რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№50

ავტორი: „თბილისელები“ 13:30

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად სწორია საერო პირის ეკლესიიდან გამოსვენება, რაც დღეს ძალიან გახშირდა?

პასუხი: ეს გახლავთ ქრისტიანული ტრადიცია. წინათ საქართველოში ყველა სოფელს თავისი ეკლესია ჰქონდა, სადაც აღნიშნავდა თავის ჭირსა და ლხინს. ტაძარი იყო ყველა მნიშვნელოვანი ქმედების ცენტრი. ეკლესიაში ეზიარებოდნენ, ინანიებდნენ, იწერდნენ ჯვარს. აქვე ასვენებდნენ მიცვალებულებს და აქედან მიაცილებდნენ სამუდამო განსასვენებელში (მოგეხსენებათ, სოფელში ეკლესია, ძირითადად, სასაფლაოზეა აღმართული). ეს ტრადიცია ცნობილი მიზეზების გამო მოიშალა. საბედნიეროდ, ხალხი ეკლესიას დაუბრუნდა და ისევ გაუჩნდათ ადამიანებს სურვილი, თავისი მიცვალებული ეკლესიიდან გააცილონ. ეს დიდი შვებაა მათთვის.

კითხვა: ვარ მამა, მამის ლოცვა ვერსად ვნახე. შეიძლება თუ არა, შვილისთვის წარმოვთქვა „დედის ლოცვად“ წოდებული ლოცვა?

პასუხი: ამ ლოცვის წარმოთქმა დედასაც შეუძლია და მამასაც, რადგან ის მშობლის ლოცვაა. შესაბამისად, შეგიძლიათ, ის ნებისმიერ დროს წარმოთქვათ.

კითხვა: თუ შეიძლება, გვიპასუხეთ, რომელი წმიდანის მიმართ უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგუროს და ჩვენს ოჯახშიც ბედნიერება სუფევდეს?

პასუხი: ეკლესიაში მაგია არ არსებობს. როდესაც ჩვენ გვსურს, რაიმე მივიღოთ უფლისგან ან წმიდანებისგან, არა მარტო უნდა ვილოცოთ მათზე, არამედ მთელი ცხოვრება უფლის მცნებათა მიხედვით ავაგოთ. ბევრის შემძლეა მართალთა ლოცვა. სახარების მეოხებით უფალი მიმართავს თხოვნით ყველას, რომ ვიყოთ კეთილნი, მოყვარულნი, თავმდაბალნი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ყურად არ ვიღებთ ამ თხოვნებს და თვითონ ვითხოვთ, რომ შემწეობა გაგვიწიოს. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, მათ აღსასრულებლად შეგვიძლია, მივმართოთ მრავალ წმიდანს, უფალს, ღვთისმშობელს, მანამდე კი სასურველია, ვიცნობდეთ სახარებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი