რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№52

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 10.01

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორი განწყობით უნდა შეეგებოს მართლმადიდებელი ქრისტიანი ახალ წელს?

პასუხი: ახალი წლის დადგომისას კარგად დაფიქრდით გარდასული წლის შესახებ. იქნებ არ გიქმნიათ არც ერთი სიკეთე მთელი წლის განმავლობაში. ვინ იცის, რამდენი შემთხვევა გაგახსენდეთ, როდესაც ბოროტი საქმე გააკეთეთ. იქნებ ენა გინებით გქონდათ წაბილწული, ხმა – უხამსი სიმღერებით – თვალები იმით, რისი ცქერაც ცოდვაში გაგდებდათ, ყურები – მაცდუნებელი საუბრებითა და მუსიკით, ხელები – ძარცვითა და ჩხუბით, ფეხები – ლოთობისა და მუცელღმერთობის ადგილებში სიარულით, თავი – უკეთური ფიქრებით, გული კი – ცოდვიანი სურვილებით. იქნებ თქვენ თავად მთლიანად მოცული ხართ ბილწი აზრებით. იქნებ მთელი წლის განმავლობაში დღეებსა და ღამეებს მხოლოდ ცოდვაზე ცოდვას ამატებდით, უკანონობაზე – უკანონობას და უამრავი ცოდვა დააგროვეთ. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოფხიზლდით, მიიხედეთ უკან, ცოდვებისკენ, გაიხედეთ წინ – მოახლოებული სიკვდილისკენ, ახედეთ მაღლა მკაცრ მსაჯულს, იფიქრეთ საუკუნო ცხოვრებაზე, თუ რა გელოდებათ იქ! დაუყოვნებლივ მიიქეცით უფლისკენ სინანულითა და ლოცვით. მას შეუძლია, გააცამტვეროს ყველა თქვენი ცოდვა, გასწავლოთ სიკეთის კეთება, შეგიწყალოთ და თავისი მადლით აღგავსოთ. ოღონდ, გადაწყვიტეთ ამ დროიდან უფლის შეწევნით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. გაერიდეთ ცოდვას და ესწრაფვეთ სიკეთეს!

კითხვა: სად და როდის წარმოიშვა პირველად ტერმინი „ქრისტიანი“?

პასუხი: „ქრისტიანი“ – ქრისტეს მიმდევარს ნიშნავს. ეს ტერმინი მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდში წარმოიშვა და პირველად ქალაქ ანტიოქიაში უწოდეს საკუთარ თავს ქრისტეს სწავლების აღმსარებლებმა.

კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ, თუ არა სიმართლე?

პასუხი: ვინც სიმართლე იცის და დაფარავს მას, ცრუმოწმეს ემსგავსება, მაგრამ უნდა სდუმდე, თუ სიმართლის თქმას უბედურება მოაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი