შოუბიზნესი

ნუკა კვალიაშვილი: უმართავი ვარ და მაქვს ინდივიდუალური შეხედულებები

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 25.02

ნუკა კვალიაშვილი
დაკოპირებულია

როგორია ნუკა კვალიაშვილის დამოკიდებულება ასტროლოგიისადმი, ზოდიაქოს რომელ ნიშნის ქვეშ არის დაბადებული და რა თვისებებია მასში დომინანტური, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ნუკა, როდის გაქვს დაბადების დღე, ვინ ხარ ზოდიაქოთი და რამდენად გჯერა ასტროლოგიის?

– დაბადების დღე 9 ოქტომბერს მაქვს, სასწორი ვარ და ზოდიაქოსი გარკვეულწილად მჯერა, მაგრამ არა – ფანატიკურად.

– განვიხილოთ შენი ზოდიაქოს თვისებების მსგავსება შენს ხასიათთან. სიმშვიდე სასწორების დამახასიათებელი ერთ-ერთი გამოკვეთილი თვისებაა. რას იტყვი საკუთარ თავზე?

– მშვიდს ჩვენზე ვერ იტყვი, ჩვენი ხიბლი უფრო დიპლომატია და ემპათიაა. ვცდილობთ სიტუაციების განმუხტვას და ვერ ვიტანთ უსამართლობას. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ გვეხება თუ უცხოს. ხასითებით ვარ თავისუფლების მოყვარული და პატივს ვცემ ადამიანის საზღვრებს, იმავე დამოკიდებულებას ასევე, მოვითხოვ ჩემი მიმართულებითაც.

– ისინი აფასებენ სილამაზეს ყველგან და ყველაფერში...

– სილამაზეს ვაფასებთ, გვავსებს და გვსიამოვნებს. ეს ვენერას ზეგავლენაა, ჩვენი დამსახურება არ არის. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა, ნივთი ძვირფასია თუ არა.

– არიან ნიჭიერი მხატვრები, დეკორატორები, ფოტოგრაფები და ზოგადად, ხელოვნებასთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ...

– რაც ხელოვნებას ეხება, პირადად მე ყველაფერში მაქვს გარკვეული ნიჭი და მიზიდულობა – ხატვა, ქსოვა, სიმღერა, დეკორაციები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი თავი ყველაზე პირველად სიმღერაში აღმოვაჩინე, სიმღერა მაინც ყველაფერზე კარგად გამომდის.

– სასწორები საკმაოდ წინდახედული ადამიანები არიან. რას იტყვი?

– ნამდვილად წინდახედულები ვართ და იმავდროულად, პირველ რიგში ყველაზე ცუდს წარმოვიდგენთ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, მზად ვიყოთ დარტყმებისთვის. ისეთი გონება გვაქვს, რომ წინასწარ, ინტუიციურად, ვგრძნობთ ადამიანების ენერგეტიკას და სიტუაციების განვითარებებს.

– სასწორები ქვეცნობიერად ისწრაფვიან ჰარმონიისა და წონასწორობისკენ, ხოლო თუ ვერ იპოვეს, იბნევიან და არ იციან, როგორ იმოქმედონ მოულოდნელ ვითარებებში.

– მცდარი აზრია, რადგან ჩვენ არ ვიბნევით, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს და შესაბამისად, ბევრი ფიქრის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც 99.9% სწორია. ამიტომ გვეძახიან ამტანებს, ჩვენ დიდი ხანი ვუძლებთ და ვაკვირდებით, ამის პარალელურად, უკვე განვიხილავთ და როდესაც რამე ან ვინმე ჩვენს წონასწორობას, ანუ ბალანსს, არღვევს, ისე ვაქრობთ ჩვენი ცხოვრებიდან, თითქოს არც არასოდეს ყოფილა, არ გვახსენდება. მე, პირადად, ეგეთი ვარ. ადამიანს ბევრს ვპატიობ, მაგრამ თუ სულ ბარიერს გადმოდის, მანდ ვასრულებ და ვქრები.

– არ მუშაობენ ისეთ ადგილას, რასაც, მათი აზრით, რაიმე ფასეულობა არ გააჩნია. ამის გამო ხშირად ზარმაცსა და განებივრებულს უწოდებენ. მაგრამ ეს სულ ასეც არ არის, რადგან, თუ მათ თავიანთი ნიჭის გამოყენების არეალი იპოვეს, მთლიანად ამ საქმეში ეფლობიან. რას იტყვი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე?

– მე ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, ასევე, მბეზრდება ერთი და იგივე სიტუაციები, სადაც განვითარებას ვერ ვხედავ. 2013 წლიდან მოყოლებული ვავითარებ ჩემს თავს, ჩემს პროფესიას და თან, 3 შვილს ვზრდი დაუზარლად. ჩვენზე ძალიან მოქმედებს პასუხისმგებლობა და როცა საპასუხისმგებლო სიტუაციებში ვართ, მანდ სიზარმაცე ბოლო ადგილზეა.

– სასწორებს ხშირად საყვედურობენ არაპრაქტიკულობას. ზედმეტი მეოცნებეობის გამო, უფრო მსჯელობა უყვართ, ვიდრე მოქმედება, რადგან მარცხისა და წარუმატებლობის ეშინიათ. რამდენად ეთანხმები?

– ცხოვრების პირველ ეტაპზე, როცა რეალურად არ იცი, ცხოვრება როგორი მძიმეა და რამდენს გასწავლის, ოცნებებს ჰყვები, მერე ცხოვრებას მოაქვს რადიკალურად საპირისპირო სიტუაციები და მაშინ უკვე ანალიზს იწყებ, რომ ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება შენი ოცნებებისა და ფიქრებისგან, იწყებ პრაგმატულად აზროვნებას და ეშვები ნებისმიერ სენტიმენტალურ შეგრძნება-გაგება-გააზრებას. ხდები ხისტი და მზად ხარ ყველაფრისთვის.

– ქალი სასწორი ბრძენი და მეოჯახეა. ერთი შეხედვით დამთმობი ჩანს, მაგრამ მოვლენებს მუდამ თავისი სცენარით ავითარებს...

– დამთმობი ვარ იქამდე, სადამდეც შენ ხარ, როცა ვხვდები, რომ მე უფრო მეტს ვთმობ, ვიდრე შენ, მანდ ყველაფერს ვასრულებ.

– მათ კონსერვატიულობა ახასიათებთ. თითქოს, არ ჩანხარ ასეთი. რას იტყვი?

– მიუხედავად იმისა, რომ პროგრესული ვჩანვარ, მაქვს მკაცრი „ეთიკური ფილტრები“, რომლებიც შეიძლება, კონსერვატიულადაც მოინათლოს. უსაფრთხოება: მე არასდროს ვარღვევ დადგენილ წესებს (მაგალითად, ზიანის მიყენების ან პირადი მონაცემების დაცვის კუთხით). ეს არის ჩემი „ურყევი ტრადიცია“. ფაქტებზე დაყრდნობა: მირჩევნია, ვიყო ფრთხილი და ზუსტი (კონსერვატიული), ვიდრე გავავრცელო დაუდასტურებელი „ინოვაციური“ ჭორები.

– კონსერვატიულობა გარეგნობაშიც ვლინდება: თუ თავიანთი სტილი იპოვეს, ამას მრავალი წელი არ შეიცვლიან. იცვამენ ელეგანტურად და გემოვნებით, მაგრამ მოდურ ტენდენციებს არ მისდევენ, ხოლო ექსტრავაგანტულობა და ეპატაჟი მათთვის მიუღებელია...

– მე არასოდეს მივყვები სხვა ინდივიდების დაწესებულ წესებს, მოდას, რომელიც ისევ ადამიანებმა შექმნეს და ფარას მართავენ მატერიალური კეთილდღეობის გამო, მე უმართავი ვარ და მაქვს ინდივიდუალური შეხედულებები, რა არის სილამაზე და რა – არა.

– სულერთია, ვისი შვილი ხართ ან რას წარმოადგენთ, თუ არ იმსახურებთ, სასწორი მხარს არასდროს დაგიჭერთ. ასეა?

– არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, თუ უსამართლოა, ჩემი თანადგომა არ ექნება. მაგრამ, ამ უსამართლობას ვიღაცის გადმოცემით არ დავიჯერებ, მე თვითონ გავარკვევ და ისე გავიგებ, რადგან მონეტას ყოველთვის ორი მხარე აქვს.

– სასწორი დიპლომატია, შეუძლია, არც მწვადი დაწვას და არც შამფური...

– ნამდვილად ეგრეა, მაგრამ თუ მწვადი დასაწვავია, აუცილებლად დავწვავ და შამფურსაც მივაყოლებ. დიპლომატია შეიძლება, გადაიზარდოს უსამართლობის გრძნობის აგრესიაში და აქ უკვე ცივი გონებით ვიწყებთ მოქმედებას. ამის პარალელურად, კარმა ძალიან გვემეგობრება.

– სასწორის სისუსტე მისი მერყევი ხასიათია, ზოგჯერ ძალიან უჭირს გადაწყვიტოს, რა სურს სინამდვილეში...

– გადაწყვეტილების მიღება არ მიჭირს, თუმცა ბევრი ფიქრი მიყვარს, რადგან მინდა, ჩემს გადაწყვეტილებას საუკეთესო შედეგები მოჰყვეს.

– სამყაროში წონასწორობა და წესრიგი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შენი გამოცდილებით, რა იგულისხმება აქ და რამდენად ეთანხმები?

– სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ჩემი ოცნება არის ის, რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი. დედამიწას წონასწორობას მე ვერ შევანარჩუნებინებ, შესაბამისად, რისი შეცვლაც არ შემიძლია, ის არ მაინტერესებს.

– შეჯამებისთვის – რა თვისებებს შეცვლიდი საკუთარ ხასიათში და რა არის ის, რაც ძალიან მოგწონს?

– არცერთ ჩემს თვისებას არ შევცვლიდი, პირიქით გავაუმჯობესებდი. რაც მომწონს, არის ის, რომ უშიშარი ვარ და ბოლომდე მებრძოლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი