რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№51

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.01

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ხშირად ადამიანს, რომელიც უკეთურ საქციელს სჩადის, მცდელობის მიუხედავად, ვერ არწმუნებ თავისი საქციელის უკეთურებაში. მას გულწრფელად სჯერა, რომ ცუდს არაფერს აკეთებს. რატომ არის ასეთი რთული საკუთარი ცოდვების დანახვა?

პასუხი: ადამიანის ბუნება დასაბამიდან დამძიმდა ცოდვისგან და შემდგომ კიდევ თანდათან ხდებოდა ცოდვათა დაგროვება. ამიტომაც არის, რომ ადამიანი დაბადებიდანვე ადვილად მიიდრიკება შეცოდებისკენ. თუმცა, ყოველი კაცი ამ თანდაყოლილ და შეძენილ ცოდვებს თანდათან დაშორდება, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებს, შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და უფლის თვალით შეხედავს საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ცოდვების გათავისება. ადამიანი ვერ ამჩნევს ან უჭირს იმის აღიარება, რომ ცოდვილია. უფალი გვაძლევს საშუალებას, მოვინანიოთ ცოდვები და განწმენდილი სულით მივეახლოთ მას.

კითხვა: როგორ იქცა სალოცავად ჯვარი, რომელიც ოდითგან დასჯის იარაღად იყო მიჩნეული?

პასუხი: უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის ქადაგებაში ამასთან დაკავშირებით ბრძანებს: „ჯვარი და აღდგომა – ერთი შეხედვით მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს? ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი, იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილის. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს.

ჯვარი და აღდგომა მართლა ორი უკიდურესობაა: ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე – დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას. უფალმა იესომ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთს დაუავშირა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი