რელიგია

სულიერი ცხოვრების შესახებ

№49

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.12, 2020 წელი

სულიერი ცხოვრება
დაკოპირებულია

საკუთარ თავში ისეთ სიხარულს ვგრძნობ, რომ დგება მომენტი, როდესაც ვამბობ: „ღმერთო ჩემო, თუ შესაძლებელია, შემოსაზღვრე ეს სიხარული. დაე, ის ბატარეასავით იყოს, რათა ამოვხაპო, რამდენიც მჭირდება, რომ არ დავეცე.
***
როდესაც დიდი მადლი გადმოდის, ადამიანი მას არ ელის. ის მთელ მის არსებას თავზარს სცემს. მასში წვეთი მწუხარებაც არაა. ადამიანისთვის ასეთი ნეტარება მოულოდნელია. თითქოს მის სხეულში ელექტროდენი გაეტარებინოთ. მაშინ მას აქვს ცრემლები, აუწერელი სიხარული, ცვლილება და ღვთაებრივი სიყვარული. ეს ორჯერ დამემართა და სულის სიღრმემდე შემძრა. სახელდობრ, როცა დემონი ნამდვილად თავს დამესხა და წმიდა არსენს ვუხმე და როცა წმიდა არსენი თავად გამომეცხადა.
***
როდესაც ვინმე ხილვას ჭვრეტს (ღვთისგანაა თუ დემონისგან), ის ამას თავის სულის თვალებით ხედავს.
***
როცა ადამიანი სინანულით კვდება და სასუფეველში მიდის, თითქოს ავტობუსში იყოს, გარედან კი ძაღლები (ანუ უწმინდური სულები) მისდევენ და უყეფენ. ისინი მის მოგზაურობას ხელს ვერ უშლიან და ვერც წინ აღუდგებიან.
***
როდესაც ქრისტეს კაცი ქრისტესთან ცხოვრობს, სადაც არ უნდა იყოს, თავს სასუფეველში გრძნობს. ისიც წარმოიდგინეთ, რომ ქრისტესთან ერთად ჯოჯოხეთშიც ისეა, როგორც სასუფეველში. ქრისტეს კაცი ლოცულობს, რომ ღმერთმა სასუფევლიდან გამოდევნოს და მის ადგილას ვინმე ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს. დემონი კი, სასუფეველშიც რომ განათავსო, მაშინვე ჯოჯოხეთს იგრძნობს.
სულიერ საქმეებში წარმატებულ სულებზე ბერი ამბობდა, რომ ისინი „რადარივით იჭერენ ღვთაებრივ მოვლენებს“.
***
ყველა შეჯიბრებაში ვართ ჩართულნი. ერთნი თამაშობენ და სტადიონებსა და მოედნებზე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურთს სტყორცნიან და თასებსა და ჯილდოებს იღებენ. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი შეჯიბრის თასი სათნოებებითა და კარგი ქმედებებით აავსოს და მუდამ მზად იყოს, ის ღმერთს სავსე მიართვას.
***
არ ვიცი, იყიდე თუ არა აბბა ისააკ ასურის „ასკეტური სწავლებები“. ეს წიგნი ძალიან დაგეხმარება, მაგრამ საჭიროა, წყნარად, ნელ-ნელა შეისწავლო ის, რათა საკვები შეითვისო. საერთოდ, მთელი მონასტრის გარემო ძალზე დაგეხმარებოდა, სულიერ ცხოვრებას მისჩვეოდი, ყველაზე მეტად კი – პირად ლოცვას, რამეთუ ეს სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებდა, რომლის მიღწევასაც გადარბენაში ცდილობ. ასევე, გამუდმებული ლოცვა აღავლინე და თანდათან გადადი გონისმიერზე. რომელიც სულიერ შვილს ზეციურ მამასთან შეაერთებს.

სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა