რელიგია

უფლის გზაზე

№22

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.06, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მეცნიერება, ცოდნა, სიბრძნე

როგორ მდიდრდება სამყარო უბედურებებითა და მწუხარებებით! საჭიროა, რომ არანაკლებ მდიდრდებოდნენ ღვთის შვილები მოწყალების გრძნობებითა და საქმეებით!

***

კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს: მაგრამ ცუდია, თუ მშრალი და დაკრუნჩხული ხელი გაქვს, რომელიც გლახაკისაკენ არ არის გაწვდილი!

***

ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ვინმეს და სიკეთე გააკეთოს, – მაგრამ არ აკეთებს, – საბრალო და ამავე დროს, უღირსი ქმნილებაა!

***

ქალწულების გარეშე ცათა სასუფევლის დამკვიდრება შესაძლებელია! მოწყალების გარეშე კი – არა!

***

თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას. ვინც გიკაკუნებდა, – არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას?

„სულიერი მარგალიტი“

***

ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას გადაიხდის იმქვეყნად უძვირფასეს ალმასად აკიაფდება. თითოეული ცრემლი, რომლის დაღვრასაც მის მიმართ შენი სიცივე და გულის სისასტიკე დაარღვევინებს, შენს სულს დაეცემა ცეცხლოვან წვეთად ღვთის ტახტის წინაშე.

***

„ღმერთი მოგვცემს!“ – ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს! ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: „ღმერთი მოგცემს“. ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ შენც მიეცი; ის მისცემს ღატაკებს, მაგრამ გაიღებს კი იგი შენზე თავის წყალობას, რომელიც შენ შეუდარებლად მეტად გჭირდება, ვიდრე – ღატაკს შენი მოწყალება?!

***

გააფრქვიე სიყვარულისა და ქველმოქმედების ზეთი მოყვასთ და ჩააქრობ გეენიის ცეცხლს, რომელიც ცოდვილს დაწვავს.

***

აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე, აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციერი მადლი იგემო!

***

ღვთის წყალობაა ჩვენზე, როდესაც სხვისი დახმარების შესაძლებლობა გვეძლევა.

***

განა ღვთის დიდება წყალობა არ არის ჩვენზე, რომ ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდვები მოწყალებით გამოვისყიდოა?

***

ნეტარია, ვისაც წმიდა გრიგოლ ნოსელთან ერთად შეუძლია თქვას: „უფალო! ისევე მომექეცი, როგორც მე სხვებს ვექცეოდი!“

ო, საბრალო მიწაზე მოგზაურებო, სად მივდივართ, თუკი არ მივუყვებით ქრისტიანული მოწყალების გზას ქრისტეს მოწყალებისაკენ?!

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი