რელიგია

უფლის გზაზე

№5

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.02

რელიგია
დაკოპირებულია

ერთი ჭაბუკი ნაცნობი მივიდა ბერ ანტონთან და ჰკითხა:

- ღირსო მამაო, ცოლი მომყავს და მირჩიე, როგორ მოვიქცე, რომ შინ იდილია გვქონდეს და სულ მუდამ მშვიდად და ტკბილად ვიცხოვროთ ერთმანეთში?

ბერმა ანტონმა ღიმილით უპასუხა:

- პირველ რიგში, არ დაიზარო და ყოველდღე შეახსენე შენს მეორე ნახევარს, რომ ძალიან გიყვარს; აუსრულე მას, რაც კი გთხოვოს და მთელს სახლეულობაზე გააბატონე, რომ თავი საყვარელ ქალად და დიასახლისად იგრძნოს და არა შინა-მოსამსახურე მხევლად. ოღონდ შენზე გაბატონების ნება არ მისცე, რომ მამასახლისად არ იქცეს, თორემ ის დაგემართებათ, რაც ადამს და ევას დაემართათ სამოთხეში.

* * *

ერთხელ ბერი ანტონი ქალაქში წავიდა საყიდლებზე. ბაზრის შესასვლელთან ახლოს, ტროტუარზე ჩამომჯდარი თავისი ძველი ნაცნობი ნახა. მეტად დამწუხრებული იჯდა და შიგადაშიგ მწარედ ოხრავდა. ბერმა ანტონმა ჰკითხა:

- რა მოგიხდა, ძმაო, რატომ ხარ ასეთი დამწუხრებული? მე ხომ ვერ გიშველი რამესო?

კაცმა ამოხედა ნაღვლიანი თვალებით და ოხვრას ამოაყოლა თქმული:

- ეჰ, შენ რას მიშველი, ბერო, ცოლი წამივიდა სახლიდან, სხვას გაჰყვაო.

ბერ ანტონს გაეღიმა:

- მაგაზე დამწუხრებული კი არ უნდა იყო, არამედ მადლობა უნდა შესწირო ღმერთს, რომ ოჯახის მტერი შინიდან დროულად მოგშორდა, თორემ თუ ღალატი ედო გულში, ადრე თუ გვიან მაინც გიღალატებდა და შეიძლება, ისეთ დროს გაეკეთებინა ეს, რომ მთელი სახლ-კარი თავზე დაექციაო.

* * *

მოხუცი ბრძენი, თავის მოწაფესთან ერთად მდინარის პირას სეირნობდა.

ხედავს მორიელი იხრჩობა წყალში.

მოხუცი შეეცადა, მის გადარჩენას.

მოწაფემ შეაჩერა:

- ის დაგკბენთ, პატივცემული, ნუ გააკეთებთ ამას.

მოხუცმა, მაინც გამოიყვანა მორიელი სამშვიდობოს, მერე კი სწრაფად გაუშვა ხელი და იქაურობას გაეცალა.

- ახლა კი კარგად მომისმინე ჩემო კარგო, მოუბრუნდა მოწაფეს.

ადამიანმა არასოდეს არ უნდა შეიცვალოს თავისი ბუნება, ხასიათი, მოქმედებები, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო რომ, ვიღაც უღირს და უმადურს გადაეყრება.

შენ ყოველთვის გააკეთე ის, რასაც სამართლიანად თვლი.

უმადური კაცის ბუნება არის არდანახვა-არდაფასება სიკეთის და სიცოცხლის ბოლომდე, ისინი ასეთებად რჩებიან.

ეს კი შენ, სულაც არ გაძლევს, იმის უფლებას, იმ სიყვარულისა და სიკეთის უნარი მოკლა შენში, რაც უზენაესისგან გებოძა.

და მარად გახსოვდეს, შენთვის ყველაზე უპირველესი, ყველაზე ღირებული უნდა იყოს საკუთარი სინდისი, ვიდრე რეპუტაცია.

რადგან სინდისი არის ის, ვინც შენ ხარ სინამდვილეში.

ხოლო რეპუტაცია არის ის, რასაც სხვები ამბობენ შენზე.

* * *

ერთხელ ქალს ჰკითხეს:

რას „იგებ“ ღმერთზე რეგულარულად ლოცვიდან?

მან უპასუხა:

ჩვეულებრივ არაფერს არ ვშოულობ, არამედ რაღაცებს ვკარგავ.

და ის ციტირებდა ყველაფერს, რაც დაკარგა ღმერთთან რეგულარულად ლოცვისას:

სიამაყე დავკარგე.

ამპარტავნება დავკარგე.

სიხარბე დავკარგე.

სურვილი დავკარგე.

მე დავკარგე „ჩემი“ ბრაზი.

ლტოლვა დავკარგე.

ტყუილის სიამოვნება დავკარგე.

ცოდვის გემო დავკარგე.

დავკარგე მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება და გულგრილობა.

ზოგჯერ ვლოცულობთ, არა იმისთვის, რომ რაღაც მოვიპოვოთ, არამედ იმისთვის, რომ დავკარგოთ ის, რაც სულიერად გაზრდის საშუალებას არ გვაძლევს.

ლოცვა ასწავლის, აძლიერებს და კურნავს.

ლოცვა არის ის არხი, რომელიც პირდაპირ ღმერთთან გვაკავშირებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა