რელიგია

რწმენა და კეთილი საქმეები

№8

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.03, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

რწმენა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.

* * *

კეთილი საქმეები რწმენის სულია; რწმენა კეთილ საქმეებთან ერთად – ცოცხალი რწმენა.

* * *

ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათნოებაც.

* * *

შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია, ცოცხალმა არსებამ ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე იცხოვროს.

* * *

რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია, ის აზრების რწმენაა და არა – გულისა, არა – სიცოცხლისა.

* * *

რას მოგიტანს: გწამდეს ქრისტიანულად, იცხოვრო წარმართულად?

***

უგუნურებაა, დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული, და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული, მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ სწავლების ჭეშმარიტება, მაგრამ ცხოვრობდე ისე, თითქოსდა იგი ჭეშმარიტება არ იყოს!

* * *

სიტყვით გამოთქმული რწმენა კი არ გვაცხოვნებს, არამედ რწმენასთან შერწყმული საქმეები!

* * *

რწმენა საქმის გარეშე და საქმე რწმენის გარეშე თანაბრად განისჯება.

* * *

რწმენა მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; ეშმაკებსაც სწამთ; რწმენა საქმით უნდა გავამართლოთ: სწორედ ასეთ რწმენას ითხოვს ჩვენგან ქრისტე!

* * *

რწმენა სიყვარულის გარეშე უსიცოცხლო ხატია, სიყვარულთან შეერთებული – ქრისტიანული სარწმუნოებაა, სიყვარულის გარეშე – დემონური სარწმუნოება.

* * *

მთელი სულითა და მთელი ცხოვრებით მიეცი თავი რწმენას, ისე, რომ რწმენა იყოს შენი ცხოვრების მთავარი აზრი, ხოლო მთელი შენი ცხოვრება – რწმენის გამოხატულება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი