საზოგადოება

ღირსეულ კანდიდატს, საკუთარი საქმის პროფესიონალიზმსა და თბილისელების ადვოკატს, ქეთევან უტიაშვილს წარმატებას ვუსურვებთ

ავტორი: „თბილისელები“ 16:49

ქეთევან უტიაშვილი
დაკოპირებულია

📌 კოლეგებო გაცნობებთ, რომ ვიღებ მონაწილეობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის არჩევნებში. კარგად მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას და ასევე მაძლევს უდიდეს სტიმულს: აქტიურად გავაგრძელო მუშაობა პროფესიული გამოწვევების მართვის მიმართულებით, შევუწყო ხელი ადვოკატთა უფლებების დაცვას და ვუზრუნველყო პროფესიული სტანდარტების განმტკიცება ჩვენს სფეროში.

📚 2002 წლიდან აქტიურად ვემსახურები საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. 2006 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2017 წლიდან - შპს „ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2021 წლიდან ,,ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრი”-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

📘 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემი ჩართულობა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, როგორც წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა თითოეული ადვოკატის უფლებების დაცვასა და პროფესიული, ეთიკის სტანდარტების დამკვიდრებაში. ასევე კომისიის პრაქტიკის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოვეცით კომისიის ერთგვაროვან გადაწყვეტილებათა კრებული, სამაგიდო წიგნი ეთიკის კომისიის წევრებისთვის, ეთიკის კომისიის რჩეულ გადაწყვეტილებათა კრებული.

🤝 ამჟამად ვარ ირაკლი ყანდაშვილის გუნდის წევრი - პიროვნების, რომლის მიზნები მიმართულია ასოციაციის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური მართვისკენ.

📈 მე პირადად, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოვახმარ აღმასრულებელი კომიტეტების გაძლიერებას, ადვოკატთა უწყვეტ განათლებასა და პროფესიული მხარდაჭერის სისტემების განვითარებას.

ადვოკატი არის საზოგადოებისთვის აუცილებელი პროფესია, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის განხორციელებას.

🗳️ ძვირფასო კოლეგებო, თქვენი მხარდაჭერა არჩევნებში არის უმნიშვნელოვანესი – გთხოვთ, მომცეთ ხმა, რათა ერთად შევქმნათ ძლიერი, პროფესიული და ანგარიშვალდებული აღმასრულებელი საბჭო და ასოციაცია.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყველა ადვოკატისთვის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი