დაიბეჭდა ოთარ ცისკაძის ,,მწუხრის ზარები"
ავტორი: „თბილისელები“ 12:07
2025 წელს ქართულად ნათარგმნი პოეზიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას კიდევ ერთი ახალი წიგნი შეემატა. გამომცემლობა ,,აზრმა" დაბეჭდა ოთარ ცისკაძის ,,მწუხრის ზარები" (ბრიტანული და ირლანდიური პოეზია). მასში შესულია მსოფლიოს უდიდესი პოეტების:
უილიამ შექსპირის, ჯორჯ ბაირონის, პერსი შელის, ჯონ კიტსის, ტომას ელიოტის, რობერტ ბერნსის, ტომას მურის, უილიამ იეიტსის, დილან ტომასის არაერთი რჩეული ლექსის თარგმანი. წინასიტყვაობის ავტორია მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქ-ნი მანანა ღარიბაშვილი. წიგნი ორენოვანია, რაც უდავოდ დიდი საჩუქარია ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაც.
ვულოცავთ ბატონ ოთარს, ვუსურვებთ, წარმატებებითა და შემოქმედებითი სიახლეებით კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს ერთგული მკითხველი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან





