აირჩიე AIRTRAVEL.GE შენი დაუვიწყარი მოგზაურობისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 13:38 10.02, 2022 წელი
2010 წელს ორმა მეგობარმა, ნათია ევსტაფიშვილმა და ნინო გიგაურმა ტურისტულ სფეროში არსებული გამოცდილებით ტურისტული კომპანია AIRTRAVEL.GE დააფუძნა, რომელმაც წარმატებით დაიმკვიდრა თავი ქართულ ტურისტულ ბაზარზე და ძალიან მოკლე დროში მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. სანდო, მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული კომპანია მსოფლიოს გამორჩეულ კურორტებზე თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტია. რატომ უნდა აირჩიოთ AIRTRAVEL.GE და რა განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ თქვენი ჯადოსნური მოგზაურობისთვის, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე AIRTRAVEL.GE -ს დამფუძნებლებმა ნათია ევსტაფიშვილმა და ნინო გიგაურმა გვიპასუხეს.
-როგორ გაგიჩნდათ ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა და რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?
ტურისტული კომპანიის დაარსების იდეა 2010 წელს გაჩნდა, მე და ნინოს ჩამოყალიბებული გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთიანი თაობა“, ჩართული ვიყავით სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის ტურიზმის დეპარტამენტის მოწყობილ საინფორმაციო ღონისძიებებში, აქტიურად გვიწევდა მონაწილეობის მიღება ტურიზმის განვითარების პროექტებში. 2011 წელს საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ტურისტული კომპანია AIRTRAVEL.GE-ს დაარსებას. კომპანია ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოს, უზრუნველყოფდა მათ
ავიამიმოსვლას. კომპანია წლების განმავლობაში უსასყიდლოდ ეწევა ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის დამატებით ტრენინგებს და პრაქტიკულ სამუშაოებს.
-როგორ ახერხებთ თქვენი ფასით და მომსახურების ხარისხით იყოთ ერთ-ერთი მაღალკონკურენტული ტურისტული კომპანია ბაზარზე?
-წლების გამოცდილების და მაღალი გაყიდვების ხარჯზე საერთაშორისო ტუროპერატორი კომპანიებისაგან გვაქვს ექსკლუზიურად დაბალი ფასები და შემოთავაზებები. მომსახურების მაღალ ხარისხს განაპირობებს ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ამ წლების მანძილზე სრულად გვაქვს შესწავლილი თითოეული მიმართულება, რასაც
კომპანია ყიდის, ჩვენი მოგზაურებიც აქტიურად გვიზიარებენ თითოეული ტურის პრაქტიკას. აქტიური გაყიდვების და მაღალი სერვისის გამო არაერთი ჯილდო და სერტიფიკატი გვაქვს მონიჭებული საერთაშორისო ტუროპერატორებისგან.
- გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ ტურისტულ ზონებზეა?
გაზაფხულის სეზონზე მაღალი აქტივობით სტამბოლის, ეგვიპტის, დუბაის და ევროპის ტურები გამოირჩევა. ბიუჯეტური ფასებიდან გამომდინარე მაღალი გაყიდვები მოდის ევროპის და სტამბოლის ტურებზე, რაც შეეხება
ყველაზე აქტიურ ზაფხულის სეზონს, მეთერთმეტე წელია ტოპ გაყიდვებში ანტალიის რეგიონები გახლავთ. ასევე ევროპის საზღვაო კურორტები, AIRTRAVEL.GE მომხმარებელს როგორც ყოველთვის 2022 წლის ზაფხულის სეზონზეც ექსკლუზიურ ფასდაკლებებს და ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებს.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია სად დაისვენოს ზაფხულში და რამდენი ხნით ადრე უნდა დავგეგმოთ მოგზაურობა, იმისთვის რომ ვისარგებლოთ გარკვეული შეღავათებით?
-მათ, ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სად გაატაროს ზაფხული, ვურჩევთ, ისარგებლონ ნაადრევი ჯავშნებით, რაზედაც მოქმედებს ფასდაკლებები, როგორც საზღვაო, ასევე ევროპის ქვეყნების მიმართულებებზე. ხშირად გვაქვს ბოლო წუთის ცხელი შეთავაზება ანტალიის და ეგვიპტის ტურზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





