საზოგადოება

ბრძნული აზრები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ოტია: ცხოვრებაში ხშირად გვხვდება გზაჯვარედინი, სადაც მხოლოდ ორი გზაა: ერთი – დინების საწინააღმდეგოდ და მეორე – სინდისის საწინააღმდეგოდ.

ვოლტერი: როცა საკუთარ თავს პატივს სცემ, ბევრ კარს თავად კეტავ.

რუსო: სხვანაირად ბრწყინავ, როცა სწორ ადგილას ხარ.

მერაბ მამარდაშვილი: გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.

ვოვენარგი: ზოგჯერ სიმართლე დაგტოვებს, მაგრამ არ მიგატოვებს.

მონტენი: ადამიანობა მაშინ იჩენს თავს, როცა შეგიძლია, სიკეთე გააკეთო და არ გაამხილო.

ჰაინე: სიყვარულს ტკივილი არ მოაქვს... ტკივილი მოაქვთ ადამიანებს, ვინც არ იცის სიყვარული.

ემერსონი: ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ არ ვკარგავთ მეგობრებს, უბრალოდ, ვიგებთ, რომელი მათგანია ნამდვილი.

ბაფეტი: გვერდით ისეთი ადამიანები დაიყენე, რომელთა ქცევაც შენსას ჯობია და თანდათან შენც მათ ჩვევებს აითვისებ.

ილია მეორე: რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს. იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი ან მცირედ მორწმუნენი დაადანაშაულოს და პირიქით.

ამბროსი მედიოლანელი: დუმილი ღმერთის ენაა, სხვა ყველაფერი ღარიბი თარგმანია.

ამბა ისაია: ქარიშხალში ჩირაღდანი ქრება, ასევე, ვნების ქარიშხლისგან გონება იბინდება.

ვაშინგტონი: შეუძლებელია, დაამცირო ადამიანი და ამით საკუთარი თავი არ დაიმცირო.

ფროიდი: საინტერესო ადამიანის პოვნა ისევე რთულია, როგორც ადამიანში ადამიანის.

ნიცშე: როდესაც შენ დააფასებ იმას, რაც გაქვს და არ იცხოვრებ იდეალურობის ძებნაში, მაშინ ნამდვილად ბედნიერი გახდები.

უაილდი: ზოგ ადამიანს ბედნიერება თავისი მოსვლით მოაქვს, ზოგს კი წასვლით:

დევიდ ნივენი: წარუმატებელი მამაკაცი არის პრობლემა, რომელიც ქალებს მოსვენებას არ აძლევს.

მარლენ დიტრიხი: ქალების უმრავლესობა ცდილობს, რომ მისი მამაკაცი შეცვალოს და როდესაც ამას მიაღწევს, აღარ მოსწონს ის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი