საზოგადოება

გზამკვლევი გაზის წყლის გამაცხელებლების შესახებ

ავტორი: „თბილისელები“ 11:45 22.05, 2024 წელი

წყალგამაცხელებელი
დაკოპირებულია

გაზის წყლის გამაცხელებელი მნიშვნელოვანია თანამედროვე საყოფაცხოვრებო კომფორტისთვის, ამ ტიპის გამაცხელებელი უსაფრთხოდ და ეფექტურად უზრუნველყოფს სახლს ცხელი წყლით. ამ სტატიაში გაგაცნობთ გაზის წყალგამაცხელებლის მახასიათებლებს, უპირატესობებს და რჩევებს სწორი ექსპლუატაციისთვის.

გაზის წყლის გამაცხელებლების სახეები

„ცელსიუსის“ მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ Ariston-ისა და Vanward-ის ბრენდების წყლის გამაცხელებლები. ასეთი ტიპის გამაცხელებელი განსხვავდება წუთში ცხელი წყლის მიწოდების რაოდენობით, მაგალითად გვაქვს 11 ლიტრიანი, 12 ლიტრიანი და 16 ლიტრიანი გამაცხელებელი. რაც უფრო მეტი წყლის მიწოდება აქვს წყალგამაცხელებელს, მით მეტ ხანს შეუძლია შეუჩერებლად მუშაობა ერთი მოშვების შემდეგ და მით უფრო ძლიერი ნაკადის მიწოდება შეუძლია. ძლიერი წყლის მიწოდების სისტემის მქონე გამაცხელებელი უფრო ეკონომიურიც არის, რადგან წყლის გაცხელებისთვის უფრო მძლავრი ძრავა აქვს და უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდება.

ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები

სისწრაფის და პრაქტიკულობის გამო გაზის წყალგამაცხელებელი უზრუნველყოფს საჭირო კომფორტს თქვენს სახლში. თქვენ არ შეგაწუხებთ ისეთი ძირითადი საყოფაცხოვრებო საკითხები, როგორიცაა მაგალითად ტემპერატურის ცვლილება. კომფორტის კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ასეთი წყალგამაცხელებლით თქვენ შეგიძლიათ ცხელი წყლის ერთბაშად რამდენიმე ადგილზე მიწოდება, მაგალითად სამზარეულოსა და აბაზანაში.

• წყლის გაცხელება მცირე დროში — ელექტრო წყალგამაცხელებლისგან განსხვავებით, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება წყლის გასაცხელებლად, გაზის წყალგამაცხელებელს მაქსიმუმ 1 წუთში შეუძლია საჭირო ტემპერატურის წყლის მიწოდება.

• ენერგოეფექტურობა — თუ წყალი გჭირდებათ ერთზე მეტ ადგილზე გჭირდებათ, ამ შემთხვევაში გაზის წყალგამაცხელებელი ყველაზე ენერგოეფექტური საშუალებაა. მსგავსი ტიპის გამათბობელი ენერგიის ზედმეტი გამოყენების გარეშე სწრაფად და ეფექტურად ათბობს წყალს. გაზის წყალგამაცხელებელი ელექტროსთან შედარებით ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რადგან ის მხოლოდ მაშინ ირთვება, როდესაც ცხელ წყალს მოიხმართ, უმოქმედობის დროს კი ავტომატურად გამორთვის ფუნქცია აქვს.

მონტაჟი/ინსტალაცია და მოვლა

გაზის წყალგამაცხელებლის მონტაჟის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ დაკავშირებული უნდა იყოს ელექტრო ენერგიასთან, ბუნებრივ აირთან, წყალთან და უნდა ჰქონდეს კარგი ვენტილაცია. მონტაჟის ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს სირთულესა და დასამონტაჟებელ ადგილზე.

გაზის წყლის გამაცხელებლის ძირითადი ენერგიის წყარო ბუნებრივი აირია და შესაბამისად მას სჭირდება სპეციალისტის მონტაჟი.

წვის პროცესის და გამაცხელებლის ვენტილაციის საჭიროებისთვის ასეთი ტიპის წყალგამაცხელებელს სჭირდება სპეციალური ადგილი მონტაჟისთვის, ეს შესაძლოა იყოს ვერანდა, აივანი, ან საკუჭნაო თქვენს სახლში. დაუშვებელია გაზის წყალგამაცხელებლის შიდა ფართში მონტაჟი.

ენერგიის დაზოგვა და გარემოზე ზემოქმედება

ელექტრო მოდელებთან შედარებით გაზის წყლის გამაცხელებელი უფრო ენერგოეფექტურია, გარდა იმისა, რომ მცირე რაოდენობით მოიხმარს ბუნებრივ აირს, ასევე საგრძნობლად ამცირებს ელექტრო ენერგიის და წყლის მოხმარებასაც. გაზის წყალგამაცხელებლის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ მაშინ ირთვება, როდესაც ვიყენებთ წყალს, ხოლო უმოქმედობის დროს გამორთულია, განსხვავებით ელექტრო წყალგამაცხელებლისგან, რომელიც ავტომატურად აცხელებს ბაკში წყალს გაციებისთანავე.

დასკვნა

გაზის წყლის გამაცხელებელი დიდი ალბათობით საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენი სახლის საყოფაცხოვრებო კომფორტისთვის, მიუხედავად მონტაჟის თავისებურებების და ხარჯისა, ასეთი ტიპის წყალგამაცხელებელი ყველაზე პრაქტიკული საშუალებაა სახლში კომფორტის შესაქმნელად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა