„ბუჩო დენტი“ – თქვენი ლამაზი ღიმილის სამსახურში
ავტორი: „თბილისელები“ 13:14

ახალგაზრდა, წარმატებული სტომატოლოგი, კლინიკა „ბუჩო დენტის“ დამფუძნებელი იზა ძიძიკაშვილი საკუთარ წარმატებას დაუღალავ შრომასა და თვითგანვითარების უწყვეტ პროცესს უკავშირებს, ფიქრობს რომ სიახლის ძიება და ყოველდღიური დაუღალავი მუშაობა, ნებისმიერი პროფესიის წარმატების მთავარი გასაღებია.
იზა ძიძიკაშვილი: თერაპევტი და ქირურგი ვარ, რამდენიმე თვეში ორთოდონტ–იმპლანტოლოგიც გავხდები, სიახლის ძიება და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, მეხმარება არ ჩამოვრჩე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე მოვლენებს და ფეხი ავუწყო თანამედროვე სტომატოლოგიურ მიღწევებს. 22 წლის ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე და ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი ჩემს დას მიუღვიძღვის, რომელიც ასევე სტომატოლოგია, ჩემზე უფროსა, მეტი გამოცდილება ჰქონდა და მან გამომზარდა. არც ოჯახში და საგვარეულოშიც კი არ გვყავდა ვინმე, ამ პროფესიაში, ვინც ბიძგს მოგვცემდა და გზას გაგვიკვალავდა, ამიტომ დამოუკიდებლად მოგვიწია ჩვენი კარიერის შენება.
–კლინიკის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?
–ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, შემთხვევით შევხვდი წლების უნახავ ჯგუფელს, რომელმაც მითხრა რომ მის სოფელში–იორმუღანლოში არ ჰყავდათ სტომატოლოგი და შემომთავაზა, მე, ჩემს დას და მას გაგვეხსნა სტომატოლოგიური კლინიკა, ჩვენი სამეული შედგა, მალე ამ იდეას ხორცი შევასხით და 2013 წლის 4 თებერვალს გავხსენით „ბუჩო დენტი“. გამოუცდელები ვიყავით და ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, ამ პროცესში ისე დავახლოვდით, პარალელურად განვითარდა ჩვენი სიყვარულის ისტორიაც და დღეს ის ჩემი მეუღლეა.
–რატომ „ბუჩო დენტი“?
–წარმოშობით გარადაბნის რაონიდან, სოფელ ნორიოდან ვარ, მოგეხსენებათ სოფელში უყვართ ოჯახებზე ზედმეტი სახელების შერქმევა, პაპაჩემს – მამაჩემის მამას, მოფერებით ბუჩას ეძახდნენ, ხოლო ჩვენს ოჯახს „ბუჩაანთ“, რაც ბავშვობაში ყოველთვის გაღიზიანებას იწვევდა ჩემში, თუმცა წლები გავიდა და როდესაც კლინიკის სახელზე დავიწყეთ ფიქრი, გადავწყვიტეთ მცირედი ინტერპრეტაციით და კლინიკისთვის „ბუჩო დენტი“ დაგვერქმია, ამით ჩვენი ბავშვობის მოგონებები გავაცოცხლეთ ჩვენს ოჯახსა და პაპაზე, თუ იმ სამყაროდან რაიმე მხარდაჭერა არსებობს, ვფიქრობ ეს გვაქვს პაპასგან. ჩვენთვის ეს სახელი დღეს ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ამ ფორმით გავაგრძელეთ ჩვენი ოჯახის ისტორია.
–რა პროცედურები ტარდება „ბუჩო დენტში“?
–ჩვენთან კეთდება ყველანაირი პროცედურა, რასაც სტომატოლოგია მოიცავს, დაწყებული ორთოპედიით, დამთავრებული იმპლანტაციით. როცა ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი მაშინ მხოლოდ კბილის ტკივილი უბიძგებდა ადამიანებს სტომატოლოგთან ვიზიტისკენ, დღეს ესთეტიკურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, გვინდა ყველას ჰქონდეს ლამაზი ღიმილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს თითოეული პროცედურა.
–ხშირად ისმის პაციენტების პრეტენზიები უხარისხო იმპლანტებთან დაკავშირებით, ინფორმირებულია თუ არა თქვენთან მოსული პაციენტი იმპლანტის ხარისხზე?
–იმპლანტაციის შემდეგ თითოეულ პაციენტს ვაძლევთ ოფიციალურ დოკუმენტს, ეგრეთ წოდებულ პასპორტს, სადაც დეტალურად წერია იმპლანტის წარმომავლობა, ხარისხი და ა.შ. შესაბამისად ზუსტად იციან, რაში იხდიან თანხას.
–თქვენს სფეროში დღეს საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რითი გამოირჩევა „ბუჩო დენტი“?
–სტომატოლოგთან ვიზიტი ჯერ კიდევ ასოცირდება სტრესთან, ამიტომ უპირველესად ვცდილობთ მაქსიმალურად თბილი და კომფორტული გარემო შევუქმნათ პაციენტებს. გამოვირჩევი მეგობრული დამოკიდებულებით პაციენტებთან, ყოველთვის მახსოვს ჩემი პროფესორის სიტყვები, რომელიც მეუბნებოდა, თუ შენზე იტყვიან რომ კარგი პროფესიონალია, მაგრამ ადამიანი ნაკლებადო, იქ დამთავრდება შენი პროფესიონალიზმიო. ამიტომ ვცდილობ ჩემი ადამიანობა და პროფესიონალიზმი იდეალურაც შევუთავსო ერთმანეთს. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებ იმაში, რომ ჩვენი კლინიკის თითოეული პაციენტი კმაყოფილი გავიდეს „ბუჩო დენტიდან“.
–ძირითადად რა პროცედუერებზე ჭარბობს მომართვიანობა?
–პაციენტების 80% მოდის ცირკონოკერამიკის გვირგვინებზე, ვინირებსა და პრეს კერამიკაზე. რაც ძირითადად ესთეტიკური მხარეა. თუ ლამაზი ღიმილი გვინდა, ცირკონოკერამიკა თავისი ხანგრძლივობით, ბიუჯეტურობითა და ესთეტიურობით პირველ ადგილზეა.
–როგორც ვიცით, უცხოელ პაციენტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს „ბუჩო დენტი“...
–საკმაოდ ხშირია უცხოელი პაციენტების ვიზიტი ჩვენთან, ჩამოდიან იტალიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და ა.შ. ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც გვიგზავნის პაციენტებს, რომლებიც ტურისტული მიზნით ჩამოდიან საქართველოში და პარალელურად იწესრიგებენ პირის ღრუს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილი მიდის ჩვენგან.
ცირკონოკერამიკის გვირგვინების დამზადებას დაახლოებით 10–12 დღე სჭირდება, გვყავდა პაციენტი გერმანიიდან რომელსაც და სამ დღეში დავუმზადეთ, რამაც მისი გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია, გერმანიაში სტომატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვასაც კი თვეები სჭირდებაო და ვერ წარმოედგინა რომ ასეთ მოკლე დროში მოვაგვარებდით ყველაფერს.
–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ისნის მეტროსთან ძალიან კარგ ლოკაციაზე შევიძინეთ ფართი, რომლის მშენებლობის პროცესი 2028 წლის სექტემბერში დასრულდება, საშუალოდ 6 თვე დაგვჭირდება ახალი ფართის მოსაწესრიგებლად და შევძლებთ ახალ ლოკაციაზე, ბევრად დიდ კლინიკაში შევხვდეთ ჩვენს პაციენტებს.
გარდა ამისა, ჩემმა დამ რომელსაც როგორც გითხარით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტომატოლოგიაში და ფიქრობს, რომ ამოწურა ამ სფეროში საკუთარი თავი, გაიარა არაერთი გადამზადება ესთეტიკურ მედიცინაში და მალე ის წარუძღვება ესთეტიკურ მიმართულებას ჩვენს კლინიკაში. გეგმაში გვაქვს რომ ლიცენზირებულ, დამწყებ სტომატოლოგებს დავეხმაროთ ჩვენს პროფესიაში გზის გაკვალვაში, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს კონტაქტების გარეშე დამოუკიდებლად აიდგა ფეხი და გვინდა ყველას მივცეთ შანსი, დააგროვონ გამოცდილება, რაც სამომავლოდ უფრო დიდი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში შეუწყობს ხელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან