საზოგადოება

იდეიდან წარმატებულ ბრენდამდე – ევროპული ხარისხის რბილი ავეჯი საქართველოში

№34

ავტორი: „თბილისელები“ 13:29

ბრენდ ლუქსი
დაკოპირებულია

ავეჯი, რომელიც შენს კომფორტს ქმნის

„ბრენდ ლუქსის“ ისტორია არ დაწყებულა ფულით, დიდი სივრცეებით ან გარანტიებით, ის დაიწყო სურვილით, როცა ყველას ეჭვი ჰქონდა, რომ ქართულს ვერასდროს ექნებოდა ადგილი ბაზარზე. „ბრენდ ლუქსის“ დამფუძნებელმა, მანუჩარ ზოიძემ, საკუთარ გუნდთან ერთად შექმნა რწმენა, რომ სილამაზე და სიძლიერე ქართული ხელითაც იქმნება. პატარა სახელოსნოში დაწყებული საქმიანობა დღეს უკვე დიდ საწარმოდ იქცა, სადაც თითოეული დეტალი სუნთქავს შრომით, ხელოვნებითა და პასუხისმგებლობით.

„ბრენდ ლუქსის“ საწარმოში, არა მხოლოდ ავეჯს ამზადებენ, არამედ სივრცეებს ემოციურადაც ავსებენ. კომპანიის მიზანი აღარ არის უბრალოდ კომფორტის შექმნა, აქ ცდილობენ, ყოველი დივანი, სავარძელი ან პუფი იქცეს ისტორიის ნაწილად იმ ოჯახში, სადაც აღმოჩნდება. 7-8 წელში საწარმო სტაბილურ სისტემად გარდაიქმნა, სადაც შედეგი აღარ არის ქაოტური შრომის ნაყოფი, ის არის განზრახვის, გეგმისა და ერთგულების თანხვედრა.

„ბრენდ ლუქსის“ ფილოსოფია მარტივია, მაგრამ ძლიერ ფუნდამენტზე დაფუძნებული: შეიქმნას ავეჯი, რომელიც ლამაზია თვალისთვის, გამძლეა დროისთვის და თავსებადია ნებისმიერი სივრცისთვის. „ბრენდ ლუქსი“ არ ყიდის მხოლოდ ნივთს, აქ იქმნება ემოცია, კომფორტი და ნდობა, რომელიც ხშირად აკლია მომხმარებელს ადგილობრივ წარმოებასთან ურთიერთობაში.

„ბრენდ ლუქსის“ საწარმოში ავეჯი იქმნება ინდივიდუალურად, შრომითა და სითბოთი. იწარმოება რბილი ავეჯი მთელი სპექტრით: დივნები, სავარძლები, პუფები, საწოლები, როგორც საცხოვრებელი სივრცეებისთვის, ისე ოფისებისთვისა და კომერციული ობიექტებისთვის. ყველა მოდელი შესაძლებელია, დამზადდეს ნებისმიერი ზომით, ფერითა და ქსოვილით, რაც მაქსიმალურ მოქნილობას გვაძლევს მომხმარებლის სურვილების მიმართ. იყენებენ, როგორც პრემიუმ კლასის ავეჯი, რომელიც შენს კომფორტს ქმნის ქართულ მასალებს, ასევე იმპორტირებულ ნედლეულს.

დიზაინისთვის ჩარჩო არ არსებობს. კომპანიის მისიაა, ფორმა და სუნთქვა მისცეს თითოეული მომხმარებლის იდეას.„ბრენდ ლუქსში“ ამბობენ, რომ ქართული ბაზარი მათთვის ერთდროულად არის როგორც გამოწვევა, ისე შანსი. წლებია, რაც მომხმარებელი ეჭვით უყურებს ქართულ წარმოებას, ალბათ, იმედგაცრუების ისტორია ბევრია. როცა ეუბნები, რომ პროდუქტი საქართველოშია შექმნილი, ხშირად პირველი რეაქციაა: „ნამდვილად ხარისხიანია?“ „მალე ხომ არ გაფუჭდება? აი, სწორედ ამ გამოწვევაშია „ბრენდ ლუქსის“ ყველაზე დიდი მოტივაცია – მათ სურთ, დაამტკიცონ, რომ ქართული არ ნიშნავს ნაკლებს. პირიქით, ისინი ქმნიან ისეთ ავეჯს, რომელიც თამამად დგას ევროპული თუ აზიური წარმოების გვერდით ხარისხით, ფუნქციურობითა და სილამაზით.

„ბრენდ ლუქსისთვის“ ეს პროცესი იყო დიდი გამოწვევა, სადაც მათი მთავარი მიზანია, დაარწმუნონ მომხმარებლები, რომ ქართულიც არის ბრენდი.

„ბრენდ ლუქსში“ შეკვეთა იწყება დიალოგით და არა კატალოგით. მომხმარებელი მოდის სურვილით და ეს სურვილი კომპანიისთვის საგზაო რუკაა. დეტალურად ისმენენ იდეას, განიხილავენ დიზაინს, არჩევენ ფერს, ქსოვილს, ზომასა და კონსტრუქციულ დეტალებს. ამ პროცესში იყენებენ სპეციალურად შექმნილ პროგრამულ

სისტემას, რომელსაც მთელი საწარმო უკავშირებს შეკვეთას და რომელიც ზუსტ კონტროლს აწესებს თითოეულ ეტაპზე. რაც შეეხება ვადას: მოდელის სირთულისა და დატვირთულობის მიხედვით, შეკვეთის შესრულება შესაძლებელია 1-დან 14 დღემდე, ზოგ შემთხვევაში კი, ინდივიდუალური მოდელისთვის, სულაც, რამდენიმე საათია საჭირო.

„ბრენდ ლუქსის“ დამკვეთები განსხვავდებიან პროფილით, მაგრამ ერთნაირად ზუსტად იციან რა სურთ – უნიკალური, გამძლე და დახვეწილი ავეჯი. კომპანიას ჰყავს ინდივიდუალური მომხმარებლები, მისი შემკვეთები, ასევე, არიან რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და საჯარო დაწესებულებები. თანამშრომლობენ მრავალ ლოკალურ ბიზნესთან, მათ შორის: სასტუმროებსა და კაფე-ბარებთან ბათუმში, ქობულეთსა და თბილისშიც. „ბრენდ ლუქსი“ იმ ტიპის საწარმოა, რომელსაცენდობიან არა მხოლოდ ოჯახის სივრცისთვის, არამედ ისეთი ადგილებისთვის, სადაც ვიზუალი და გამძლეობა ერთდროულად ფასობს.

ცოტა ხნის წინ „ბრენდ ლუქსმა“ საკუთარი რვაწლიანი წარმატების ისტორია აღნიშნა, „ჩვენ არ ვცხოვრობთ კალენდრით, მაგრამ დრო თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. ეს იყო არა უბრალოდ წლისთავი, არამედ ერთგვარი შემობრუნება წარსულზე, შრომაზე, წაგებებზე, გამარჯვებებსა და გზაზე, რომელიც ნულიდან დავიწყეთ“– ეს მათი შეფასებაა.

იუბილე უბრალო დღესასწაული არ ყოფილა, ეს იყო დღე, როცა გუნდთან ერთად გაიხსენეს, საიდან მოდიან და სად აპირებენ ყოფნას.

ამ იუბილეს მთავარი სიმბოლო იყო მადლიერება გუნდის, ოჯახის, თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაიჯერა, რომ ქართულ ბრენდსაც შეუძლია, შექმნას მსოფლიო დონის პროდუქტი. იზეიმეს ქართული ხარისხის ხმა, რომელიც უკვე ჩუმად აღარ ლაპარაკობს. სუფრა, გართობა და სიყვარული „ბრენდ ლუქსის“ იუბილეს სრულყოფილს და შთამბეჭდავს ხდიდა.

„ბრენდ ლუქსის“ დამფუძნებელი მანუჩარ ზოიძე ამბობს: „ერთ დღესაც, როცა მომხმარებელი კითხვას დასვამს, „სად მზადდება?“ პასუხი უბრალო იქნება – „ბრენდ ლუქსში“ და ამ სიტყვაში ყველაფერი ჩაეტევა: ნდობა,ხარისხი, გემოვნება – რაც მთავარია ეს ყველაფერი ქართული!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა