რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№53

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.01

კითხვა-პასუხი
დაკოპირებულია

კითხვა: ვიცი, რომ მართლმადიდებლური ახალი წელი 14 იანვარს აღინიშნება, მაგრამ კალენდარული ახალი წელი 1 იანვარს დგება. უნდა ვიზეიმოთ თუ არა ახალი წელი 1 იანვარს?

პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ახალი სტილით 1 იანვარი მარხვის პერიოდს ემთხვევა. საერთოდ, წლის განმავლობაში ადამიანები მრავალ დღესასწაულს ზეიმობენ, როგორც საეროს, ისე რელიგიურს. მაგრამ ქრისტიანისთვის ქრისტეს შობა უდიდესი დღესასწაულია და ის, სწორედ, ამ დღისთვის ემზადება ლოცვითა და მარხვით. გასაგებია, რომ ყველა პირველ იანვარს ზეიმობს ახალ წელს, მაგრამ უპირველესად, უფალს უნდა უსმინოთ და შემდეგ – ნათესაებსა და ახლობლებს.
კითხვა: შერჩებათ თუ არა თავისი სქესი ქალისა და მამაკაცის სულებს გარდაცვალების შემდეგ?
პასუხი: სული უსქესო არსებაა და მას სქესი არ გააჩნია. ამიტომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ისეთივეა, როგორიც ანგელოზის.
კითხვა: ყველამ უნდა გადაიტანოს თუ არა ამ ცხოვრებაში გასაჭირი და მწუხარება?
პასუხი: დიახ, ჭირი და მწუხარება ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს. ისინი გვეგზავნება ან ბოროტის მოსაკვეთად ან განსწავლისთვის, ან განწმენდისვის ადრინდელ ცოდვათაგან, ან დიდებისთვის მომავალ ცხოვრებაში.
კითხვა: ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ახლობელი ოჯახს ჯადოს გვიკეთებს. ამ ხნის განმავლობაში ავადმყოფობა, უმუშევრობა და ხელმოცარულობა ჩემი ოჯახის თანმდევია, რასაც ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ჯადოსა და ბოროტი ძალის არსებობას ეკლესია არ უარყოფს, ამდენად, შესაძლოა, მართლაც მოქმედებს თქვენზე ეს ბოროტი ენერგია, თუმცა შეგიძლიათ, ჯადოს დაუპირისპირდეთ თქვენი სწორი ცხოვრებით, უფლის რწმენით, ეკლესიურობით, ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. მოდით ტაძარში, დეტალურად გაესაუბრეთ მოძღვარს თქვენს პრობლემაზე და ის დაგეხმარებათ, როგორ უნდა გათავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, უფალი მოწყალეა და ის გაგათავისუფლებთ ამ განსაცდელისგან.
კითხვა: ტაძარში ლოცვის დროს ზოგიერთი ადამიანი ყურადღებას იქცევს თავისი ქმედებით, მაგალითად, ხელაპყრობილი ლოცულობს, ქვითინებს და ასე შემდეგ. რამდენად სწორად იქცევიან ეს ადამიანები?
პასუხი: სულის შინაგანი მოძრაობების გარეგნული გამოხატვა აუცილებელი არ არის, მით უმეტეს, საჯაროდ. ეს შესაძლოა, ვიღაცისთვის დამაბრკოლებელი იყოს, რადგან თვითონ არ იქცევა ასე. როდესაც სხვებთან ერთად ვლოცულობთ, საკმარისია, გულითა და გონებით გამოვხატოთ უფლის წინაშე სულის შინაგანი მოძრაობა და არ მივიღოთ სევდიანი გამომეტყველება, რათა თავიდან ავიცილოთ უხერხულობა. თუმცა, როდესაც მარტო ლოცულობთ, შეგიძლიათ, თქვენი განცდები გარეგნულადაც გამოხატოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...