შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა ანი სტეფანიშვილი ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე, 90 ქვეყანას შორის, საუკეთესო სამეულში

№51

ავტორი: ანკა რობაქიძე 21:00

ანი სტეფნიაშვილი
დაკოპირებულია

„MISS MODEL OF THE WORLD 2025... საქართველო – მსოფლიოს 90 ქვეყნის შორის – TOP 3! სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალმა მოდელმა – ანი სტეფანიშვილმა მსოფლიო სამოდელო კონკურსზე მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

ანი სტეფანიშვილი ჩინეთიდან გვესაუბრა და თავის თავბრუდამხვევი წარმატებებით გამოწვეული ემოცები გაგვიზიარა...

– ანი, როგორც ვიცით მოდელობა პატარა ასაკში დაიწყეთ...

– დიახ, მოდელობა ძალიან პატარა ასაკში გადავწყვიტე, ბავშვობიდან მომწონდა სცენა... მიზნად მქონდა დასახული და შემდეგ, ჩემი ოჯახის დახმარებით, მოვძებნე სამოდელო სააგენტო „კატრინი“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიხარია, პირველივე არჩევანი ამ სააგენტოზე რომ გავაკეთე და სხვაგან გადასვლა არ მომიწია. მომწონს, ხარისხიანი და მაღალი დონის სააგენტოა, რადგან საქართველოში ერთადერთი ქალბატონია ეკა, რომელიც 36 ლიცენზიას ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე. ყოველთვის მხიბლავდა სცენა, კამერა და ესთეტიკა... პირველი ნაბიჯები არც ისე მარტივი იყო. 15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავედი სილამაზის კონკურსზე. ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით, დისციპლინითა და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მხარდაჭერით, პროფესიული ტემპი სწრაფად ავიყვანე მაღალ საფეხურზე. აქედან დაიწყო ჩემი საერთაშორისო გზაც.

– როგორც ვიცით, საერთაშორისო კონკურსებზეც ხშირად მიგიღიათ მონაწილეობა და ბევრი წარმატებაც გქონიათ...

– საერთაშორისო სივრცეში არაერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც მუდმივად ვიღებდი ფინალისტის ან პრიზიორის პოზიციებს. თითოეული პროექტი მაძლევდა ახალ გამოცდილებასა და ძლიერ პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ჩემი სააგენტო „კატრინი“, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი მუდმივად გვერდით მიდგას, მისგან უწყვეტ მხარდაჭერას ვგრძნობ, რჩევებს მაძლევს და პროფესიულ გზას მიკვალავს. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის, მარკუს მეტრეველსაც, რომლის დამსახურებითაც მოდის სფეროს უფრო ახლოდან გავეცანი. მან მასწავლა უამრავი რამ, რაც მოდელს სჭირდება. სწორედ მათი ხელმძღვანელობით ჩამოვყალიბდი იმ მოდელად, რომელიც დღეს ვარ – დისციპლინით, ღირსებითა და ძლიერი წარმომადგენლობით.

– პროფესიონალი მოცეკვავეც ხართ.

– ცეკვა ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია. მრავალჯერ გამიტანია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სცენებზე. ქართული სცენური მოძრაობა და ფოლკლორი ჩემი ყველაზე დიდი ემოციაა, ამიტომაც Miss Model Of The World-ზე შესრულებული ქართული ცეკვა ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო. მიხარია, რომ იქ დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს დიდი გამარჯვება, რაც კონკურსზე გხვდათ წილად?

– ჩინეთში საერთაშორისო სამოდელო კონკურს Miss Model Of The World 2025-ზე საქართველოს წარმოჩენა ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. 90 ქვეყნის მონაწილეებს შორის მესამე საპრიზო ადგილი დავიმსახურე, ეს არის ჩემთვის ისტორიული მომენტი და უდიდესი პატივი, რადგანაც ბუმბერაზ ქვეყნებში ჩვენი პატარა ქვეყნის გამოჩენა ძალზე ემოციურია და ყოველთვის სიამაყით ვივსები, როდესაც სხვა ქვეყნებს შორის საქართველოს კულტურა ასე მაღლა დგას და ჩემი სამშობლოს დროშა „ფრიალებს“. ახლა ტოპ-ხუთეულში შესული მონაწილეები გრძელვადიანად დაგვტოვეს, სპონსორებთან შეხვედრებისთვის, ოფიციალური გადაღებებისთვის, მოგზაურობებისთვის და სხვადასხვა წარმომადგენლობითი ღონისძიებებისთვის.

ტალანტ-შოუზე ჩემი ქართული ცეკვა განსაკუთრებულად შეაფასეს, რაც მეც და ყველა ქართველს ამაყად გვაგრძნობინებდა თავს. მადლობა ანსამბლ „ლაჟვარდს“, მის ხელმძღვანელს, ნონა გამხიტაშვილს, რომ ჩემი ცეკვის ყურება ასეთი ემოციური იყო ყველასთვის, ასევე ბრენდებს – Bamane და Anastasia ეროვნულ და საფინალო ლუქებზე მუშაობისთვის.

კონკურსი ძალიან დატვირთული იყო, რადგან წინასწარი განრიგი არ გვქონდა, რაც მერთულებოდა, თუმცა ამაშიც გამოვცადე თავი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დაგეგმილ დროს სწორად გამეკეთებინა კონკრეტული საქმე. გვქონდა ყოველდღიური შეფასებები, ქულები, ინტერვიუები და ფიზიკურადაც დიდი დატვირთვა. ეს კვირა სავსე იყო გამოწვევებით, გამოცდილებითა და დაუვიწყარი ემოციებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თითოეულ ნაბიჯს სიყვარულით ვაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის.

მინდა, მიღწეული შედეგი ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს. სამომავლოდ ვგეგმავ საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობას უფრო მაღალი მასშტაბით, პროფესიულ განვითარებას როგორც მოდელობაში, ასევე სცენურ ხელოვნებაში; პიროვნულ ზრდას და ქართული კულტურის, განსაკუთრებით, ცეკვის გაცნობას უფრო დიდი აუდიტორიისთვის და ყველაზე მთავარი – საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დაგეგმარებით წარმოჩენას მსოფლიო არენაზე. მინდა, ჩემი კარიერა განვითარდეს როგორც მრავალმხრივად, ასევე, გრძელვადიანად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი