ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მილენიუმი“ – მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი ათასწლეული სილამაზისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 23:56 25.05

ქალბატონ ანჟელა ბაკურაძის პროფესიული ამბავი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, საკუთარ ბინაში ერთი ეპილაციის აპარატით იწყება და დიდი შრომითა და უამრავი წინააღმდეგობით სავსე გზა ესთეტიკულ მედიცინის ცენტრ „მილენიუმამდე“ მიდის, რომლის დაფუძნებაც წლების წინ გადაწყვიტა. დღეს კი იქ თქვენი სილამაზისა და გააახალგაზრდავებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დაგხვდებათ. ანჟელას დამზადებული სამკურნალო მალამოები უამრავმა პაციენტმა წარმატებით გამოსცადა, მან საკუთარი მიღწევების ისტორიის წერა, დაახლოებით, 33 წლის წინ დაიწყო და დღეს მისი სახელი არაერთი ქალბატონის თავის მოვლასა და სილამაზეს უკავშირდება.
ანჟელა ბაკურაძე: ჩემი დიდი ბებო მალამოებს ამზადებდა და ფარმაცევტობა და ექიმობა ყოველთვის მაინტერესებდა. მომწონდა ყველაფერი, რაც თავის მოვლასა და ესთეტიკას ეხებოდა. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და მახსოვს, სახლიდან რომ გავდიოდი, სარკესთან იმდენ ხანს ვტრიალებდი, ბაბუაჩემი გამეხუმრებოდა ხოლმე, გაცვდა სარკეო.
– როგორია თქვენი გზა წარმატებამდე?
– ვფიქრობ, ყველა წარმატება რთულ გზას გადის და მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ეგ გზა ურთულესი იყო. მუშაობა სტუდენტობის პერიოდში დავიწყე. პირველად მქონდა ნემსით ეპილაციის აპარატი, რომლითაც საკუთარ ბინაში ვმუშაობდი. მახსოვს, დავწერე განცხადებები და ბოძებზე გამოვაკარი – ჯერ კიდევ კუპონების პერიოდის ამბავს გიყვებით. დააკაკუნა პირველმა პაციენტმა და ასე დაიწყო ისტორია, რომელიც მრავალი წელია,გრძელდება. მან მომიყვანა სხვები და ასე,ერთმანეთის რეკომენდაციით, უამრავი პაციენტი მოვიდა. დღეს, ძირითადად, ინიექციებით ვარ დაკავებული და ეპილაციის პროცედურისთვის ვეღარ ვიცლი. თუმცა, მყავს ძალიან ახლობელი ადამიანი, 15-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ჩვენს კლინიკაში ამ მიმართულებით მუშაობს. დღეს სახისა და სხეულის მოვლის ყველა სფეროს მოვიცავთ.
– რა ადგილი უკავია ამ პროფესიას თქვენს ცხოვრებაში?
– პროფესიის გამო დავთმე ყველაფერი. ერთ ამბავს მოგიყვებით და ალბათ, მეტის დამატება აღარ იქნება საჭირო: მეორე ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, ძალიან აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ძალიან გადაღლილმა და მთელი დღის მშიერმა როგორც იქნა, საჭმელად მოვიცალე და ამ დროს ურიგოდ მოვიდა პაციენტი, რომელიც დაჟინებით მთხოვდა, რომ მიმეღო. საკუთარი თავი გვერდზე გადავდე და უარით არ გავისტურე. როგორც ჩანს, ასეთმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ჩემს მდგომარეობაზე და საღამოს ცუდად გავხდი და ამ ყველაფერს გაუთვალისწინებელი, მძიმე გართულება მოჰყვა. ამ ისტორიით, მგონი, ყველაფერი ნათელია...
– რა პროცედურები ტარდება თქვენთან?
– თითქმის ყელანაირ კოსმეტოლოგიურ პროცესურას ვატარებთ – პილინგი, ღრმა პილინგი, მიკრობლეინდინგი, ბიორევიტალიზაცია, ფილერი, ბოდი ფილერი, კანის გადაჭიმვა ყველანაირი ძაფებით. თუმცა ძაფებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირად აპტოსის ძაფებით ვმუშაობთ, ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ, ქართული ნაწარმი გამოვიყენო, თუნდაც მაღაზიაში რამეს ვყიდულობდე, ყოველთვის ქართულს ვანიჭებ უპირატესობას.
– რა პროცედურისთვის მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
– ჩემი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად „ფულ ფეისი“ კეთდება, რაც მთლიანი სახის კორექციას გულისხმობს.
– რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები?
– კარგი იქნება, თუ 26 წლიდან მინიმალური მიდგომებით დავიწყებთ კანზე ზრუნვას, ამ პერიოდიდან უკვე საჭიროა შესაბამისი პროგრამის შედგენა. აუცილებელი არაა პირველივე ეტაპიდან ინიექციური მკურნალობა, შესაძლოა მხოლოდ მალამოს საჭიროება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის სწორად შერჩევა.
– მალამოებს თავად ამზადებთ?
– დაახლოებით, 33 წელია, რაც მალამოებს ვამზადებ, რომლებიც გამოიყენება როგორც აკნეს სამკურნალოდ, ასევე პიგმენტური ლაქებისთვის, დამატენიანებლად და ასე შემდეგ. ჩემი დამზადებული მალამოების შეძენა მხოლოდ ჩვენთან, ადგილზეა შესაძლებელი. უზარმაზარი მოთხოვნის გამო ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ საკურიერო მომსახურების შეთავაზება. დიდი რაოდენობით შეკვეთებს ვიღებთ, მათ შორის, საზღვარგარეთიდან.
– რა პირველადი წესები უნდა დავიცვათ თავის მოვლისას?
– პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიძინოთ მაკიაჟით, სახის დაბანა აუცილებელია. როცა ტემპერატურა 25 გრადუსს აჭარბებს ვერანაირი ლოსიონი და ტონიკი ვერ გაასუფთავებს კანს, საჭიროა ჩამობანა. წამწამების დაგრძელების გამო ხშირად გამიგია, რომ სახეზე წყალს 1 და 2 თვე არ იკარებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში თვალი ყოველთვის უნდა ამოიბანოთ რბილი საპნით.
– რამდენად უსაფრთხოა თითოეული პროცედურა?
– პროცედურა უსაფრთხოა, როცა პრეპარატი არაფალსიფიცირებულია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი პროდუქცია გამოვიყენოთ და თითოეული მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, რა უკეთდება. ჩვენთან ყველა პროდუქტი თვალსაჩინოა, რასაც პაციენტს ვუკეთებთ, მათ თვალწინ ვხსნით, ვატანთ ყუთსაც, მართალია, ნდობა დიდია, მაგრამ უნდა იცოდნენ და ხედავდნენ,რა უკეთდებათ.
– რა გამოგარჩევთ სხვებისგან?
– ჩემი საავტორო ტექნიკა მაქვს ცხვირთან მიმართებით. თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ცხვირისა და ტუჩის კორექციის კუთხით. დაახლოებით, 18 წლის წინ ჩვენ პირველებმა ჩამოვიტანეთ უკრაინიდან შესაბამისი პრეპარატი და დავნერგეთ ეს მიმართულება ქართულ ესთეტიკურ მედიცინაში.
– რა როლი აქვთ ოჯახის წევრებს თქვენს წარმატებაში?
– 34 წლის ოჯახი გვაქვს. ამ წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ყოველთვის მყარად მედგა გვერდში და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შევძლებდი.
– რთული პერიოდები ვახსენეთ, ასეთ დროს რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია?
– ნებისმიერი სირთულის დროს ისევ მადლიერი და კმაყოფილი პაციენტები მაძლევდნენ მოტივაციას. მათ გამომიყვანეს მდგომარეობიდან, ყოველი კმაყოფილი პაციენტი უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან