რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.04

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდის არის ყველაზე საუკეთესო დრო ლოცვისთვის?

პასუხი: როგორც წმიდა თეოფანე დაყუდებული წერდა: „ღამე ყველაზე საუკეთესო დროა ლოცვისთვის – განსაკუთრებით შუაღამე“. ასევე, წმიდა იოანე ოქროპირიც ამბობს, რომ უფალი განსაკუთრებულ წყალობას გამოიმეტებს ღამეული მლოცველებისთვის.

კითხვა: ცოდვაა თუ არა სხვის ცოდვაზე საუბარი?

პასუხი: სხვის ცოდვებზე ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის. თუ შენ დაფარავ მოყვასის ცოდვებს, უფალი შენს ცოდვებს დაფარავს. აჯობებს, ყველა თავის ცოდვებს ჩაუღრმავდეს, რომლებიც საკმაოდ აქვს ყოველ ადამიანს.

კითხვა: ხსნის თუ არა ჯადოს წმიდა კვიპრიანეს ლოცვები? და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ლოცვები სახლში ვიკითხოთ?

პასუხი: სანამ ქრისტიანი გახდებოდა, წმიდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ უარყო ცრუმოძღვრება და ქრისტიანობას შეუდგა, რის შემდეგაც ის მღვდელმთავარი გახდა. ბოლოს კი ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა. ის სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, რომ თავი დაეცვათ ეშმაკეულისგან და რა თქმა უნდა, იმქვეყნიური სოფლიდანაც დაგეხმარებათ. აჯობებს, ამ ლოცვების წაკითხვისთვის კურთხევა მოძღვარმა მოგცეთ. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი დამცველი არის წმიდა ზიარება. თუ არ თქვით აღსარება და არ ეზიარეთ, თქვენს ლოცვებს ძალა არ ექნება.

კითხვა: მოგვეკითხება თუ არა განკითხვის ჟამს ის ცოდვები, რომლებიც აღსარებაში მოვინანიეთ?

პასუხი: ცოდვები, რომლებსაც აღსარებაზე ჭეშმარიტი სინანულით ამბობთ და ყველაფერს აკეთებთ მათ აღმოსაფხვრელად, არ მოგეკითხებათ. უფალი თავად განსჯის, როდის არის მონანიება გულწრფელი, როდის განიცდით ჩადენილი უკეთური ქმედების გამო. სამწუხაროდ, არის ისეთი ცოვდები, რომლებსაც ადამიანი გამუდმებით სჩადის და ყოველ აღსარებაზე ინანიებს. მრავალჯერ აღსარებაში ცოდვის მოხსენიება მასთან ბრძოლაზე მიუთითებს და ჩანს, რომ ადამიანი განწმენდისკენ მიილტვის. ამას უფალი ხედავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი