რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.12

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მყავს ერთი ახლობელი, რომელიც თანამედროვე ფარისეველია, სულ ტაძარში დადის და ლოცულობს, მაგრამ ყოველთვის სხვებს განიკითხავს და ცუდ სიტყვებსაც ხშირად ამბობს. შეიწირავს უფალი ასეთი ადამიანის ლოცვას?

პასუხი: წმიდა მამების გადმოცემით, გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავს, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მოყვასის ფარისევლად მოხსენიების უფლება, რათა სწორედ იმ ფარისევლის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, მეზვერეს რომ განიკითხავდა. ყოველი კაცის გულთამხილავი უფალია, თქვენ იზრუნეთ თქვენი ცოდვების მონანიებისთვის.

კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ, რომელი ლოცვები უნდა წავიკითხო ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის. ყოველდღიურად იმდენი სტრესია და იმდენი საშინელება ხდება, ბოლო დროს ლოცვის სურვილი მიჩნდება.

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. ასევე გეტყვით, რომ დილის ლოცვებს უფრო დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ყოველდღიურად უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვწადია. სამაგიეროდ, ეს ადამიანები ლოცვებში მოვიხსენიოთ და უფალს ვევედროთ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხელის მომართვისთვის. ილოცეთ თქვენი სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანთ.

კითხვა: როგორ ვებრძოლო სიმთვრალის ცოდვას?

პასუხი: ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად მუდმივად უნდა ევედროთ უფალს: მარხვითა და სინანულით განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ სიმთრვალის ცოდვაში ჩავარდნით როგორ ტკივილს აყენებთ ახლობლებსა და საკუთარ თავს. გადაიხადეთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც შეუძლია, მემთვრალეობისგან განკურნება. ასევე გეტყვით, რომ მემთვრალეობის ცოდვისგან განსაკურნებლად არსებობს საგანგებო ღვთისმშობლის ხატი. სთხოვეთ მას დახმარება და მფარველობა, რათა განიკურნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი