რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№7

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.02, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რაში მდგომარეობს სიმდაბლე?

პასუხი: სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავს მიიჩნევს ცოდვილად, არავის ამცირებს, არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, უფიქრდება მხოლოდ საკუთარ თავს და არ ეძიებს სიმდიდრეს, არც დიდებას, არც ქებას, არც პატივს, თვლის რა საკუთარ თავს უღირსად ყოველივე ამისთვის. მამაცურად ითმენს დამცირებას, რადგან მიაჩნია, რომ დაიმსახურა ეს ყველაფერი. ყველას გულთბილად ეპყრობა, მზად არის, ყველას სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და საჭიროების გარეშე მათზე არ ლაპარაკობს.

კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, მომიტევა თუ არა უფალმა ის ცოდვა, რომელიც აღსარებაზე მოვინანიე?

პასუხი: არც ერთი ადამიანი არ უნდა შეუდგეს სინანულსა და აღსარებას, თუკი მას არ აქვს მტკიცე იმედი იმისა, რომ ღმერთი შეუნდობს. აღსარება უნდა იყოს გულწრფელად ნათქვამი და ადამიანი მთელი გულით უნდა ნანობდეს ჩადენილ ცოდვას, ასეთ დროს უფალი მას აუცილებლად შეუნდობს.

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი შეგნებულად სცოდავს და ამბობს, არა უშავს, შემდეგ მოვინანიებ ამ ცოდვასო. რამდენად სწორია ასეთი საქციელი და შეუნდობს თუ არა უფალი ასეთ ცოდვას?

პასუხი: ვინც სცოდავს შენდობის იმედით და წინასწარვე გეგმავს, რომ ცოდვას ჩაიდენს და ეს არაფრად მიაჩნია, რადგან შემდეგ მოინანიებს, ის სულიწმიდის გმობითაც სცოდავს. შეგნებულად სცოდავდე ღმერთის გულმოწყალების უგუნური იმედით, დიდი შეცდომაა. ასე ჩადენილ ცოდვას ადამიანი გულწრფელად ვერ მოინანიებს, რადგან არ ექნება ჭეშმარიტი სინანულის განცდა. ეს თვალთმაქცობა და ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელია.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ცოლქმრული ურთიერთობა დიდი მარხვის დროს, ამ შემთხვევაში ჩამეთვლება თუ არა მარხვა შენახულად. თუ შეიძლება, მიპასუხეთ, რადგან პირისპირ მოძღვართან ამ თემაზე საუბარი მეუხერხულება.

პასუხი: საეკლესიო კანონიკით, ცოლქმრული ურთიერთობა არ შეიძლება დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას და ზიარების წინა დღეებში. დანარჩენ დღეებში ცოლ-ქმარს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ, სურვილისამებრ მოიქცნენ. პავლე მოციქული ოჯახის შესახებ პირდაპირ ამბობს: შეთანხმების გარეშე ერთმანეთს არ განეშოროთო.

კითხვა: შეიძლება თუ არა ჯვარაყრილად ჩაითვალოს ცოლ-ქმარი თუ საპატრიარქოში ამ პროცედურას ორივე მეუღლე არ ესწრებოდა?

პასუხი: თუ ორივე მხარე თანახმაა, მაშინ არ არის მათი ერთდროული დასწრება აუცილებელი, ისინი ჯვარაყრილებად ჩაითვლებიან.

კითხვა: როგორ უნდა მივესალმოთ მოძღვარს, როდესაც მას ვხვდებით?

პასუხი: შეხვედრის დროს მორწმუნე მოძღვარს ასე ესალმება: „მაკურთხე, მამაო!“ ან „დამლოცე, მამაო1“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი