უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
წაიკითხე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთისთვის დრო გემეტება.
ერთ დღეს სატანა და იესო საუბრობდნენ. სატანა დადიოდა და დაცინვით ამბობდა:
„დიახ, მე ხალხით სავსე დედამიწა ჩავიგდე ხელში, მე ისინი ხაფანგში გავაბი, ანკესზე წამოვაცვი და ვერ კი გამიწიეს წინააღმდეგობა. ყველა მათგანი დაეცა!“
„რას უპირებ მათ?“ - ჰკითხა იესომ.
„უნდა გავერთო მათით“ - უპასუხა სატანამ - “ვასწავლი მათ, როგორ დაქორწინდნენ და როგორ განქორწინდნენ, როგორ სძულდეთ და შეურაცხყოფა მიაყენონ ერთმანეთს, რომ სასმელს მიეძალონ და მოწიონ ბევრი და ასევე, რა თქმა უნდა, ვასწავლი, როგორ გამოიგონონ იარაღი და ბომბები და როგორ გაანადგურონ ერთმანეთი. მართლაც კარგად გავერთობი“
„და მერე რას იზამ, როცა ეს ყველაფერი მოგბეზრდება?“ - ჰკითხა იესომ.
„ოჰ, მე მოვკლავ მათ“ - უპასუხა სატანამ სიძულვილითა და ამაყი გამომეტყველებით.
„რამდენად მომყიდი მათ? - ჰკითხა იესომ
„შენ არ მოგეწონება ეს ადამიანები, ისინი ცუდები არიან. რად გინდა მათი ფლობა. შენ წაიყვან მათ, ისინი კი შეგიძულებენ. სახეში შეგაფურთხებენ, დაგწყევლიან და მოგკლავენ. ისინი არ მოგეწონება“
„რამდენი გადაგიხადო მათში?“ - ჰკითხა იესომ ისევ.
სატანამ შეხედა იესოს და დამცინავად უთხრა:
„მთელი შენი სისხლი, შენი ცრემლები და შენი სიცოცხლე“.
იესო დაეთანხმა. ასე გადაიხადა იესომ ფასი შენთვის.
უცნაურია, როგორ ადვილად შეიძლება ღმერთის არდაფასება და შემდეგ გვიკვირს, რატომ მიდის სამყარო ჯოჯოხეთში.
სასაცილოა, როცა ადამიანი ამბობს „მე მჯერა ღმერთის“ და მიჰყვება სატანას თავისი საქმეებით.
უცნაურია, რომ ადამიანებს ის უფრო ანაღვლებთ, სხვები რას ფიქრობენ მასზე, ვიდრე ის, თუ ღმერთი რას ფიქრობს მათზე...
ათი რამ, რასაც ღმერთი არ გკითხავთ, როცა მასთან მიხვალთ:
1 - ღმერთი არ გკითხავთ, რა მოდელის მანქანა გყავდათ, ის გკითხავთ, რამდენ ადამიანს მოემსახურეთ ამ მანქანით.
2. ღმერთი არ გკითხავთ, რამდენ კვადრატულ მეტრს მოიცავს თქვენი სახლი. ის გკითხავთ, რამდენი შეჭირვებული ადამიანი მიიღეთ სტუმრად.
3. ღმერთი არ გკითხავთ, რომელი ბრენდის ტანსაცმელს ატარებდით. ის გკითხავთ, რამდენი ადამიანი შემოსეთ.
4. ღმერთი არ გკითხავთ, რამდენ თანხას გამოიმუშავებდით, ის გკითხავთ, თუ იყო ეს ფული პატიოსანი გზით ნაშოვნი.
5. ღმერთი არ გკითხავთ, რა იყო თქვენი თანამდებობა, ის გკითხავთ, თუ ასრულებდით თქვენს მოვალეობას საუკეთესოდ.
6. ღმერთი არ გკითხავთ, რამდენი მეგობარი გყავდათ. ის გკითხავთ, რამდენი ადამიანი გთვლიდათ ნამდვილ მეგობრად.
7. ღმერთი არ გკითხავთ, სად ცხოვრობდით. ის გკითხავთ, როგორ ექცეოდით თქვენს მეზობლებს.
8. ღმერთი არ გკითხავთ თქვენი კანის ფერს. ის მოგკითხავთ შინაგან სისუფთავეს.
9. ღმერთი არ გკითხავს, რატომ დაგჭირდა ამდენი დრო, რომ გადარჩენა მიგეღო. ის სიყვარულით მიგიღებს, გაგკიცხავს გაფლანგული დროისთვის და მოგცემს კიდევ ერთ შანსს, რომ მოექცე მისკენ.
10. ღმერთი არ გკითხავს, რამდენ ადამიანს გაუზიარე ეს სიტყვა. ის უბრალოდ გკითხავს, უხერხლობა ხომ არ იგრძენი ამის გაზიარებისას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



