საზოგადოება

ეს საინტერესოა

№12

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 04.04

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* წმიდა გიორგის გამოსახულება რუსულ გერბზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხარეს იყო მიმართული. ის ხან მარცხნივ მიდიოდა – თუ მისი შემქმნელი ჰერალდიკის ევროპულ კანონებს იცავდა, ხან მარჯვნივ – თუ მხატვარი მართლმადიდებლური ხატწერის სპეციალისტი იყო. მაგრამ გარდა მეცნიერულისა, ასევე არსებობდა, ეგრეთ წოდებული, რომანტიკული ვერსიები – ამ დროს მხედრის მიმართულება გარკვეული სიტუაციით იყო გამოწვეული. კერძოდ სხვადასხვა დროს წმიდა გიორგი იმ მხრისკენ იყო მიმართული, საიდანაც რუსეთს თავდასხმა ემუქრებოდა, მაგალითად, თათარ-მონღოლებისა და პოლონურ-ლიტვური საფრთხის დროს.

* 1921 წელს ერნესტ ჰემინგუეი დაქორწინდა და ცოლთან ერთად პარიზში წავიდა. მწერლის ბიოგრაფების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მის წასვლას მისცა ბიძგი, იყო ქვეყანაში 1919 წელს კონსტიტუციაში შეტანილი მეთვრამეტე შესწორება „მშრალი კანონის შესახებ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი