რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.03, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: აღდგომის სადღესასწაულო დღეებში არსებობს ერთმანეთისთვის წითელი კვერცხების გაცვლის ტრადიცია. რა სიმბოლოს განასახიერებს წითელი კვერცხი?

პასუხი: სააღდგომო კვერცხში განსახიერებულია უფლის სიკვდილი და აღდგომა – ორი მოვლენა, რომლებიც წმიდა აღდგომის დღესასწაულზე მოიხსენიება. როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან გამოდის სიცოცხლე, რაც მანამდე დაფარული იყო, ასევე, დახურული და დაბეჭდილი სამარხიდან აღსდგა მაცხოვარი და დროთა განმავლობაში აღსდგებიან გარდაცვლილნი მარადიული ცხოვრებისთვის. ეს მარადიული ცხოვრება ადამიანებს მოუტანა მაცხოვარმა საკუთარი სისხლით, რასაც კვერცხის წითელი შეფერილობა აღნიშნავს. ასე რომ, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები წითელ კვერცხებს ცვლიან, ღვთაებრივი რწმენის ერთ უმთავრეს დოგმატს შეახსენებენ ერთმანეთს და რწმენაში განმტკიცდებიან.

კითხვა: უნდა ჩაერიოს თუ არა სხვების კამართში მართლმადიდებელი ქრისტიანი?

პასუხი: მოყვასის სიყვარული ჩვენგან მოითხოვს არა მარტო შეძლებისდაგვარად მშვიდობის შენარჩუნებას, არამედ სხვებს შორისაც მშვიდობიანობის ჩამოგდებას „ნურვინ ეძებს თავისას, არამედ ყველა ეძებდეს სარგებელს სხვისას“ (1 კორ. 10,24). ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად ვერ შესცქერის ერთმანეთთან მტრულად დამოკიდებულ ახლობელ ადამიანებს და ყველანაირად ცდილობს მათ შორის მტრობის აღმოფხვრას.

კითხვა: როგორ განმარტავს მართლმადიდებელი ეკლესია პირჯვრის გადასახვას?

პასუხი: პირჯვრის გადასახვის მრავალი განმარტება არსებობს. ყველა ისინი სხვადასხვა ქრისტიანული წყაროდან მოდის. მათ შორის, ორს ქრისტიანული ეკლესია შედარებით ხშირად იშველიებს ხოლმე. პირჯვრის გადასახვის მისტიკური განმარტება: თავი – გარდამოხსნა ზეცით, მკერდი – ჩასახვა, მარცხენა მხარი – ამაღლდა ზეცით, მარჯვენა მხარი – დაჯდა მარჯვენით ძისა და მამისა. არის ყოფითი განმარტებაც – გონების, გულის, ფიზიკური ძალების (მარჯვნივ და მარცხნივ) განსაწმენდელად.

კითხვა: რას ნიშნავს ლოცვა „დაუჯდომელი“?

პასუხი: სახელწოდება „დაუჯდომელი ლოცვა“ ლოცვის ძალასა და აღმატებულებას გულისხმობს. „დაუჯდომელი ლოცვები“ ძლიერი ლოცვებია და წარმოთქმის დროს განსაკუთრებულ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს. ადამიანი არ უნდა მოდუნდეს და სულით მთლიანად ლოცვისკენ უნდა იყოს მიმართული. სულის სიფხიზლე თავისთავად მოითხოვს, თუკი ადამიანი ჯანმრთელია, ლოცვის დროს მუხლი არ მოხაროს, არ დაჯდეს. „დაუჯდომელ ლოცვებში“ განსაკუთრებულად არის წარმოჩენილი იმ წმიდანებისადმი ვედრება, რომლებისთვისაც ეს ლოცვებია დაწერილი (არსებობს წმიდა სამების, მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანთა „დაუჯდომელი ლოცვები“). ადამიანები ამ ლოცვებს განსაკუთრებული განსაცდელის ან სიხარულის დროს წარმოთქვამენ და წმიდანს შემწეობას სთხოვენ. გულმხურვალებით აღვლენილ ამ ლოცვებს უდიდესი ძალა აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი