საზოგადოება

ჰენრიხ მერვე - ქარიზმატული მეფე თუ პარანოიდი ტირანი

№25

ავტორი: რევაზ ტომარაძე 17:00 29.06

ჰენრიხ მერვე
დაკოპირებულია

მეთექვსმეტე საუკუნეში ინგლისს მართავდა მეფე ჰენრიხ მერვე. სავსებით ნორმალურმა მონარქმა იხსნა სამეფო რომის პაპის წმიდა ტახტის გავლენისგან, დააფუძნა ინგლისის ეკლესია, საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის რეფორმაციას და საერთოდ, განამტკიცა ქვეყნის მდგომარეობა მსოფლიო არენაზე.

ამასთანავე მან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხაზინას იმის გამო, რომ აწყობდა ნადიმებს, იძენდა დიდი რაოდენობით ძვირფას თასებსა და გობელენებს, რაზეც ინგლისის ეკონომიკა არ იყო გათვლილი. და კიდევ ექვსჯერ იყო დაქორწინებული და თავისი ცოლების ნაწილს მშვიდად ანადგურებდა (ხოცავდა).

თავისი მმართველობის პირველ წლებში ჰენრიხი თანამედროვეების მიერ ხასიათდებოდა, როგორც „განათლებული, მიმზიდველი და ქარიზმატული მეფე“. მაგრამ აი, უფრო მოგვიანებით, როგორც „ავხორცი, ეგოისტური და პარანოიდი ტირანი“.

ჰენრიხი მრავალმხრივი პიროვნება იყო და პოლიტიკისგან თავისუფალ დროს დაკავებული იყო სპორტით, უკრავდა ბარბითს, მღეროდა, წერდა მუსიკას, ლექსებსა და პროზას, თამაშობდა კამათლებით, მისდევდა ჩოგბურთს, მონაწილეობას იღებდა რაინდთა ტურნირებში, უყვარდა ნადირობა. თავი მოუყარა დიდ ბიბლიოთეკას და ფლობდა, სულ ცოტა, სამ ენას. მაგრამ მოხუცებულობაში გასუქდა და მრავალმა დაავადებამ დარია ხელი. ამასთანავე მან გართობის ახალი საქმე გაიჩინა.

იარაღის ფართო კოლექციაში ჰენრის სრულიად ველური თვითნაკეთი იარაღი გაუჩნდა – კვერთხისა და სამლულიანი პისტოლეტის ჰიბრიდი, რომელსაც ირონიულად „წმინდა წყლის საშხეფარს“ უწოდებდა.

მეფე განსხვავებული (უბრალო) ტანსაცმლით იმოსებოდა, იარაღდებოდა ზემოაღნიშნული მოწყობილობით და გადიოდა ქუჩაში დამოუკიდებელი პატრულირებისთვის, სადაც მაწანწალებსა და უსაქმურებზე „ნადირობდა“. საქმე ისაა, რომ მან მიიღო კანონი მუქთახორობის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც შრომისუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც სამჯერ იქნებოდნენ მხილებული მათხოვრობაზე, ემუქრებოდათ სიკვდილით დასჯა. როდესაც მეფეს მოწყენილობა დარევდა ხელს, ცდილობდა, პირადად აღესრულებინა საკუთარი ბრძანებულება.

ერთი სიტყვით, ჰენრიხი მშვიდად მისეირნობდა ღამის ლონდონის ქუჩებში თავისი იარაღით და უეცრად ჩაფარს გადაეყარა, რომელმაც მის უმაღლესობას საბუთის წარდგენა მოსთხოვა. ჰენრი შეეცადა, დაერტყა გუშაგისთვის, მაგრამ მან განაიარაღა „უცნობი“, ერთიორჯერ მჯიღიც ჰკრა და წესრიგის დამრღვევი ციხეში მიაბრძანა. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.

შეგვიძლია, ალბათ, წარმოვიდგინოთ ჩაფრის სასოწარკვეთილება მეორე დღეს, დილით, როდესაც სასამართლოზე ბრალეულში მეფე ამოიცნო. კონსტებლი აზრობრივად უკვე სიცოცხლეს ემშვიდობებოდა, მაგრამ მონარქი მის მიმართ წყენას არ გამოხატავდა. პირიქით, მან უხვად დააჯილდოვა ჩაფარი ასეთი გულმოდგინებისთვის. ჰენრიხმა ასევე, კარგად მოახერხა ღამით დილეგში კამერის „თანამეინახეებთან“ საქმის დაჭერა და გასცა ბრძანება, გაეუმჯობესებინათ პატიმრებისთვის რაციონი და შენახვის პირობები. ბრძანა, გაეზარდათ მათთვის გასაცემი პურისა და საჭმლის ულუფა.

ამით დასტურდება, რომ მონარქებისთვის, ალბათ, სასარგებლოა, ზოგჯერ, ცოტა ხანი უბრალო მოკვდავთა ახლომახლო გაატარონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა