გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება „საქართველოს ბანკისგან“
ავტორი: სოფი ლორია 20:00 22.03, 2021 წელი

ბანკი – რომელიც ზრუნავს და გაბედნიერებს!
„საქართველოს ბანკი“ სხვადასხვა შეთავაზებით მომხმარებლის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლეა გზავნილების გათამაშება. სამი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ – 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს – „ვივა დეველოპმენტისგან“ – ბინა დიღმის კომპლექსში.
ბანკს პირველი, იღბლიანი გამარჯვებული უკვე ჰყავს და ის თეონა ცირდავაა. „გულწრფელად რომ გითხრათ, გათამაშების შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. „საქართველოს ბანკში“ მეუღლისგან ვიღებდი გზავნილებს და გათამაშებაში ავტომატურად ჩავერთე. შემდეგ მოხდა ისე, რომ დამირეკეს და მითხრეს, თქვენს სახელზე გზავნილიაო. ფილიალში დამიბარეს და იქ გავიგე, რომ ბინის მფლობელი ვიყავი. მიჭირს ამ ემოციის გადმოცემა. თავიდან ვერც გავიაზრე, ეს ამბავი თუ მართლა ჩემს თავს ხდებოდა. ცხოვრებაში პირველად მოვიგე! თუმცა, შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვის ბედნიერებას ვიზიარებდი. ეს არის ის ემოცია, რომელიც სიტყვებით არ გადმოიცემა და მთელი გულით მინდა, ყველამ გამოსცადოს! სიმართლე გითხრათ, როცა რამეს მოიგებდნენ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვერ წარმომედგინა, თუ ეს თავად გადამხდებოდა. როგორც მე, ჩემს მეუღლესაც გაუჭირდა დაჯერება, მასაც არასდროს არაფერი მოუგია. ის ამერიკაში ცხოვრობს და გზავნილები, სწორედ, მისგან მოდიოდა. მადლობა „საქართველოს ბანკს“ ამ სიხარულისთვის! მინდა, ბევრი ადამიანი გაახარონ. წარმატებას ვუსურვებ ყველა კეთილ წამოწყებასა და საინტერესო პროექტში!“
თეონას მსგავსად, გათამაშებაში ჩართვა და მოგება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს. ამისთვის საჭიროა, მიიღოთ გზავნილი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობაილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს, მინიმუმ, 300 დოლარის (ევროს/რუბლის) ეკვივალენტს ლარში და გამოგზავნილია „ვესტერნ იუნიონის“, „რიკოგრამის“, „მანიგრამის“, „კონტაქტის“, „ინტელექსპრესის“, „ზოლოტაია კორონას“, „უნისტრიმის“ ან „რიას“ მეშვეობით.
ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც გზავნილის სახით, 1 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის თანხას მიიღებს. აქციის ფარგლებში, ყოველდღიურად 3 ასეთი გამარჯვებული გამოვლინდება და 3 ფულადი პრიზი გაიცემა. რაც შეეხება ბინას დიღმის კომპლექსში, მას მოიგებს ის, ვისაც თვის ბოლოს ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ექნება მიღებული.
ინფორმაციისთვის – თებერვლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდა თებერვლის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; მარტის თვის გამარჯვებული გამოვლინდება თებერვლისა და მარტის თვის მონაცემების მიხედვით; აპრილის თვის გამარჯვებულს კი თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მონაცემები გამოავლენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან