ქალბატონ მეგი საიქოძეს ეკუთვნის, რომელმაც წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად რთული გზა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე გაიარა. ინოვაციური იდეები, მუდმივი თვითგანვითარება და სიახლისკენ სწრაფვა მეგის პიროვნული და კარიერული განვითარების გზას ყოველთვის უწყობდა ხელს.

მეგი საიქოძე: საკმაოდ ადრეული ასაკიდან მქონდა სურვილი,განათლების სისტემაში რაიმე უცხო ელემენტები შემეტანა. ზოგადად, სიახლის ძიება და ინოვაციებისკენ სწრაფვა ჩემი ხასიათის ნაწილია. ეს პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ბაზარზე უამრავი სიახლე იყო დანერგილი და როდესაც ვგეგმავდი, რისი შექმნა შემეძლო, ჩემი ფიქრები ყოველთვის ციფრული მიმართულებით მიდიოდა. თუმცა, ვერ ვხვდებოდი, როგორ შევძლებდი ხალხის ონლაინ სწავლებაზე დათანმხმებას, რისი პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობდა. ჩვენ საქმიანობა პანდემიამდე დავიწყეთ, როცა ონლაინ სწავლა და მუშაობა არარეალური იყო. უფრო მეტიც, zoom-ის აპლიკაციაც კი ძალიან ახალი შექმნილი იყო და დიდი რესურსი დავხარჯეთ, რომ ადამიანებისათვის ჯერ მისი გამოყენება გვესწავლებინა, მერე კი სასწავლო პროცესში დაგვენერგა. იცით, რომ პანდემიის დროს, zoom-ითა და მსგავსი პროგრამებით მუშაობა ყოველდღიური პრაქტიკა გახდა და მქონდა შეგრძნება, რომ პირველობას ვკარგავდი და აღარ ვიყავი გამორჩეული ამ კუთხით. ადრეული ასაკიდან მაქვს პირველობის ამბიცია და ძალიან მაწუხებდა ეს. თუმცა, „ბიემსისი“ ისეთი ტემპით განვავითარე, რომ დღეს ჩვენი ცენტრი, თავისი ექსკლუზიური შეთავაზებებით, არაერთი მიმართულებითაა ერთადერთი. შესაძლოა, გავიდეს დრო და სხვებმაც გაიმეორონ ჩემი დანერგილი სიახლეები, მაგრამ ერთადერთი ღირებულება, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა და გამოგვარჩევს, დაბალი ფასი და მაღალი ხარისხია. დღეის მდგომარეობით, ჩვენს გუნდში 129 ადამიანს ვაერთიანებთ და მათი დახმარებით გვიმარტივდება პროცესების ორგანიზებულად მართვა.

– ხარისხიანი განათლება ყოველთვის მაღალბიუჯეტურია, როგორ ახერხებთ ფასების ლოიალური პოლიტიკის შენარჩუნებას?

– „ბიემსისი“ იმიტომ არ შემიქმნია, რომ ბიზნესი მეკეთებინა და ფულის შოვნის საშუალებად მექცია, მთავარი მიზანი იყო, შემექმნა სწავლის კუთხით ახალი ღირებულებები, შესაბამისად, მოგების ნაწილი ძალიან მინიმუმამდე დამყავდა და ყოველთვის ხარისხიან განათლებაზე ვიყავი ორიენტირებული. ერთ წელში უკვე 5 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავდა. ძალიან მოკლე დროში შევძელით ნდობის მოპოვება და ჩვენთან ძირითადად, რეკომენდაციებით მოდიან.

– რამდენად ახერხებთ ბაზარზე არსებული თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობას?

– თანამედროვე პროფესიული განათლების მოთხოვნები ყოველ წელს იზრდება. დამსაქმებლები აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ დიპლომით – მათ სჭირდებათ პრაქტიკული ცოდნა, რეალური გამოცდილება და საერთაშორისო ხედვა. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს BMCC ცენტრი, რომელიც უკვე წლებია, წარმატებით ახორციელებს პრაქტიკულ და პროფესიულ კურსებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

BMCC-ის მთავარი უპირატესობა მის მრავალფეროვან და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კურსებშია. ცენტრი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პროფესიონალებთან და სტუდენტებს სთავაზობს ისეთ პროგრამებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რეალურ სამუშაო ბაზარს.განვითარება და თანამედროვე გარემოსთვის ფეხის აწყობა ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია.

– რატომ უნდა აირჩიო BMCC?

– BMCC-ს გამოარჩევს:

• პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება – თეორია მხოლოდ იმდენად, რამდენიც საჭიროა. მთავარი აქცენტი კეთდება რეალურ უნარებზე;

• საერთაშორისო სერტიფიკატები და ვორქშოპები – სტუდენტები მონაწილეობენ ტრენინგებში ევროპის სხვადასხვა ქალაქში;

• ტრენერები პრაქტიკიდან – ყველა ტრენერი არის თავისი სფეროს მოქმედი პროფესიონალი.

– დღეს რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ყველა პროცესში?

– თითოეული პატარა პრობლემის მოგვარებაშიც თავად ვერთვები და პირადი კომუნიკაცია მაქვს თითოეულ სტუდენთან. თანამშრომლებს ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევ და პროფესიონალიზმთან ერთად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტთან მიდგომის უნარი.

– ძალიან საინტერესო გაცვლითი პროგრამები გაქვთ, როგორ შეძლელით ევროპელ კოლეგებთან ასეთი აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბება?

– არაერთ ევროპულ ბრენდს დავუწერე ბიზნესგეგმა და კარგი საერთაშორისო კონტაქტები მქონდა. ვმუშაობდი დუბაიშიც, სადაც ვატარებდი ტრენინგებსა და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებს უცხოელებისთვის. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება, ჩვენი კურსები ისე დამეგეგმა,რომ გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაც გვქონოდა. ისეთი პროგრამები გვაქვს, რომლის ექსკლუზივიც ჩვენია და „ბიემსისის“ გარდა,საქართველოდან ვერავინ განახორციელებს. ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან, გერმანიასთან, შვეიცარიასთან, ავსტრიასთან და ეტაპობრივად ეს ხაზი ფართოვდება. ამ ეტაპზე გვაქვს 11 გაცვლითი კურსი. თითოეული ევროპის ბაზარი ადგილზე მდებარე ფილიალსაც გულისხმობს. გაცვლითი პროგრამების მაქსიმალური პერიოდი ერთი თვეა, კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიმართულებაზე.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ სასმელების მიმართულება, ძირითადად, მოიცავს საფრანგეთსა და გერმანიას, გვაქვს დეგუსტაციები მარნებში, იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა ღვინოების შესახებ, უტარდებათ მასტერკლასები ევროპელი პარტნიორებისგან,რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებით არიან ამ სფეროში ჩართული. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს კურსი მხოლოდ დამწყებთათვის არ არის, კურსზე გვყოლია ისეთი პროფესიონალებიც, ვისაც საქართველოში წლებია, მარანი აქვს, მაგრამ იქიდან გაოცებულები ჩამოსულან და უამრავი სიახლე წამოუღიათ. რაც შეეხება სასმელების მიმართულებას გერმანიაში, აქ გვაქვს კრაფტ ლუდის წარმოების ვორქშოპი, რაც ამ ეტაპზე არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს საქართველოში. გერმანული ქარხანა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი სტუდენტები სრულად ჩაერთონ პროგრამაში და თავად მოხარშონ საკუთარი ლუდი.

მაისში ჩვენს სტუდენტებს ისეთი 10 ახალი კურსი ელოდება, რაც ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ერთ-ერთი იქნება საათის წარმოების ვორქშოპი შვეიცარიაში. ისინი, ქართველი და ევროპელი ტრენერების ჩართულობით, ონლაინ დაიწყებენ მექანიზმების შესწავლას, ბოლო ეტაპი კი დასრულდება ჟენევაში, სადაც უშუალოდ ქარხანაში ააწყობენ საკუთარ პირველ საათს. აქვე გეტყვით, რომ ამერიკასთან მაქვს მოლაპარაკებები, რომლის მიზანიცაა, ამჯერად უკვე ამერიკასთან დავნერგოთ გაცვლითი პროგრამები. ჩვენს სტუდენტებს, სწავლების პერიოდში ექნებათ სრული სავიზო მხარდაჭერა. ეს პროცესი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენთვის.

– „პრემიუმ ქარდი“ ახალი სიტყვაა განათლების დაფინანსებაში, უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რა შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს ის?

– „ბიემსისის“ ცენტრი სიამაყით წარმოგიდგენთ უნიკალურ შესაძლებლობას ყველა სტუდენტისთვის – „პრემიუმ ქარდს“, რომელიც განათლების სფეროში დაფინანსებისა და მოტივაციის ინოვაციური ინსტრუმენტია. პრემიუმ ქარდი გახლავთ სპეციალური სტუდენტური ბარათი, რომლის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის 500 ლარს, თუმცა იღებს 1 000-ლარიან ლიმიტს „ბიემსისის“ სასწავლო კურსებზე.

– რა როლი აქვს თვითგანვითარებას თქვენს ცხოვრებაში?

– არასოდეს არავინ დამხმარებია არც იდეების და არც ფინანსურ ნაწილში, ზოგადად, დამოუკიდებლად მუშაობა ჩემი სტილია. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თვითგანვითარების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული დღის რეჟიმი მაქვს, დღემდე გავდივარ სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რაც იმის შესაძლებლობებს მაძლევს, რომ კიდევ უფრო გამიფართოვდეს ხედვები და მეხმარება ახალი იდეების დაბადებაში. განათლებაზე ვერასდროს ვიტყვი უარს. ახლა ვწერ ექსკლუზიურ წიგნს, სადაც თავმოყრილი იქნება ჩემი ცხოვრების განვლილი ეტაპები და გამოცდილება, იმ ყველაფრისთვის რაც დღეს ბრწყინავს. ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა, მარცხიც განვიცადე და ეს წიგნი ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება გზის გაკვალვასა და მოტივაციის მიღებაში.

– ოჯახს რა როლი აქვს თქვენს წარმატებაში?

– ჩემს წარმატებაში ოჯახს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ფაქტობრივად, სამსახურში ვცხოვრობ და მნიშვნელოვანია მათი გაგება და მხარდაჭერა.

– თქვენი კუსრდამთავრებულების დასაქმების პროცესში თუ მონაწილეობთ?

– ჩვენს ცენტრთან საქართველოში მდებარე 200–მდე ბიზნესი თანამშრომლობს. როცა მათ კადრების საჭიროება აქვთ, პირველ რიგში, ჩვენ გვეკონტაქტებიან, რაც ძალიან კარგი შანსია ჩვენი კუსდამთავრებულების დასაქმებისთვის. ჩვენი ეიჩარი ეხმარება მათ რეზიუმეს აწყობაში. ქულების შესაბამისად ვაარქივებთ ინფორმაციას და შესაბამისად, თითოეულის შესაძლებლობები ვიცით და აქტიურად ვმუშაობთ მათ დასაქმებაზე. ბევრი მათგანი საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიებთან თანამშრომლობს. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ ჩვენი სოცმედიის კურსის ერთ-ერთი დამთავრებული „მეტას“ გუნდის წევრია. მინდა, ყველა მონდომებულ ადამიანს ჰქონდეს შანსი, შეიძინოს პროფესია და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, ამიტომ, ფინანსური რესურსის არარსებობის გამო ცენტრიდან განათლების მიღების მსურველი ადამიანი არასდროს გაგვიშვია.

P.S. BMCC არ არის მხოლოდ სასწავლო ცენტრი – ეს არის ადგილი, სადაც იწყება ახალი კარიერა, იცვლება ცხოვრება და იქმნება მომავალი. ამიტომაც ირჩევენ მას სტუდენტები საქართველოდან და ევროპიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა