ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
* მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში გასავრცელებლად კარტოფილის კულტურა შემოიტანა, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. გლეხებს არ უნდოდათ უცნობი მცენარის დათესვა თავის მინდვრებში. მთავრობამ მაინც მოახერხა ამ კულტურის გავრცელება. ამისთვის კარტოფილით დათესილი მინდვრები შემოღობა და დაცვაც დაუყენა. გლეხებმა იფიქრეს, რადგან ასე იცავენ, ძვირფასიაო. კარტოფილს იპარავდნენ და თავიანთ მინდვრებში თესავდნენ.
* შუა საუკუნეების ევროპულმა კულტურამ ძალიან ცნობილი არქიტექტურული ძეგლები დაგვიტოვა. თუმცა, მათ შორის არ არის მეათე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული. რადგან დგებოდა 1000 წელი, სამყაროს დასასრულს ელოდნენ და ხანგრძლივი და გრანდიოზული ნაგებობების აშენებას უაზრობად მიიჩნევდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





