შოუბიზნესი

Xatko შენი გამორჩეული და გემოვნებიანი სტილი!

№5

ავტორი: სოფი ლორია 11:30 31.01, 2022 წელი

xatko
დაკოპირებულია

6 წლის წინ ქართულ ბაზარზე გაჩნდა სამოსის ახალი, ორიგინალური გამორჩეულად ხარისხიანი ბრენდი “Xatko” რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და აღიარება, “xatko”-ს მომხმარებლებს შორის არიან ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები. როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და რა გზა გაიარა წარმატებამდე ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე “xatko”-ს დამფუძნებელი, ქალბატონი ხათუნა  გვესაუბრა.

-როგორ გაჩნდა იდეა და შეიქმნა ბრენდი ”xatko“?

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით დიზაინერი არ ვარ,ბავშვობიდან მიყვარს კერვა და ტანსაცმლის გადაკეთება, ჩემ სტილზე მორგება. მახსოვს, ბებოს კაბებს ვჭრიდი და ჩემთვის ვიკერავდი . თუმცა, ბავშვობის ოცნებას თანდათანობით, მოგვიანებით შევასხი ფრთები.

ჯერ ჩემთვის, გასართობად დავიწყე აქსესუარების კეთება. ერთხელ სოციალურ ქსელში ავტვირთე ხელნაკეთი საყურე, რასაც დიდი გამოხმაურება და მოწონება მოყვა. ვიფიქრე, რატომაც არა, ვაქცევ ამ საქმეს ბიზნესად. თავდაპირველად, ჩემ მიერ შექმნილ, ხელნაკეთ აქსესუარებს: ჩანთებს, სამკაულს - ონლაინ ვყიდდი, მალე კი იმდენი ნივთი დაგროვდა, რომ მაღაზიაც გავხსენი.

თავდაპირველად მხოლოდ აქსესუარებზე (სამკაულებსა და ჩანთებზე) ვმუშაობდი. მალე კი პირველი თარგიც გამოვჭერი . ასე დაიბადა Xatko!

-რატომ გადაწყვიტეთ რომ კომფორტული, ყოველდღიური სამოსი ყოფილიყო თქვენი ძირითადი მიმართულება?

-ჩემთვის და უკვე ზუსტად ვიცი, მომხმარებელთა უმეტესობისთვის კომფორტი სამოსში უმთავრესია. ეს იქნება ყოველდღიური, ე.წ. ქეჟუალ სტილი თუ უფრო აკადემიური, კლასიკური!

ამიტომაც Xatko-ს ძირითადი მიმართულება სპორტული სტილია და დამახასიათებელი ნიშანი ქსოვილისა და ტყავის შეხამებაა. თუ დააკვირდებით, ყველა ლუქს აუცილებლად აქვს ტყავის ელემენტი. ეს ერთგვარი აქსესუარია სამოსზე და ვფიქრობთ, ამით Xatko გამორჩეულია. ყოველდღიურ სტილთან ერთად ჩემს კოლექციაში კლასიკური და გამოსასვლელი სამოსიც აქტუალური გახდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ცნობილი სახეები გახდნენ Xatko-ს აქტიური მომხმარებლები. მათთვის სასცენოდ, გადაღებებისთის ბევრჯერ შევქმენი სამოსი და მივხვდი, რომ კლასიკური და გამოსასვლელი სტილიც უნდა გამხდარიყო ჩემი კოლექციის ნაწილი.

- "xatko"-ს ატარებენ ყველასთვის ცნობილი სახეები - ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, როგორ მოიპოვეთ ნდობა და აღიარება?

-პირველად ცნობილი მსახიობი, უნიჭიერესი მაკა შალიკაშვილი დაინტერესდა ჩემი კოლექციით. ჩვენ უკვე ბევრი წელია ვმეგობრობთ. Xatko-ს სამოსი მაკას გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. მას შეუძლია თავისი სამსახიობო მონაცემებით უბადლოდ წარმოაჩინოს თითოეული ნივთი და სამოსი ისე მოირგოს, რომ მასში მთელი ემოცია და ხასიათი ჩადოს

შემდეგ როცა უკვე დავამატეთ მამაკაცის ხაზი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი დაინტერესდა ჩვენი სამოსის განსხვავებული სტილით.

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ხშირად იცვამს კონცერტებსა თუ სატელევიზიო შოუში ხატკო-ს, მას განსაკუთრებულად უხდება ქალური და ელეგანტური სტილი და საუკეთესოდ წარმოაჩენს მას.

Xatko-ს აქტიური მომხმარებლები არიან, ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან, ტელეპროდიუსერი მაკა რაზმაძე, მომღერალი ნინი შერმადინი, მსახიობი გიორგი გაგლოევი, მომღერალი მარკუს მეტრეველი და სხვანი...

- მაღალი ხარისხი გამოგარჩევთ ქართულ ბაზარზე...

ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის ამბიცია, რომ ქართულ (და არამარტო ქართულ) მოდის ბაზარზე ვართ, გამორჩეული არა მხოლოდ სტილით, არამედ ხარისხითაც. ხარისხიანი, კომფორტული სამოსი გამორჩეული სტილით - ეს ნამდვილად xatko-ს ხაზის დამახასიათებელი ნიშნებია.

-სად არის შესაძლებელი "xatko"-ს ბრენდის სამოსის შეძენა?

-ჩვენს შოურუმებში, თბილისი მოლში, გალერეა თბილისში, ხიზანიშვილის 72-ში (გლდანი), ბათუმი მოლსა და თელავში (ერეკლეს მოედანი 1), მუდმივად განახლებადი კოლექციებია და ყოველკვირეული აქციები შერჩეულ ან სრულ კოლექციაზე!. გლდანი პლაზაში კი ახლახან გაიხსნა Xatko აუთლეთი, სადაც ყოველთვის განსაკუთრებული ფასებია.

-ონლაინ თუ იღებთ შეკვეთებს და რა ვადებია საჭირო შეკვეთის დასამზადებლად?

-პანდემიის ეპოქაში აუცილებელი და მოთხოვნადი გახდა ონლაინ მაღაზიის გააქტიურება. ონლაინ შეკვეთებზე აქტიურად ვმუშაობთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ამანათებს ვაგზავნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

- ბავშვების ხაზზე რამდენად დიდია მოთხოვნა?

-ბოლო დროს ძალიან მოთხოვნადი და აქტუალური გახდა საბავშვო ხაზი , რომლის სახე გახლავთ, სამოდელო სააგენტო კატრინის მოდელი, უსაყვარლესი ანასტასია ბაკურაძე. ბავშვის სამოსის შექმნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემმა შვილებმა შთამაგონეს და ბუნებრივია, ის იქმნება უდიდესი სიყვარულითა და სიფაქიზით. სწორედ ჩემი ბიჭების შთაგონებით შევქმენი Xatko-ს შვილობილი ბრენდი AnDemi, რომელიც ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული და მოთხოვნადი.

-სამოსის გარდა, "xatko"-ს შოურუმში გამოჩნდა ჩანთების კოლექციაც, სხვა აქსესუარების დამატებას თუ გეგმავთ?

-როგორც თავიდან აღვნიშნე, ჩემი დიზაინერული საქმიანობა აქსესუარებით დაიწყო, ამიტომაც აქსესუარი Xatko-ს სტილის განუყოფელი ნაწილია. ვქმნით როგორც ჩანთებს (მათ შორის ყველაზე პოპულარულია, ე.წ. წელის ჩანთები), ქუდებს (მათ შორის ყველაზე პოპულარულია ტყავებით გაწყობილი კეპები და სხვადასხვა ფერის პანამები), საყელოებს და სხვა... აქსესუარის გარეშე "xatko"-ს სტილი წარმოუდგენელია, ასე რომ, აქსესუარების განახლება ყოველთვის გეგმებში გვაქვს. ბოლო კოლექციიდან ძალიან პოპულარული იყო გრძელყელიანი ხელთათმანები.

დაბოლოს, უკვე 6 წელია, რაც Xatko არსებობს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბრენდმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. გეგმები ძალიან დიდია: უამრავი შემოთავაზება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან , სადაც სურთ, რომ გაიხსნას Xatko . ვფიქრობთ, გავცდეთ არა მარტო ახლო საზღვრებს, არემედ კონტინენტსაც. ასე რომ, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას, ხშირად გაგაგახარებთ, როგორც ჩვენი განსხვავებული კოლექციებით, ასევე სიახლეებითა და წარმატებებით... ჩვენ ვქმნით თქვენს განსხვავებულ, ინდივიდუალურ სტილს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა