საზოგადოება

GST Legal – იურიდიული მომსახურების მაღალი სტანდარტი

№25

ავტორი: სოფი ლორია 12:19

ლიბერთი
დაკოპირებულია

იურიდიული კომპანია GST Legal, სულ რაღაც, ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ამ მოკლე დროში მან მრავალი იურიდიული და ფიზიკური პირის ნდობის მოპოვება შეძლო. მისი კლიენტები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ინვესტორები, რომელთაც ადგილობრივ ბაზარზე სჭირდებათ მაღალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურება. კომპანიის საქმიანობის სპექტრი მოიცავს სამართლის არაერთ მიმართულებას: სამეწარმეო სამართლის საკითხებს, შრომით ურთიერთობებს, კომპანიის დაფუძნებასა და წარმომადგენლობას მესამე პირებთან, საინვესტიციო გარიგებების სამართლებრივ მხარდაჭერას, უძრავი ქონების რეგისტრაციას, სამშენებლო დეველოპერულ პროცესებში მონაწილეობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გადახდისუუნარობის წარმოებას და ასე შემდეგ.

GST Legal-ის წარმატების საფუძველი არის მისი გუნდი – გამოცდილი, კვალიფიციური და დარგობრივად სპეციალიზებული იურისტები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორებში. გიორგი გაგუა, კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, სამართლის მაგისტრია, რომელსაც 17-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იგი სპეციალიზებულია შრომის, უძრავი ქონების, ბიზნესსამართალსა და სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვაში. ,,ჩვენი კომპანია საქმიანობს სამართლის სხვადასხვა სფეროში და ჩვენი ჩართულობით მიიღწევა ის შედეგი, რაც უზრუნველყოფს კლიენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურებას. განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ნათელია როგორც ბიზნესის, ისე ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნები, რაც საქმის სტრატეგიის დაგეგმვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“ – აღნიშნავს გიორგი გაგუა ჩვენთან საუბრისას.

სოფიო მაჭავარიანი, მმართველი პარტნიორი, ბიზნესსამართლის დოქტორი და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია. იგი უკვე 25 წელია, აქტიურად მოღვაწეობს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და პარალელურად, ეწევა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას სამართლის მიმართულებით. მისი განსაკუთრებული ინტერესები და საქმიანობის სფეროა საკრედიტო ურთიერთობები, კორპორაციული სამართალი, გადახდისუუნარობის სამართალი და ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი ურთიერთობა. ,,კლიენტების მომსახურების გაწევისას ჩემი მიღებული გამოცდილება მეხმარება მაქსიმალურად მოვერგო მათ საჭიროებებს და დროულად და ეფექტურად მოვახდინო მათი ინტერესების პროფესიონალური დაცვა. სამართლებრივი პროცესის სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პრაქტიკული იურიდიული გამოცდილება, ისე ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პრაქტიკა, რასაც წლების განმავლობაში ვახორციელებ, რადგან მიწევს სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო თუ სამართლებრივი სიახლეების მუდმივი მონიტორინგი.“ – აღნიშნავს სოფიო მაჭავარიანი ჩვენთან საუბარში.

თათია ზირაქაშვილი, კომპანიის პარტნიორი და სამართლის მაგისტრი, ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ და უძრავი ქონების სამართალზე. მისი პრაქტიკა მოიცავს ლიცენზიებისა და ნებართვების საკითხებს, ასევე, საჯარო სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას. „სასამართლო სისტემაში მიღებული გამოცდილება და ადმინისტრაციული ორგანოების მიდგომისა და პრაქტიკის ცოდნა მეხმარება, ზუსტად მოვახდინო კლიენტის რეალური საჭიროებების გამოვლენა, მისი გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური გზის ძიება და ეფექტურად ვაწარმოო საქმე კლიენტისთვის სასურველი შედეგის მისაღებად.“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში თათია ზირაქაშვილი.

GST Legal მყარად აფუძნებს თავის საქმიანობას კლიენტის საჭიროებებზე ორიენტირებულ სამართლებრივ გადაწყვეტებსა და ინდივიდუალურ მიდგომებზე. კომპანია ყოველდღიურად ადევნებს თვალს სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილებებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი პროფესიონალიზმი. კომპანია უკვე იკავებს სტაბილურ ადგილს ქართულ იურიდიულ ბაზარზე და მომავლისთვის მიზნად ისახავს კიდევ უფრო ფართო და მრავალმხრივი მომსახურების შეთავაზებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა