რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა ურწმუნო ადამიანი შევიდეს მართლმადიდებლურ ტაძარში?

პასუხი: უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა მაცხოვართან მიწიერ ცხოვრებაში, ხელით ეხებოდა მას და კურნებას იღებდა. ტაძარი უფლის სხეულია და შესაძლებელია, იქ ურწმუნოც შევიდეს. ქრისტესთან მიახლოების უფლება ყველა ადამიანს უნდა მიეცეს, რათა უფლის სიდიადე შეიცნოს. მართლმადიდებლურ ტაძრებში ურწმუნოები, ისევე, როგორც მორწმუნეები, ისმენენ მოძღვრების საუბრებს და შესაძლოა, ისინი დაფიქრდნენ და მივიდნენ ჭეშმარიტებამდე. თუმცა, სანამ მოინათლებიან, მათ ეკრძალებათ საეკლესიო წესებში მონაწილეობა და ტაძარში ყოფნისას მოეთხოვებათ მოკრძალება და პატივისცემა როგორც ეკლესიის, ისე მისი მსახურების მიმართ.

კითხვა: ვერაფრით გადავეჩვიე წყენის გულში ჩადებას. ეს განცდა მეც ტრავმას მაყენებს და ჩემ გარშემო მყოფებსაც. როგორ გავთავისუფლდე მისგან?

პასუხი: უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ადამიანი მრავალი ქრისტიანულ სათნოებით რომ იყოს შემკული და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, ყველაფერი მისგან ქმნილი ამაოა და უნაყოფო, ამიტომ მან გულიდან უნდა ამოიკვეთოს მტრობის ფესვები და ყველასთან მშვიდობა დაამყაროს.

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო „ბიბლია“. გთხოვთ, მირჩიოთ, ვის უნდა მივმართო ამისთვის.

პასუხი: „ბიბლია“ გახლავთ საღმრთო ისტორია, რომლის სრულყოფილად გაგებისთვის საჭიროა წმიდა მამათა თხზულებების გაცნობა, რომლებიც წმიდა წერილს განმარტავენ და მის კომენტატორებად იწოდებიან. მაგრამ „ბიბლიის“ შესწავლა განყენებულად, ეკლესიური ცხოვრების გარეშე არ გაგიმხელთ იმ საღმრთო სიბრძნეს, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი და ხშირად დაქარაგმებული. ამიტომ, „ბიბლიის“ სიბრძნეში ჩასაწვდომად უნდა ეზიაროთ მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა