საზოგადოება

APEX DEVELOPMENT – ცხოვრების ახალი პრემიუმ სტანდარტი თბილისში

№50

ავტორი: „თბილისელები“ 13:48

აპექს დეველოპმენტი
დაკოპირებულია

2012 წელს დაფუძნებული APEX Development დღეისთვის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ურბანული ცხოვრების ახალ კულტურას ქმნის. კომპანიის პორტფელი მოიცავს დასრულებულ 12 პროექტსა და 16 ბლოკს, ასევე 4 მიმდინარე პროექტს თბილისში. APEX Development-ის ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნა. სწორედ საიმედოობაზე, ინოვაციასა და მაღალი ხარისხის პრინციპზე აგებული ბიზნესმოდელი განაპირობებს კომპანიის სწრაფ და სტაბილურ განვითარებას.

საახალწლოდ კი კომპანიას განსაკუთრებული შეთავაზება აქვს როგორც დასრულებულ, ისე მიმდინარე პროექტზე, რაც გულისხმობს კვადრატულ მეტრზე $300-მდე (ექვივალენტი ლარში) ფასდაკლებას.

ოთხი მიმდინარე პროექტი კომფორტისა და ხარისხის ერთიანი სტანდარტი

APEX Development თბილისში მომხმარებლებს სთავაზობს ოთხ მიმდინარე მასშტაბურ კომპლექსს, თითოეული პროექტი გამოირჩევა ინდივიდუალური არქიტექტურით, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

APEX Towers – პირველი პრემიუმ კლასის კომპლექსი ვარკეთილში

თბილისის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ უბანში, ვარკეთილში, კომპანია ახორციელებს უპრეცედენტო, ორ 34-სართულიან პროექტს, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და ბიზნესსივრცეებს.

კომპლექსი გამოირჩევა ენერგოეფექტური ვიტრაჟული ფასადით, გარე თბოიზოლაციითა და პანორამული ხედებით თბილისზე. კომპლექსის ტერიტორიაზდაგეგმილია 3 200 მ2 გამწვანებული სივრცის მოწყობა, რეკრეაციული ზონებით, ხოლო მცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფილია ოთხდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და 24/7 უსაფრთხოების სისტემა. პროექტი ვარკეთილის მეტროდან მხოლოდ 7 წუთის ფეხით სავალზე, ჯავახეთის ქ. 1150-ში მდებარეობს.

APEX Isani Holbrooke – ისნის თანამედროვე საცხოვრებელი და ბიზნესკომპლექსი

ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. პროექტი გამოირჩევა შიდა გამწვანებული ეზოთი, უსაფრთხო საბავშვო ზონითა და მოსახერხებელი მიწისქვეშა პარკინგით, რაც მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის კომფორტულ და თანამედროვე გარემოს ქმნის. პროექტი ისანში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. 113-ში მდებარეობს.

APEX Nutsubidze – საბურთალოს გამორჩეული კომპლექსი

პროექტი შედგება 4 ბლოკისგან და მისი ძირითადი უპირატესობებია: ულამაზესი ხედები თბილისზე, იზოლირებული და უსაფრთხო ეზო, კომფორტული მიწისქვეშა პარკინგი და ლისის ტბასთან ახლო მდებარეობა. პროექტი პაატა დათუაშვილის ქ. #22-ში მდებარეობს, City Mall-მდე მანქანით 5 წუთის სავალზე.

APEX Dighomi – თანამედროვე საცხოვრებელი გარემო დიდ დიღომში

ეს არის 14-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მცხოვრებლებს ყველანაირ კომფორტს სთავაზობს –ტერიტორიაზე განთავსებულია მიწისქვეშა პარკინგი, სპორტული მოედანი, გამწვანებული ზონები, ასევე სკოლა, ბაღი, აფთიაქი და სუპერმარკეტები. პროექტი ქმნის სრულფასოვან ინფრასტრუქტურას ოჯახებისთვის, რომლებიც ეძებენ მარტივ, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს. პროექტი დიდ დიღომში, მეორე მიკრორაიონში, N27ა-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ – 0322 055 055. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი – apexd.ge

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი