შოუბიზნესი

რას არ იხსენებს რუსკა ხვედელიძე წარსულიდან და ვინ არის მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 26.06

რუსკა ხვედელიძე
დაკოპირებულია

ახლახან ულამაზესი რუსკა ხვედელიძე ტელეკომპანია „პოსტ ტვ-ის“ წამყვანი გახდა. თანაწამყვან, ასევე უსაყვარლეს მსახიობ, ნატუკა გულისაშვილის გვერდით ის დადებითი ენერგეტიკითაა სავსე და თავის საქმესაც დიდი სიყვარულით ასრულებს.

რუსკა ხვედელიძე: ეს წელი ძალიან კარგად დაიწყო. ახლახან შევუერთდი „პოსტ ტვ-ის“ გუნდს, სადაც შუადღის გადაცემის წამყვანი გავხდი, თანამეწყვილე, უსაყვალეს მსახობ, ნატუკა გულისაშვილთან ერთად. დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მიგყავს გადაცემა, ვინ არის შენი მეწყვილე. მე და ნატუკა დიდი ხნის მეგობრები ვართ. ტელევიზიაში, რადიოში გვიმუშავია ერთად და ძალიან მიხარია, რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ. ორივე აქტიურები და მხიარულები ვართ, იმავდროულად, ენერგიულებიც და სიმართლე გითხრათ, როცა შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმებოდი თუ არა. დარწმუნებული ვარ, წარმატებულები ვიქნებით დიდი რეიტინგით.

- ახლახან დაიწყე მუშაობა და ზაფხულის პერიოდში გეკუთვნის შვებულება, რომ დაისვენო და მომავალ სეზონს ახალი შემართებითა და ენერგიით შეხვდე?

- ზაფხულის პერიოდში მეც და ნატუკასაც მუშაობა მოგვიწევს. ზოგადად, წელიწადის ყველა დრო მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ზამთარი, რადგან სიცხე დისკომფორტს მიქმნის. მართალია, ამ ზაფხულს მუშაობა მიწევს, მაგრამ მუშაობასაც მოვასწრებ და დასვენებასაც. გერმანიაში მივდივარ და იქიდან ვიმუშავებ, ცოტას დავისვენებ და ფეხბურთსაც გავაშუქებ. ასე რომ, მაყურებელს ელის ჩემი საინტერესო ჩართვები გერმანიიდან.

- რუსკა, იყო შენს კარიერასა თუ ზოგადად, ცხოვრებაში რთული პერიოდები?

- მადლიერების გრძნობა მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული. შეიძლება ითქვას, მიმართლებს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ყველაფერს შრომაც თან სდევს. ბევრი წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ, მიყვარს ეს სფერო და ჩემი პროფესია. გამომდინარე აქედან, პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვა მიწევს, თუმცა პოზიტიურად ვუყურებ, რადგან ნებისმიერ სფეროშია სირთულეები და თუ შენი საქმე გიყვარს, შეუძლებელი არაფერია, დაბრკოლებებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს. როგორც ყველას, ჩემს ცხოვრებაშიც ბევრჯერ დამდგარა რთული პერიოდი, მაგრამ თუ ის დრო ჩავლილია, ვცდილობ, არ გავიხსენო. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ისეთი სირთულე, როცა გინდა, დანებდე, გადაბრუნდე საწოლში და თავზე საბანი გადაიფარო. ვფიქრობ, ვინც ასე ფიქრობს, გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, პოზიტიურად რომ განაწყობს, დააიმედებს და აუხსნის, რომ ეს დროებითია. პირადად ჩემთვის, როცა უცხო ადამიანები ქუჩაში მცნობენ და სიყვარულს გამოხატავენ, ეს სტიმულია იმისა, წინ და წინ ვიარო. მინდა, ვიყო ძლიერი, წინ სიარული მირჩევნია, უკან ყურებას და წარუმატებელი პერიოდების გახსენებას. ყოველთვის ვამბობ, ცუდ პერიოდებზე არ უნდა იფიქრო, რომ ნეგატიური ენერგია უკან არ მობრუნდეს და წარმატება არ შეაფერხოს. ცხოვრების ყველა ეტაპი ადამიანისთვის გამოცდილებაა, თავისი წარმატება-წარუმატებლობითა და გულისწყვეტით. ნამდვილად ვერ ვიტყვი, იქ რატომ წავედი, ან ის რატომ გავაკეთე-მეთქი. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებას ეხება, თავისი სირთულეებით, მიმაჩნია, რომ ასეც უნდა ყოფილიყო - უნდა გამევლო და მიმეღო გამოცდილება. ნამდვილად არაფერს შევცვლიდი. ბევრი ამბობს, ცხოვრების გზაზე ბევრი მეგობარი დავკარგე, ბევრი რამ გადავაფასეო. მეგობრები ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, არიან და იქნებიან. წლებთან ერთად, ბევრი რამ შეიძლება გადავაფასო, დავფიქრდე, მაგრამ მეგობრებში, რომლებიც ჩემთან ერთად მოდიან ამ წლების განმავლობაში, ძალიან გამიმართლა. სწორად შერჩეული, ნამდვილი მეგობრები მყავს, ვისაც ჩემი წარმატება უხარიათ და სირთულეებს ჩემთან ერთად განიცდიან. ასეთი ურთიერთობები დღეს იშვიათობაა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ გარემოებაში ჩემ გვერდით დგანან და ამისთვის მადლობა მათ. რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, გვერდით რომ გავიხედავ, ისინი დგანან. მათი იმედი ყოველთვის მაქვს, სულ ჩემთან ერთად არიან.

- წლებია, ინარჩუნებ შესაშურ წონას და არაჩვეულებრივად გამოიყურები. ამისთვის ბევრი ძალისხმევა გჭირდება?

- ნამდვილად არ ვუთმობ დიდ დროს თავის მოვლას. ვერ გეტყვით, დიეტას ინტენსიურად ვიცავ, ან სულ ჯანსაღად ვიკვებები-მეთქი. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ. არ მაქვს იმის ფუფუნება, ჯანსაღად ვიკვებო, თუმცა, ვცდილობ, გარკვეული რაოდენობის ცილა და წყალი მივიღო და საღამოს არ ვიკვებო. შეძლებისდაგვარად, კვირაში ორჯერ ან თუ დრო მაქვს, სამჯერ ვვარჯიშობ, რადგან მომწონს, ენერგიასა და თავდაჯერებულობასაც მმატებს. როცა დრო მაქვს, აუცილებლად ვვარჯიშობ. ზოგი გარკვეულ კილოგრამებს იმატებს და მაინც კარგად გამოიყურება. მე ზედმეტი კილოგრამები არ მიხდება. თუ რამდენიმე კილო მოვიმატე, არ მსიამოვნებს, ვერ ვიხდენ და ვირგებ სამოსს, რომელსაც ხშირად ვიცვამ. თუ ცოტა მოვიმატე, კვების რაციონს ვზღუდავ და ერთ-ორ კვირაში შემიძლია, სასურველი წონა უპრობლემოდ, ზედმეტი დიეტებისა და შიმშილის გარეშე, მოვიცილო და დავიკლო უმტკივნეულოდ. ზოგადად, მკაცრი დიეტების მომხრე არ ვარ.

- ადრეულ ასაკში გახდი დედა. წლებია, საქმით ხარ დაკავებული და გიყვარს შენი სამსახური, სადაც უმეტეს დროს ატარებ. შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ვარ დედა. ადრეულ ასაკში გავაჩინე შვილი, ახლა 15 წლის ხდება და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ვცდილობ, მთელი ჩემი თავისუფალი დრო მას დავუთმო. ილიასთან ურთიერთობით დიდ პოზიტივსა და ენერგიას ვიღებ. ვცდილობ, მთელი დღე თუ არა, რამდენიმე საათი მაინც დავუთმო. ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა ძალიან ზედმეტადაც, არა. როცა ერთად ვართ დედა, მე და ილია, დედაჩემი ჰგონიათ ილიას დედა და მე მისი და (იცინის). მაღალიცაა და მართლა და-ძმასავით ვართ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ დედა-შვილი ვართ. ბათუმში ვიყავით დასასვენებლად და სანაპიროზე ბავშვი რომ მეძახდა, დედა-დედაო, ხალხი შოკში ვარდებოდა (იცინის). ილია ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცია. უფლის მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ცხოვრებაში გამიმართლა და ამისთვის მადლობა უფალს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული