შოუბიზნესი

რის გამო ჰქონდა თაკო კაკალაშვილს საკუთარ ქორწილში ახლიდან დაბადების განცდა და რა სიურპრიზი გაუკეთა წყვილმა დაპატიჟებულ სტუმრებს

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 04.10

თაკო კაკალაშვილი
დაკოპირებულია

ახლახან მომღერალმა თაკო კაკალაშვილმა თავის რჩეულს, გიგა სამადალაშვილს, დაუკავშირა ბედი. მანამდე, იყო ხუთწლიანი განშორება, ემოცია, შეხვედრის განცდა და საბოლოო ჯამში, მათი ურთიერთობა ხელის თხოვნით დაგვირგვინდა.

– თაკო, რა შეცვალა შენში საყვარელ ადამიანზე გათხოვებამ და მის გვერდით ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ?

– როგორც ახლა მე ვარ, ყველა ქალისთვის საოცნებო მდგომარეობაა. უკვე გიგა და მე არა მარტო ცოლ-ქმარი, არამედ საუკეთესო მეგობრები ვართ. ჩათვალეთ, ვცხოვრობ საუკეთესო მეგობართან, გვაქვს უამრავი საერთო ინტერესი, ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად, გვიყვარს სახლში ყოფნა და, თუნდაც, არაფრის კეთება. უფრო ხშირად კი, გვიყვარს საერთო საქმეების გაკეთება. ბევრი ერთნაირი ჰობი გვაქვს, სახლში არ ვიწყენთ, ვართ მეგობრულად და პლუს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ანუ, ეს მდგომარეობა, ყველაზე საოცნებოა ჩემთვის. ერთადერთი, მე ვარ ცოტა პრეტენზიული (იცინის). ძირითად შემთხვევებში კი, ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს და მომავალშიც, იმედია, ასეთ ურთიერთობას შევინარჩუნებთ და ერთად სულ სიყვარულისა და კარგი მოგონებების საღამოები გვექნება. წინათგრძნობა მაქვს, რომ გიგას შემოსვლით ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მასთან ერთდ ყველაფრის მოტივაცია მეძლევა და ფაქტობრივად, ერთმანეთის ინსპირაციის წყაროები ვართ. ერთნაირად ვფიქრობთ და ერთნაირად ვუდგებით საქმეებს. დარწმუნებული ვარ, პირადში, ხელოვნებაში და თუნდაც სხვა საქმიანობაში, სიყვარულითა და სიხარულით დატვირთული დღეები მელოდება. იმედია, ასე იქნება.

– ნამდვილად ზღაპრული ქორწილი გქონდათ. იღებდი მონაწილეობას მის დაგეგმაში თუ ორგანიზატორებმა მოგიწყვეს სიურპრიზად ის გარემო, სადაც არაჩვეულებრივი, დასამახსოვრებელი, სიყვარულით, სიმღერითა და სითბოთი გაჯერებული საზეიმო საღამო შედგა?

– თავადპირველად, სადა ქორწილზე ვფიქრობდით – მცირე რაოდენობის სტუმრებით. მაგრამ, იმდენად გვიყვარს ჩვენი სამეგობრო, ოჯახის წევრები და სანათესაო, არ გვინდოდა, ვინმე გამოგვეტოვებონა, რომ ვერ დასწრებოდა და გაეზიარებინა ჩვენი სიხარული და სიყვარული. საბოლოოდ ჩვენს ქორწილს ბევრი სტუმარი დაესწრო, დაახლოებით, 250 – ყველა ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი. რაც შეეხება ორგანიზებას, ქორწილის დღე მე და გიგამ დავაორგანიზეთ. გიგა ძალიან ჩართული იყო ამ ყველაფერში. ყველა ესთეტიკურ დეტალში ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებას. მე მხოლოდ მუსიკის ამბები დავგეგმე, რაც ჩემს ქორწილში აუცილებლად დიდი დოზით უნდა ყოფილიყო. ასევე, დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები, ყველას პატარ-პატარა დავალებები ჰქონდათ და გულიანად შეგვისრულეს. ქორწილში ყველაფერი ხელით იყო გაკეთებული. გიგას გათენებული ღამეები ამად ღირდა. ძალიან დაგვეხმარნენ გიგას მეგობრებიც. ასე რომ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ქორწილი, თავიდან ბოლომდე მე და გიგამ დავაორგანიზეთ, რა თქმა უნდა, მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით. იმდენად მოგვეწონა ქორწილის მზადების პროცესი, ვფიქრობთ, ჩვენს მეგობრებს ქორწილები ჩვენ დავუორგანიზოთ (იცინის). სხვათა შორის, ვამბობდით: მგონი, ქორწილისთვის მზადების პროცესში ერთმანეთი უფრო შეგვიყვარდაო (იცინის). პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქორწილით. მიხარია, რომ ჩემი მეორე ნახევარი ასე კარგად მიცნობს, მიგებს და იცის, რომ განსაკუთრებული და არასტანდარტული რაღაცები მიყვარს, რაც ჩემს ქორწილს ნამდვილად ახლდა.

– არასტანდარტულში და განსახვავებულში, ალბათ ვერტმფრენს გულისხმობ, რითიც საკუთარ ქორწილში მიხვედი, უფრო სწორად, ჩაფრინდი.

– დიახ, სწორედ ვერტმფრენი ვიგულისხმე. გიგას იდეა იყო, ჩვენს ქორწილში ვეტმფრენით მისვლა, ანუ როგორც თქვენ თქვით, ჩაფრენა. გადავირიე სიხარულით და ვუთარი კიდეც: თუ ეს გამოვა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება-მეთქი. მე პირველად ვიჯექი ვერტმფრენში და თან, ჩემს ქორწილში. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ სასწაული ადრენალინი იყო, არაჩვეულებრივად გვატარა და ქორწილზე ნერვიულობა საერთოდ მომეხსნა. ვეტმფრენი მიწაზე რომ დაჯდა და მე და გიგა გადმოვედით, სასწაული ემოცია იყო, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ახლიდან დავიბადე. მოკლედ, ვერტმფრენით ფრენა, ძალიან დამეხმარა საქორწილო ნერვიულობის მოხსნაში. უდიდესი მადლობა კომპანია „ავიაკოფტერს“, რომელმაც ჩვენ ეს ფრენა, გრანდიოზული შემოსვლა და ჩვენს სტუმრებს უდიდესი შთაბეჭდილება სრულიად უფასოდ გვაჩუქა. ეს იყო სიურპრიზი, არავინ იცოდა, მხოლოდ ჩვენმა მშობლებმა. უცებ რომ შემოვარდა ვერტმფრენი „შუაგულის“ ცაზე, ყველა აღფრთოვანებული იყო, გაოცებული იყურებოდნენ ცაში, რა ხდებაო. მოკლედ, ჩვენი ქორწილიც ჩვენსავით ენერგიული, სიყვარულით სავსე იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობდა, ყველამ გაიზიარა ჩემი და გიგას ხასიათი და დღის ბოლოს ყველა ერთად ცეკვავდა სცენასთან. ასეთი შეკრული და მეგობრული ქორწილი იშვიათია და ეს არა მარტო ჩემი და გიგას, არამედ ჩვენი მშობლებისა და მეგობრების დამსახურებაცაა. სტუმრებისთვის, ასევე, სიურპრიზი იყო, სცენაზე ჩემი და მამას დუეტი. სხვათა შორის, მამასთან ერთად დიდი ხანია, არ მიმღერია და მის გვერდით თეთრ კაბაში დგომა და მასთან ერთად მღერა ორმაგად ემოციური იყო. ქორწილში ჩემი უცხოელი მეგობრებიც იმყოფებოდნენ და გადარეულები იყვნენ, ისე მოეწონათ ქართული სუფრა, მუსიკა, ცეკვა და მოლხენა. ერთი სიტყვით, ისეთი ქორწილი გამოვიდა, რომ ვერ ვიოცნებებდი.

– ქორწილის მერე თაფლობის თვეც გქონდათ და როგორც ვიცი, მოგზაურობიდან არაჩვეულებრივი განწყობით დაბრუნდით.

– თაფლობის თვე იტალიაში, ამალფის სანაპიროსა და კაპრიზე გავატარეთ. საოცარი სილამაზეები ვნახეთ და სასწაული დღეები გვქონდა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება მეც და გიგასაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა