,,ბიზნეს დიალოგი 2025“ – „ლიბერთის“ შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ავტორი: სოფი ლორია 15:42 10.07

„ლიბერთი“ „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრებს მცირე და საშუალო ბიზნესთან რეგიონებში, სადაც ბანკის პარტნიორების, „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„ლიბერთის“ ინიციატივა – „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია, რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია უშუალო კავშირი „ლიბერთის“ არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა რეგიონში დასაქმებულ მეწარმეებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად და აგრო- და ბიზნესკომპანიებისთვის საბანკო პროდუქტების გასაცნობად.
კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში გამართული „ბიზნეს დიალოგის“ მონაწილეები გაეცნენ „ლიბერთი ბანკის“ შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრა იმერეთის რეგიონში შედგება, სადაც ადგილობრივი ბიზნესი მასშტაბურ პროექტებს გეგმავს, რომლებიც პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.
„ლიბერთი“ აგრძელებს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბიზნეს დიალოგის“ ფორმატი წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას, რომელიც „ლიბერთის“ საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რეგიონში მოქმედ მეწარმეებს, ღრმად გაეცნოს მათ საჭიროებებს და რეალური მხარდაჭერა გაუწიოს მათ განვითარებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევების მიხედვით ინოვაციური პროგრამების განვითარება. მსგავსი ტიპის რეგიონული შეხვედრები ხელს უწყობს იდეების გაცვლას, ახალი საბანკო პროდუქტების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.
„ლიბერთისთვის“ მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება წარმოადგენს ბანკის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას. ვიმედოვნებ, რომ ეს დიალოგი გადაიზრდება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე“, – ვაჟა მენაბდე, „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
,,სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მჭიდროდ თანამშრომლობს „ლიბერთი ბანკთან“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატში შეგვიძლია, მცირე და საშუალო ბიზნესს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე. ამიტომ, სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, რაც გვაძლევს ინფორმაციის გავრცელებისა და მეწარმეების რეალური საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ „ლიბერთი ბანკი“ არამხოლოდ ჩვენი უკვე არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელია, არამედ იგი, ასევე, არის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ჩვენი ახალი ინიციატივის – მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც”, – ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
,,ლიბერთი ბანკი“ სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. საქართველოს რეგიონებში „ლიბერთი ბანკის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრები, კარგი პლატფორმაა დიალოგისთვის აგრობიზნესში სახელმწიფოს ხელშეწყობაზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, – თორნიკე კაპანაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან