რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№32

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.08

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ უჭირს ადამიანს პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა მოყვასის წინაშე?

პასუხი: ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა მოყვასის წინაშე უჭირს პატივმოყვარე და ამპარტავან ადამიანს.

კითხვა: სად არის ადამიანის სული, როდესაც ის გონებას კარგავს და რომელი ლოცვა შეიძლება, ამ დროს წავუკითხოთ ადამიანს?

პასუხი: როდესაც ადამიანი გონებას კარგავს, მისი სული სხეულშივეა, თუ სული სხეულს დატოვებს, ეს მის გარდაცვალებას ნიშნავს. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც გარდაცვალებამდე ადამიანის სულს უჭირს სხეულიდან გასვლა და ის იტანჯება. ასეთ დროს მოძღვარი კითხულობს სპეციალურ ლოცვას. ჭირისუფალს მხოლოდ ის ევალება, პირნათლად მოუაროს ავადმყოფს და როგორც ქრისტიანს შეეფერება, ჩვეულებრივი ყოველდღიური ლოცვებით შეეწიოს.

კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანის მიერ თილისმის ტარებას?

პასუხი: ქრისტიანობა უარყოფს თილისმის რწმენას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის მაგიის რწმენა. თუმცა, ასევე, გასათვალისწინებელია იმ ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზემოქმედება ადამიანზე, რომელსაც ის ატარებს. ეს უძველესმა მედიცინამ იცოდა, დღევანდელმა მედიცინამ კი ეს ცოდნა დაკარგა. ამიტომ, ერთი მხრივ, უნდა გავარჩიოთ თილისმისა და მეორე მხრივ, მინერალებისა და ლითონების ზემოქმედება ადამიანზე. ასევე, გვახსოვდეს, რომ თილისმებისა და ასტროლოგიური ნიშნების ტარება, რაც ასე გახშირდა, კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა